x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
დედა- შვილური სიყვარულის სულისშემძვრელი ამბავი

image

დღეს დედის დღეა და უპირველეს ყოვლისა ყველა დედას ან მომავალ დედას მინდა მივულოცო ეს შესანიშანავი დღესასწაული და ერთი უკვე ალბათ ბევრისთვის ნაცნობი ამბავი შევახსენო მკითხველებს, რომელიც იაპონიაში 2011 წლის 11 მარტს მომხდარი მიწისძვრის შემდეგ მოხდა.მაშინ ამ საზარელ კატასტროფას 15 000 ადამიანი შეეწირა.


იაპონიის მიწისძვრის შემდეგ, როდესაც მაშველებმა დაიწყეს სახლების ნანგრევებიდან ცოცხლებისა თუ გარდაცვლილების ამოყვანა, ერთი-ერთი სახლის ნანგრევებში მათ აღმოაჩინეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც უცნაური პოზა ჰქონდა მიღებული, იგი მუხლებით დაჩოქილი იყო და თითქოს ხელები რაღაცისთვის ჰქონდა შემოჭდობილი
მაშველების ლიდერი ქალის სხეულს შეეხო და მალევე მიხვდა, რომ გარდაცვლილი იყო. ნანგრევებმა მას ხერხემალი და თავის ქალა დაუზიანა. მაშველებმა სხვა სახლისკენ გადაინაცვლეს, მაგრამ გუნდის ლიდერს რაღაც აკავებდა თითქოს და იგი კვლავ დაბრუნდა ქალთან და მის გარშემო ადგილის მოსუფთავება დაიწყო . უცებ მან დაიყვირა: "აქ ბავშვია, ჩქარა, ჩქარა, მოდით!!"მან საბანში პატარა ბიჭუნა იპოვა, ბავშვი ცოცხალი იყო და უფრო მეტიც, მას მშვიდად ეძინა გარდაცვლილი დედის ქვეშ... მაშველებმა ბავშვი ამოიყვანეს და იქვე მობილური ტელეფონი იპოვეს... ტელეფონის ხელიდან ხელში გადადიოდა და სმს-ის წაკითხვის შემდეგ ყველა ტიროდა... დედამ სიკვდილამდე
ასეთი შინაარსი სმს-ი დაუწერა თავის პატარას: "თუ გადარჩი, ყოველთვის გახსოვდეს რომ მიყვარხარ!"



P.S.როდესაც ამ მასალაზე ინფორმაციას ვაგროვებდი, სამწუხაროდ არცერთ სერიოზულ და პრესტიჟულ გამოცემაში არ არის ეს ამბავი გაჟღერებული, მაგრამ თუნდაც ეს ლეგენდა იყოს, დაე ლამაზი ლეგენდა.... ნებისმიერ დროს ნებისმიერი დედა ყოველთვის მსგავს გზავნილს დაუტოვებს საკუთარ შვილს.

0
83
4-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
83
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0