x
image
თეონა გორდეზიანი
არ ვიცი რა ჰქვია ამას...მაგრამ სტალინი უყვარდათ და უყვართ დღესაც...
ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება იყოს ისეთი მომენტი, როცა რაღაცას სწავლობ...ან შეიძლება შეხვდე ისეთ ადამიანებს, რომლებიც თავისი საქციელით იქნებიან მისაბაძი.


ყველას ჰყავს გამორჩეული კონკრეტული პირი, ვისგანაც თვლის ყველაზე მეტი ისწავლა...

მისაბაძი არამარტო ადამიანი, რაიმე წიგნიც შეიძლება აღმოჩნდეს, ზოგადი ან კონკრეტული შენთვის საინტერესო ინფორმაციის შემცველი...



ბაბაუაჩემი ქუჩუკი გორდეზიანი ერთი უბრალო გლეხია. თუმცა უბრალო არა... (მიხვდებით რატომაც...)


დღეს ის უკვე 82 წლისაა... ის არამარტო ჩემთვის ბევრისთვის ის ადამიანია ვისგანაც ბევრი რამის სწავლა შეიძლება. მისაბაძია გონიერებითა და პატიოსნებით...

შემიძლია თამამად შევადარო მუდმივად გადაშლილ წიგნს, რომლიდანაც დაუსრულებლად შეიძლება რაიმე ახალის "წაკითხვა", სწავლა...

მისი გონებამახვილობა ამ ასაკში პროფესიამ განაპირობა. წლების განმავლობაში რაჭის სოფელ ჭრებალოში ფიზიკა-მათემატიკის მასწავლებელი იყო. გარკვეული პერიოდის განმავლობაში კი ამავე სოფლის კოლმეურნეობის თავჯდომარე.


ზაფხულში, როცა ოთხივე შვილიშვილი დასასვენებლად მ( რაჭაში ჩავიდოდით... ბებია და ბაბუა შუადღეზე გვაკითხებდნენ წიგნებს, გვაჯიბრებდნენ ვინ უფრო გამართულად და სწრაფად წავიკითხავდით მცირე დროში.

ბაბუა ზეპირად გვიყვებოდა აკაკის "გამზრდელს", ვაჟას " სტუმარ-მასპინძელს", თავისი ინტერპრეტაციით

შექსპირს... მათი გახსენების შემდეგ საუბარს სტალინზე დაიწყებდა...

" ბელადზე" საუბრისას ხმა განსაკუთრებულად უტკბება დღესაც...როცა ლაპარაკობს " მასზე" თითქოს ეთანხმები...თითქოს იჯერებ რომ "ის" საუკეთესოა....


image


image


ახლაც როცა ზაფხულობით რაჭაში ჩავდივარ და ამ თემაზე იწყებს საუბარს მე ასაკის მიუხედავად უძლური ვხდები. ისე სჯერა... ისე უყვარს.. ეს " გავლენა" ჩემზეც გადმოდის და ჩემდაუნებურად ვეთანხმები, მაგრამ ეს მხოლოდ იქ ყოფნის დროს გრძელდება, მერე ისევ ვუბრუნდები რეალობას...



ხოდა თითქოს სტალინზე ყველაფერი იცის.. სულ სხვადასხვა ამბებს ყვება და ანთებული თვალებით იხსენებს. ვეცადე გამეხსენებინა ერთი ორი ამბავი:


მაშინ როცა გერმანელები მოსკოვს 40კმ-ზე მიუახლოვდნენ ჰიტლერმა სტალინს შეუთვალა: " უკვე მოსკოვთან ვარ, შენ წადი გაიქეცი და საქართველოში იმეფეო" ... ამაზე სტალინს უპასუხია "დო ვსტრჩი ვ ბერლინე" და კიდეც შეასრულა...


image



1943 წელს სტალინგრადთან და მერე კურსკთან მოპოვებული გამარჯვების მერე საბჭოთა კავშირის უპირატესობა ნათელი იყო... აგვისტოს მიწურულს ჰიტლერმა მოსკოვში ჩამოსვლისა და შეხვედრის ნებართვა ითხოვა. ეს თხოვნა მოლოტოვმა სასწრაფოდ გადასცა სტალინს.

"ჩამოვიდნენ " - ერთმნიშვნელოვნად თქვა დიდმა ბელადმა, თუმცა ვიცი რა უნდათ ვაჟბატონებს". სტალინმა ჩიბუხის ტარი ულვაშებზე ჩამოისვა და დასძინა: " ჰიტლერი ჩვენმა ძლიერებამ შეაკრთო, ჩვენმა გამარჯვებამ მას თვალები აუხილა და მწარე რეალობა დაანახა... ჯარების გაყვანაზე დაიწყებენ საუბარს, არც ისაა გამორიცხული, ევროპის გაყოფაც კი შემოგვთავაზონ."


მოლოტოვი უსმენდა მის ამბებს და სიტყვა არ უთქვამს, ის კი მიმოდიოდა და აბოლებდა ჩიბუხს. ერთხანს ფანჯარაში იყურა და ბოლოს დაასრულა თავისი სიტყვა :


" ფაშისტებს გადაეცით, რომ შეხვედრაზე თანახმა ვართ და შეუძლიათ მობრძანდნენ"...



image


ბაბუას სტალინზე მოყოლილი ამბები სხვადასხვაა, მაგრამ აღტაცება ერთი და იგივე... დროის მიუხედავად არ იცვლება ანთებული თვალები და თუ არ არსებობს ანთებული ხმა ... მას აქვს.. სტალინზე საუბრისას და გახსენებისას აქვს...


არ ვიცი რა ჰქვია ამას ან რა ერქვა... შიში, პატივისცემა, სიყვარული თუ სამივე ერთად... არ ვიცი რა ჰქვია ამას, მაგრამ სტალინი უყვარდათ უანგაროდ, უყვარდათ და უყვართ დღესაც.



გვიან მივხვდი ყველა ზაფხული უნდა გამომეყენებინა და ჩამეწერა ის ამბები იმ სიტყვებით, როგორც ამას თავად ყვება... და ახლა მოუთმენლად ველოდები დროს, როცა რაჭაში ჩასვლის შესაძლებლობა მომეცემა და აუცილებლად ყურადღებით მოვისმენ - "ახალ ამბებს"...


4
172
1-ს მოსწონს
ავტორი:თეონა გორდეზიანი
თეონა გორდეზიანი
172
  
2020, 15 მაისი, 13:11
ტ ი ტ ა ნ ე ბ ი
სტალინი ტირანი იყო- მაგრამ, თუ არა მსოფლიო, ევროპა მინც
იხსნა ფაშიზმისაგან და ზოგადათ, გადაარჩინა მართმადიდებლობა”
*
( იყო ძაგება უსაზომო, ხოლო მანამდე,
ქება-დიდება უდიდესი, უმაღლეს ძალის,
იყო, არ იყოო? ტრიბუნებთან, ფაშისტურ დროშებს,
ფეხქვეშ უფენდნენ, ამხანაგ სტალინს.)

ზარაფხანებში, მათ სახელზე, ფულებსაც სჭრიდნენ,
მათი სახელით კაცს კი არა, ხალხებს ხოცავდნენ,
მათი სახელის ხსენებაზე, თავებსა ხრიდნენ,
ხოტბას ასხამდნენ, ზეციური შუქით მოსავდნენ.

მათ სურვილთ შეაჯახეს კინაღამ მთები,
მდინარეების შეეცადნენ აღმა ტარებას,
მსოფლიოს მთელი კიდეგანი, მოფინეს მკვდრებით,
არად უღირდათ, თვით სამყაროს გარდაცვალება.

. . . სიკვდილის შემდეგ, ზოგს მანამდეც, თუმც თავიც მოსჭრეს,
სხვა თაობები, ვერ გაექცნენ მათ სიჩაუქეს,
საფლავმოთხრილებს, სიკეთის და სიავის მომქმედთ,
შარაგზებზე და მოედნებზე ძეგლი დაუდგეს.

ვინ, ვინ არიან?! -სამართალი რა სათქმელია.
ან ვინ ამოხსნას ამოცანა-- რატომ და რისთვის,
მაგრამ სამყაროს ძილ-ბურანი თუ მოერია,
თუნდ უსამართლო, საჭიროა რაღაცა ბიძგი
. . . .
უსუსურობა მომერევა, როცა ძალიან,
ცოდვას გავამხელ, მსგავსთა ნახვა მეც მიხარია.
* /აგვისტო 2008წ.
/ გორში, სტალინის ძეგლის დემონტაჟი
მოხდა/
2017, 3 მარტი, 16:06
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

პასუხი თეონა გორდეზიანი-ის კომენტარზე
2017, 3 მარტი, 8:52
რა თქმა უნდა ვიცი ეს ყველაფერი და იმედია არც ეს ნაწერი ჩამეთვლება პროპაგანდად. უბრალიდ რომ ვიცით... იცის .... და მაინც რო არსებობს რაღაც გრძნობა ეგ მინდოდა მეთქვა ამით. კი ავღნიშნე გავლენაც მაგრამ ბაბუას ამ თემაზე არ გადავუყვანივარ თავის აზრზე და სწორედ იმ მიზეზების გამო რაც ჩამოთვალეთ ჩემთვისაც წარმოუდგენელია
2017, 3 მარტი, 6:16
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

0 1 4