x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
სულის მელოდია! მოუსმინეთ და ისიამოვნეთ!

image

image

ამ მელოდიას ყველა კარგად იცნობს და არ არსებობს ადამიანი, ვისაც ის არ უყვარს — ამაში დარწმუნებული ვარ!!!

imageყველასთვის ცნობილი რომანტიკული კომპოზიცია «ბალადა ადელინასთვის» («Ballade pour Adeline»), ფრანგმა კომპოზიტორმა პოლ დე სენევილმა (ფრ. Paul de Senneville) დაწერა და მის ჩაწერაზე, ე. წ. კასთინგი ჩაატარა, რომელზეც 20 პიანისტი იყო მიწვეული, მათ შორის, 21 წლის რიჩარდ კლაიდერმანი (Richard Clayderman) და სწორედ მას ერგო, ამ მელოდიის შესრულების პატივი... მსოფლიოს 30-ზე მეტ ქვეყანაში, 22 მლნ. ფირფიტა გაიყიდა, ხოლო ახალგაზრდა პიანისტი ვარსკვლავად იქცა.

დღეისთვის, რიჩარდ კლაიდერმანს 1200-ზე მეტი მუსიკალური ნაწარმოები აქვს ჩაწერილი და 100-ზე მეტი CD გამოშვებული, რომლის საერთო ტირაჟი – 90 მლნ-ს აჭარბებს.

უპირველეს ყოვლისა, კლაიდერმანს შეგვიძლია რომანტიკული განწყობების ოსტატი ვუწოდოთ. შემთხვევით კი არ ეძახიან მას – «რომანტიკის პრინცს». ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ამ ტიტულის ავტორი, აშშ-ს ყოფილი პირველი ლედი – ნენსი რეიგანი იყო. რომელმაც პიანისტს ეს სახელი მას შემდეგ შეარქვა, რაც 1980 წელს, მის საქველმოქმედო საღამოს დაესწრო ნიუ-იორკში.

image

«სავარაუდოდ, მას ჩემი მუსიკის სტილი ჰქონდა მხედველობაში, ჩემი ემოციები, გრძნობები», — თავის საპატიო წოდებაზე ამბობს მაესტრო.
კლაიდერმანის რეპერტუარში, ძირითადა, კლასიკური, ეთნო ნაწარმოებები და მსუბუქი ჯაზია. ის, ასევე, ასრულებს მუსიკას კინოფილმებისთვის. შესრულების განუმეორებელმა სტილმა, ის მსოფლიო დონის სუპერვარსკვლავად აქცია.



imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:


* საუკეთესო სიმღერა სიყვარულზე, რომელიც 18 წლის შუალედით, 2-ჯერ მოექცა მსოფლიო ჩარტების სათავეში
* «მარადიული სიყვარული» და მისი შექმნის ისტორია
* მუსიკა, რომელიც არ შეიძლება ვინმეს არ მოსწონდეს
* «ფუნთუშების ცეკვა» დიდი ჩარლი ჩაპლინისგან!

0
478
11-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
478
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0