x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
ცხოვრება ჭარბი წონის გარეშე... და არანაირი დიეტა!

image

1. დილით უზმოზე — 2 ჭიქა წყალი, შეიძლება ლიმონით.
2. 10-15 წუთის შემდეგ — საუზმე. საუკეთესო ვარიანტი წყლით მომზადებული ფაფა ან მოხარშული კვერცხი იქნება. საუზმე მსუბუქი არ უნდა იყოს, რომ ორგანიზმს გაღვიძების ნიშანი მისცეს. გარდა ამისა, საოზმემ ორგანიზმი მთელი დღის მანძილზე ენერგიით უნდა უზრუნველყოს და ამიტომ, დილით, ზედმეტი კალორიების მიღებას ნუ მოერიდებით. შეგიძლიათ სადილი გამოტოვოთ, ვახშამი არ მიირთვათ, გაგრამ საუზმე – აუცილებელია!.
3. საკვებს წყალი არ დააყოლოთ და საერთოდ, 40 წუთის მანძილზე, არაფერი დალიოთ!

4. არ შეიძლება საკვების მიღება 6 საათის შემდეგ, — ეს ჭარბი წონის მოცილების მსურველთა მთავარი პოსტულატია. სინამდვილეში, საკვების მიღება დაძინებამდე 3-4 საათით ადრე შეიძლება.
5. იმ შემთხვევაში თუ ჭარბი წონა გაწუხებთ, 16 სთ-ს შემდეგ — მიირთვით ცილების შემცველი პროდუქტები (იოგურტი, ხაჭო, კეფირი) ან დაბალკალორიული ხილი და ბოსტნეული.

6. მიირთვით ხშირად და ცოტა-ცოტა. ნივთიერებათა ცვლის დაჩქარების იდეალური ვარიანტი, საკვების მიღება, ყოველ 3 სთ-ში ერთხელ არის (დღეში 5-ჯერ).

7. საკვები კარგად დაღეჭეთ, ნელა და დაფიქრებულად. ესეც ერთ-ერთი ხერხია მეტაბოლიზმის ასამუშავებლად. იცით, რატომ არის, რომ ზოგი ადამიანი დიდი რაოდენობით საკვების მიღების მიუხედავად, მაინც არ სუქდება? — იმიტომ, რომ მეტაბოლიზმი (ნივთიერებათა ცვლა) აქვთ კარგი!

8. კონტრასტული შხაპი — ყველაფრის წამალია. ის აუმჯობესებს სისსხლის ცირკულაციას, შესაბამისად, – აჩქარებს მეტაბოლიზმს. რაც თავის მხრივ, აქრობს ცელულიტს, აუმჯობესებს სახის კანის ფერს და ადამიანს ნებისყოფის უნარს გამოუმუშავებს.
9. საკვების მიღებიდან, დანაყრების შეგრძნება, მხოლოდ 20 წუთის შემდეგ მოდის და თუ ნელა არ ღეჭავთ, წარმოიდგინეთ, რამდენი რამის შეჭმა შეიძლება 20 წუთის მანძილზე?!

ასე, რომ, თუ სუფრასთან დაჯექით, ადგომას ნუ იჩქარებთ.
10. თუ წახემსება მოგინდებათ, მაგრამ ბოლო კვებიდან 3 სთ. არ არის გასული –წყალი დალიეთ და საერთოდ, თითო ჭიქა წყალი დალიეთ, ყოველ საათში (კარგი იქნება, თუ ამას ყლუპ-ყლუპად გააკეთებთ — ეს უფრო სასარგებლო იქნება). თუ წყალი არ გიყვართ, შეგიძლიათ მას ლიმონი ან პიტნა დაამატოთ.
11. შიმშილის გრძნობიდან ყურადღების გადატანა ვარჯიშითაც შეიძლება. მაგ., თუ კომპიუტერთან ზიხართ, ადექით და რამდენიმე ბუქნი გააკეთეთ.

12. მუცლის არეში ცხიმის მოცილება პრესის ვარჯიშებით შეუძლებელია. ასეთი ვარჯიშით პრესი გექნებათ, მაგრამ ცხიმის ფენის ქვეშ. და უნდა ითქვას, რომ პრესის გაჩენა, მუცლის მოცულობას კი არ ამცირებს, პირიქით – ზრდის.
13. რაც შეეხება კალორიების დაწვას, სიარულის და სირბილის დროს, კალორიების ერთნაირი რაოდენობა იწვება და ზედმეტი კალორიების მოსაცილებლად, «ქანცის გაწყვეტამდე» სირბილი საჭირო არ არის. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ცხიმების დაწვისთვის ყველაზე შესაფერისი დრო დილა არის. და თუ გინდათ, რომ ყოველთვის ფორმაში იყოთ, დილით ადექით და თუ ვარჯიში არ გინდათ, ცოტა გაიარეთ, ფეხით ან ველოსიპედით. იმ შემთხვევაში, თუ რეკრეაციულ ზონასთან ახლოს ცხოვრობთ, შეგიძლიათ ირბინოთ კიდეც.
14. მართალია, მუცლიდან ცხიმის მოსაცილებლად და კალორიების დასაწვავად განსაკუთრებული ფიზიკური ვარჯიში საჭირო არ არის, მაგრამ კვირაში 2-3-ჯერ ორგანიზმის დატვირთვა მაინც საჭიროა. რადგან სხეული ლამაზი რომ იყოს, კუნთები კარგად უნდა ჰქონდეს განვითარებულ. ეს კი მხოლოდ ვარჯიშით მიიღწევა. იმ შემთხვევაში, თუ ტრადიციული ვარჯი არ მოგწონთ, შეგიძლიათ ის აერობიკით, ცურვით, იოგით ან ცეკვით ჩაანაცვლოთ.

15. თეთრი და შავი პური ერთნაირად კალორიულია და მნიშვნელობა არა აქვს, არჩევანს რომელზე შეაჩერებთ. უმჯობესია, თუ პურზე საერთოდ იტყვით უარს!
16. ჩაი თუ გიყვართ, შეგიძლიათ მწვანე ჩაი დალიოთ, უშაქროდ ან თაფლით. დღეში 2 ფინჯანი მწვანე ჩაი ნერვებს აწყნარებს და ორგანიზმს ასუფთავებს. მაგრამ, უნდა იცოდეთ, რომ ჩაის არაფერი არ უნდა მიაყოლოთ, – მხოლოდ ჩაი და მეტი არაფერი. შეგიძლიათ ის საუზმემდე 30 წთ-ით ადრე ან საუზმიდან 40 წუთის შემდეგ (სადილამდე და სადილის შემდეგ, ვახშმამდე და ვახშმის შემდეგ) დალიოთ.

17. სხვათა შორის, ანდაზა – «საუზმე თავად მიირთვი, სადილი მეგობარს გაუნაწილე, ხოლო ვახშამი მტერს დაუთმეო», სრულიად სამართლიანია.

სადილის შემდეგ, კარგი იქნება თუ ტკბილეულის, ფქვილეულის და კალორიული ხილის მირთმევისგან თავს შეიკავებთ. შეგიძლიათ მიირთვათ უცხიმო რძის პროდუქტები და მწვანე ფერის ხილი და ბოსტნეული.

18. შეძლებისდაგვარად უარი თქვით მაღაზიის წვენებზე – კალორიულია, მავნებელია, ბევრ შაქარს შეიცავს. წარმოიდგინეთ, რისგან ამზადებენ მას: წყალი, შაქარი, საღებავი და ასკორბინის მჟავა.

19. ნაყინი — მტერი არ არის. მაგრამ, ვაფლი – ნამდვილად არ არის სასარგებლო.

20. ტკბილეულიდან შეგიძლიათ მიირთვათ შავი შოკოლადი, მარმელადი, თაფლი – მცირე ოდენობით, და კიდევ, ჩირი, მაგრამ დღის პირველ ნახევარში.
21. ყურადღება მიაქციეთ პროდუქტის ფერს. რაც შეიძლება ნაკლებად მიირთვით თეთრი და ყვითელი (მაკარონი, კარტოფილი, თეთრი პური, კარაქი...). სასარგებლოა წითელი და პიგმენტირებული პროდუქტები. ხოლო მწვანე – დაბალკალორიულია.

22. ორგანიზმი აუცილებლად უნდა იღებდეს კალორიების მინიმალურ რაოდენობას (1800 კკალ) და სასარგებლო ნივთიერებებს. დიეტას ნუ დაიცავთ! პრაქტიკულად, ნებისმიერი დიეტა — ძალიან მკაცრი შეზღუდვაა ორგანიზმისთვის. გარდა ამისა, თუ დაიკლებთ მაგალითად, 5 კგ-ს, აქედან 4 — წყალი და კუნთის მასა იქნება და მხოლოდ 1 კგ იქნება ცხიმი. დიეტის შემდეგ ყველაფერი უკან ბრუნდება, ცხიმის მასა კი – გაორმაგებული რაოდენობით, რადგან მკაცრი დიეტის შემდეგ, სტრესიდან გამოსული ორგანიზმი, პირველ რიგში, ცხიმის მარაგის შევსებას იწყებს. მაგრამ, დიეტა თუ მაინც დაიცავით, დაწყებიდან მეოთხე დღეს, კალორიების რაოდენობა თანდათანობით გაზარდეთ .

საერთოდ, დიეტაზე უკეთეს შედეგს სწორი კვება იძლევა — საკვები – ზომიერად, ახლად გამოწურული ხილის და ბოსტნეულის წვენები, მწვანე ჩაი, ჩირი, მზესუმზირა (გასარჩევი, დღეში 50-100 გრ.)...

23. ზურგი ყოველთვის სწორად უნდა გეჭიროთ. 2 დღე გაგიჭირდებათ, შემდეგ საქმე უფრო გაგიმარტივდებათ, ხოლო 3 თვის შემდეგ — ჩვევად ჩამოგიყალიბდებათ. ლამაზი ფიგურა, ლამაზი ზურგის გარეშე — არაფერია!
24. გამუდმებით სასწორზე ნუ იდგებით. გახსოვდეთ, რომ იდეალური წონა არ არსებობს და ყველაფერი სიმაღლეზე და აღნაგობაზე არის დამოკიდებული. თქვენთვის იდეალური წონის გამოსათვლელად, სიმაღლეს უნდა გამოაკლოთ 110 სმ. და დაუმატოთ 3-5 კგ (ნორმიდან გადახრა).
25. გახდომის არანაირი აბები და ჩაი — ეს მხოლოდ მარკეტინგული სვლა არის და თან, ზიანის მომტანი! საუკეთესო შემთხვევაში, ფულს ტყუილად გადაყრით, უარესში – ავად გახდებით ან დეპრესიაში ჩავარდებით.

აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ფართოდ გავრცელებული აზრი საუნაში ზედმეტი კილოგრამების მოცილებაზე, ასევე არ შეესაბამება სინამდვილეს. საუნაში სტუმრობისას ორგნიზმი წყალს კარგავს, ხოლო ცხიმი ადგილზე რჩება.

და ბოლოს, ბევრი თვლის, რომ დიაბეტებისთვის განკუთვნილი პროდუქტი უფრო ნაკლებად კალორიულია. არც ეს არის სიმართლე! ამ პროდუქტების კალორიულობა ჩვეულებრივისგან არაფრით განსხვავდება, უბრალოდ მათში, შაქარი ფრუქტოზათი არის ჩანაცვლებული.imageimageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
imageთუ წონაში დაკლებას აპირებთ, ეს აუცილებლად უნდა იცოდეთ!

დღეგრძელობის რეცეპტი ცნობილი გენეტიკოსისგან

გახდომა ყოველგვარ კონტროლის გარეშე

0
479
6-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
479
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0