x
მეხსიერების კვლევის ისტორია- ანტიკური ხანიდან მე-20 საუკუნის მეორე ნახევრამდე
image


ადამიანებს დიდი ხანია აინტერესებთ, თუ რა არის მეხსიერება, როგორ მუშაობს იგი. კოგნიტური პროცესების, მათ შორის მეხსიერების, შესწავლას ჯერ კიდევ ანტიკურ

ხანაში მიაქციეს ყურადღება.


პლატონი და არისტოტელე



პლატონის (ძვ.წ. მე-5 - მე-4 სს) მიხედვით შემეცნების პროცესი არსებითად გონებაში

იმთავითვე მოცემული ცოდნის გაცნობიერების, მოგონების პროცესია. მოგონება მეხსიერების ფუნქციის გამოვლინებაა. აქედან იკვეთება მეხსიერების განსაკუთრებული როლი შემეცნების პროცესში. მასში ცოდნა ისევე შემოინახება, როგორც „ცვილზე ინახება ბეჭდის კვალი“ . პლატონი განარჩევს მეხსიერებას, როგორც გრძნობადი აღქმის პასიური შემონახვას(რაც ცხოველს ახასიათებს ) და მოგონებას, როგორც აქტიური პროცესს,
რომელიც ნამდვილი ადამიანური შემეცნების საფუძველია. მოგონების წყალობით ცოდნა ლატენტური(გაუცნობიერებელი) მდგომარეუბიდან მანიფესტურ (ცნობად) მდგომარეობაში გადადის. ამ პროცეს პლატონი ანამნეზს უწოდებს.


არისტოტელე (ძვ.წ მე-4 ს) მიიჩნევდა, რომ შეგრძნება-აღქმით მიღებული შთაბეჭდილებები ინახება ცენტრალურ ორგანოში, რაც უკვე მეხსიერებაა. იგი 3 სახისაა:მარტივი ან დაბალი - ყველა ცხოველთან გვხვდება და შთაბეჭდილების ასლების სახით უბრალო შენახავას გულისხმობს; უფრო მაღალ დონეზე ხდება წარმოდგენების წარსულისადმი მიკუთვნება, რაც მხოლოდ იმ ცხოველებს ახასიათებთ, რომლებსაც დროის აღქმის უნარი აქვთ.უმაღლესი დონის მეხსიერება ადამიანის პრეროგატივაა, რადგან იგი მსჯელობას გულისხმობს. ადამიანმა რომ რაიმე მოიგონოს, საჭიროა ამჟამად მოცემული შთაბეჭდილება ერთგვარად დაუკავშირდეს უკვე არსებულ წარმოდგენას. 2 ათასი წლის შემდეგ ამ მოვლენას ასოციაცია უწოდეს და იგი დიდი ხნის განმავლობაში ფსიქიკური ცხოვრების უმთავრეს ამხსნელ მექანიზმად იქცა.


ავრელიუს ავგუსტინეს (ნეტარი ავგუსტინე 357-430)-შემოქმედება ანტიკური ტრადიციიდან ქრისტიანულ მსოფლმხედველობაზე გადასვლის აღმნიშვნელია. მან გააღრმავა თვითცნობიერების დოქტრინა და თვითანალიზის დონემდე აიყვანა. ამან თითქოს შინაგანი სამყაროს შესწავლა ახალ საფეხურზე აიყვანა და გახსნა გზა ეპირიული ფსიქოლოგიისენ, თუმცა ეს ერთი შეხედვით ჩანს ასე. ავგუსტინესთვის მთავარი რწმენა და მისი დასაბუთებაა.

image


პლატონის მსგავსად ავგუსტინეს ფსიქოლოგიურ სისტემაში განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მეხსიერება. სწორედ მასშია განთავსებული მთელი ცოდნა
და მის მოსაპოვებლად საკმარისია საკუთარი თავის შესწავლა.

მეხსიერება წმინდა სულიერი აქტივობაა, ის სულში არსებულის ნათელყოფაა. მეხსიერება 2 სახისაა: გრძნობადი და ინტელექტუალური. გრძნობადი მეხსიერება გრძნობის ორგანოებს უკავშირდება. მეხსიერება სულიერების სფეროა და არა უბრალოდ ცნობების შესანახი ადგილი, ადამიანს არ შეუძლია შეინახოს იდეა მისი განცდის ან გააზრების გარეშე. ამასთანავე, არ არის სავალდებულო ადამიანი ყოველთვის აცნობიერებდეს იმას, რაც იცის. ადამიანს აქვს ისეთი ცოდნაც, რომელიც მოგონების აქტს საჭიროებს.

პოტენციური ცოდნის ცნობიერებაში აღდგენას ხელს უწყობს : შთაბეჭდილების სიძლიერე, გამეორება, მასალის მოწესრიგებულობა და ა.შ. მოგონების აღწერისას ნათლად აყალიბებს ადგილის, დროისა და მსგავსების ასოციაციის პრინციპებს. (მიყვება არისტოტელეს ხაზს). ეს აღწერა ფაქტებისა და მეცნიერული დაკვირვების
საფუძველზეა შესრულებული. რაც შეეხება ინტელექტუალურ მეხსიერებას, იგი თანდაყოლილია, ღვთაებრიავია, აქ მსჯელობა იღებს გონებაჭვრეტით ხასიათს და მეცნიერებისთვის მიუწვდომელია. ინტელექტუალური მეხსიერების განმარტებისას ავგუსტინე პლატონის ხაზს მიყვება და ცდილობს მისი იდეების ქრისტიანულ მოძღვრებასთან შეთანხმებას.


მეხსიერების შესახებ მოსაზრებებს ვხვდებით ქართველ მოღვაწეებთანაც.
ანტონ I კათალიკოსის(მე18 ს)მრავალფეროვან მოღვაწეობაში სერიოზული ადგილი უკავია ფსიქოლოგიასაც. მეხსიერების უნარი განსხვავდება ცხოველებსა და ადამიანში.ადამიანის შემთხვევაში მეხსიერება ექცევა გონების სამსახურში. მეხსიერება"ზოგად გრძნობაში" მოცემული ხატების შინაარსს ისე აცნობიერებს, როგორც წარსულში მომხდარს.

იოანე ბაგრატიონი, მე18-19 საუკუნეებში მოღვაწე ენციკლოპედისტი და განმანათლებელი, მიიჩნევდა, რომ მეხსიერება ანუ გაგება, მთლიანად შემეცნებაა და მოიცავს შეგრძნების გარდაქმნით მიღებულ ყურადღების, შედარების, მსჯელობისა და დასკვნის სულიერ ძალებს.


მე-19 საუკუნის ბოლოს ფსიქოლოგია უკვე დამოუკიდებელ მეცნიერებად ყალიბდება. თანამედროვე ფსიქოლოგიის ფუძემდებლები, ვ. ვუნდტი და ვ. ჯემსი, სხვა მრავალ საკითხთან ერთად მეხსიერების მეცნიერულ შესწავლას ცდილობდნენ. თუმცა მეხსიერების პროცესის ექსპერიმენტული შესწავლა პირველმა დაიწყო გამოჩენილმა გერმანელმა ფსიქოლოგმა, ჰერმან ებინგჰაუზმა.

imageჰერმან ებინგჰაუსმა მეხსიერების საზომ ერთეულად გამოიყენა უაზრო მარცვლები, რომლებიც აზრიან სიტყვასთან ასოციაციას არ იწვევდა. ებინჰაუსმა შეიმუშავა
2300 მარცვალი (ორი თანხმოვანი და შუაში ხმოვანი), დაყო მწკრივებად, თითოეულ მწკრივში მოათავსა 8-12 ასეთი მარცვალი. მწკრივების შედგენისას ყურადღება ექცეოდა, რომ ერთმანეთის გვერდით მდებარე მარცვლებში არ გამეორებულიყო ერთნაირი ასოები, რაიმე აზრიანი სიტყვა არ გამოსულიყო. და დაიწყო მათი შესწავლა სხდვადასხვა მეთოდით.(დასწავლის მეთოდი; შენარჩუნებული წევრების მეთოდი; სწორი პასუხების მეთოდი. ცნობის მეთოდი. რეკონსტრუქციის მეთოდი. დახმარების
მეთოდი. მომარაგების(ეკონომიის)მეთოდი). აღსანიშნავია, რომ ექსპერიმენტში კვლევის მონაწილე და ექსპერიმენტატორი თავად ებინგჰაუზი იყო.

ეს ექსპერიმენტი წლების განმავლობაში გაგრძელდა და ყოველდღიურად
უზარმაზარი მასალი დამახსოვრება და აღდგენა ხდებოდა. შედეგები ებინგჰაუსმა ჩამოაყალიბა წიგნში „მეხსიერების შესახებ“(1885). მასში დადგენილი კანონზომიერებანი დღესაც ზოგადი ფსიქოლოგიის ოქროს ფონდს შეადგენს.

მაგალითად, ებინგჰაუზმა დაასკვნა, რომ აბსოლუტური დავიწყება არ არსებობს. თავიდან დავიწყების ტემპი ძალიან სწრაფია, შემდეგ საგრძნობლად კლებულობს და ბოლოს თითქმის არ იცვლება. დავიწყების პროცესს გამოხატავს ე.წ. დავიწყების
მრუდი:

imageმეხსიერების კვლევის ებინგჰაუსისეული მიდგომა აიტაცა გეორგ ელიას მიულერმა(1850-1934), რომელიც იყო თავისი დროის ერთერთი გამოჩენილი ექსპერიმენტატორი. გიოტინგენში მის მიერ ჩამოყალიბებული ლაბორატორია გერანიაში მნიშვნელობით მე-2 იყო (ვუნდტის მერე). აქ მიულერმა და მისმა კოლეგებმა შექმნეს მეხსიერების კვლევის ახალი მეთოდები, დააზუსტეს ებინგჰაუსის ზოგიერთი მონაცემი და გამოავლინეს ახალი კანონზომიერებები. მაგ: მარცვლების მოგონება დამოკიდებულია იმაზეც, თუ რა ხერხებს მიმართავს ცდისპირი, დაჯგუფებას, რიტმს, მნიშვნელობის მინიჭებას...


რეკონსტრუქტივიზმის ფუძემდებელმა, ინგლისელმა ფსიქოლოგმა,
ფრედერიკ ბარტლეტმა, გააკრიტიკა ებინგჰაუსის პოზიცია მეხსიერების კვლევაში შინაარსის როლის უარყოფის გამო. თავის ექსპერიმენტებისა და დაკვირვებების საფუძველზე ჩამოაყალიბა თეორია, რომლის მიხედვითაც მოგონების დროს ხდება
აღქმული მოვლენების პიროვნების მიერ გადამუშავება და გადამუშავებული სახით აღდგენა. მოგონება სხვა არაფერია, თუ არა მასალის ხელახალი რეკონსტრუქცია.
image

ასევე ბარტლეტი მიიჩნევდა, რომ ებინგჰაუსის უაზრო მარცვლები არ იყო ეკოლოგიურად ვალიდური, რადგან ოველდღიურ ცხოვრებაში მასთან არ გვაქვს საქმე. გარდა ამისა ბარტლეტმა შემოიტანა სქემის ცნება და მისი როლი მეხსიერებაში.

0
158
შეფასება არ არის
ავტორი:ბარბარე ბუწაშვილი
ბარბარე ბუწაშვილი
158
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0