x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
ყოფილი ავსტრალიელი მოდელი, ორი შვილის დედა თვლის, რომ ისაა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხების მქონე

image 39-წლის ორი შვილის დედა და ყოფილი მოდელი ქეროლაინ არტური, მელბურნის მკვიდრი ქალბატონი აცხადებს, რომ ისაა მსოფლიოში ყველაზე გრძელი ფეხების მქონე. მისი ფეხების სიგრძე თითქმის 132 სანტიმეტრია.
ეს თუ რეალურად ასეა, მაშინ მას შეუძლია თავისუფლად ჩაანაცვლოს რუსი სვეტლანა პანკრატოვა– გინესის რეკორდების წიგნში შეყვანილი ქალი, როგორც სადღეისოდ ყველაზე გრძელი ფეხების მქონე მსოფლიოში.
"ვფიქრობ, მე ვარ ყველაზე გრძელი ფეხების მქონე ავსტრალიაში, ამერიკაში და ვფიქრობ მსოფლიოში"–ასეთი განმარტება გააკეთა ქეროლაინმა. მისი სიმაღლე 188 სანტიმეტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი ფეხები მისი სხეულის 69%–ია.
ახალგაზრდობაში სიგამხდრისა და სიმაღლის გამო მას პრობლემები ექმნებოდა ტანსაცმლის შერჩევისას. მიუხედავად ამისა მას მუდამ "თვალებით ჭამდნენ" მამაკაცები, სადაც არ უნდა გაევლო.
"ჩემი მეგობრები უკვე მიეჩვივნენ იმას რომ ყველა მე მიყურებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მაცვია და მე ეს მომწონს"–განაცხადა ქეროლაინმა.
თუმცა როგორც მან გაამხილა, თინეიჯერობის პერიოდში ჰქონდა კომპლექსები სიმაღლესთან დაკავშირებით.
"მე არ მიმაჩნდა თავი ლამაზად და მიმზიდველად და ეს მთრგუნავდა"–ამბობს დღეს ქეროლაინი.
"15 წლის ასაკში მე გავხდი მოდელი და ამან დამიბრუნა საკუთარი თავის რწმენა, ტანსაცმელს დედამთილი მიკერავს, ხოლო სახლი მეუღლემ ისე მოაწყო ჭერი 3 მეტრი სიმაღლის ყოფილიყო, სამზარეულოს მაგიდაც ჩემს სიმაღლეზეა გათვლილი მეტი კომფორტისათვის, მე და ჩემს ქმარს ქემერონს ორი შვილი გვყავს და ჩვენ ბედნიერად ვცხოვრობთ"–ასე დაამთავრა საუბარი ქეროლაინმა.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimage









4
276
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
276
  
2017, 2 მარტი, 20:51
2,20 მეტრია სტანდარტი
2017, 2 მარტი, 20:18
მათი სტანდარტები ნამდვილად არ ვიცი, ამიტომ გამიკვირდა 3 მეტრი რა გასაკვირიათქო :)
2017, 2 მარტი, 20:15
ავსტრალიელია მაკა, მანდ სხვა სტანდარტებია.
2017, 2 მარტი, 20:03
3 მეტრი ჭერის სიმაღლე რა გასაკვირია, ქმარმა ასე მოაწყოვო... ჩემს სახლს 3,20 აქვს ჭერის სიმაღლე.
0 1 4