x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რომელი ვიტამინი აკლია თქვენს ორგანიზმს?
image

ამა თუ იმ ვიტამინის ნაკლებობა დაუყოვნებლივ აისახება ჩვენს ჯანმრთელობასა თუ გარეგნობაზე. ჩვენი ორგანიზმი სხვადასხვა სიგნალებით გვამცნობს, რომ ესა თუ ის ვიტამინი აკლია, ამიტომ, აუცილებელია ვიცოდეთ თუ რა სიმპტომებით ვლინდება ვიტამინების დეფიციტი, რათა საჭიროების შემთხვევაში ჩვენს ორგანიზმს დროული დახმარება აღმოვუჩინოთ.


1. A ვიტამინის ნაკლებობა
სიმპტომები:

-კანზე ხშირად გაქვთ გამონაყარი, გიშრებათ და გექერცლებათ


-შესამჩნევად დაგიქვეითდათ მადა

-ხშირად ცივდებით

-ხშირად გიჩნდებათ კოჟრები

-ამჩნევთ, რომ ცუდად გამოიყურებით

-ვლინდება მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები


A ვიტამინს ორგანიზმი ცხიმების დახმარებით ითვისებს, ამიტომ თუ ცხიმებზე უარს ამბობთ, ან ძალიან ცოტა რაოდენობით იღებთ, მხოლოდ ბოსტნეულის მირთმევით A ვიტამინის საჭირო რაოდენობას ვერ მიიღებთ.

A ვიტამინს დიდი რაოდენობით შეიცავს:სტაფილო, ისპანახი, ოხრახუში.


2.B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობა

სიმპტომები:

-გაწუხებთ უძილობა

-თმებმა ბრწყინვალება დაკარგეს და ქერტლი გაგიჩნდათ

-გაჩნდა უსიამოვნო სუნი პირიდან

-ხშირად გტკივათ თავი და თავბრუ გეხვევათ

-ტუჩის კუთხეებში ნახეთქები გაგიჩნდათ

-გაწუხებთ ყაბზობა

-მოშვებული ხართ, ჩნდება : დაღლილობა, აპათია, გაღიზიანებადობა, დეპრესია, ძილიანობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა.


B ჯგუფის ვიტამინები დიდ როლს თამაშობენ უჯრედთა მეტაბოლიზმის პროცესში.უზრუნველყოფენ ნერვული სისტემის ოპტიმალურ ფუნქციონირებას, ერთობლივად აგებენ პასუხს ორგანიზმის ენერგეტიკულ ცვლაზე, იმუნური სისტემის ნორმალურ ფუნქციონირებაზე, ზრდის პროცესებსა და უჯრედთა გამრავლებაზე.


B ჯგუფის ვიტამინებს დიდი რაოდენობით შეიცავს:გულღვიძლი, ხორცი, ხახვი, კვერცხი, პარკოსნები, ბროკოლი, ისპანახი.


3.C ვიტამინის ნაკლებობა

სიმპტომები

-მალე იღლებით

-უმნიშვნელო ნაკაწრებიც კი დიდხანს არ გიხორცდებათ

-კანზე ხშირად გრჩებათ ჩალურჯებები

-ვითარდება ღრძილებიდან სისხლდენა

-აღინიშნება სახსრების შეშუპება


თუ მწეველიც ხართ და ალკოჰოლსაც იღებთ, მაშინ თქვენ ნამდვილად გაკლიათ ეს ვიტამინი.ვიტამინი C ძლიერი ანტიოქსიდანტია. იგი არეგულირებს სისხლის შედედებას, აწესრიგებს კაპილარების გამტარობას, მონაწილეობს სისხლწარმოქმნაში, მოქმედებს ანთებისა და ალერგიის წინააღმდეგ, აწესრიგებს სტრესის შედაგად გამოწვეულ პრობლემებს, აძლიერებს რეპარაციულ (აღდგენით) პროცესებს, ზრდის ინფექციების მიმართ მდგრადობას .ვიტამინი C აუმჯობესებს კალციუმისა და რკინის ათვისებას და ორგანიზმიდან გამოჰყავს ტოქსიკური სპილენძი, ტყვია და ვერცხლისწყალი.


C ვიტამინს შეიცავს:ციტრუსები, მწვანე ფოთლოვანი ბოსტნეული, ნესვი, ბროკოლი, ბრიუსელისა და თავხვია კომბოსტო, შავი მოცხარი, ბულგარული წიწაკა, მარწყვი, პომიდორი, ვაშლი, გარგარი, ატამი, ხურმა, ქაცვი, ასკილი.

image

4.D ვიტამინის ნაკლებობა

სიმპტომები

-გაღიზიანება გიპყრობთ

-კბილები გიფუჭდებათ

-სახსრები გტკივათ


მზის სხივები D ვიტამინის ბუნებრივი წყაროა.მისი დეფიციტი კალციუმის ათვისებას აფერხებს.

ხშირად ისეირნეთ მზიან ამინდებში, მიირთვით კვერცხის გული, ზღვის პროდუქტები, ღვიძლი.


5.K ვიტამინის ნაკლებობა

სიმპტომები:

-სისხლდენა ჭრილობებიდან დიდხანს გრძელდება

-აღინიშნება დიაბეტის სიმპტომები


K ვიტამინი აუცილებელია სისხლის ნორმალურად შედედებისთვის.მას ნაწლავური მიკროფლორის ბაქტერიებიც გამოიმუშავებენ.ამიტომ, თუ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობა დაირღვა, შესაძლოა K ვიტამინის დეფიციტიც განვითარდეს. K ვიტამინი მცენარეების მწვანე ნაწილშია, ასევე ყვავილოვან კომბოსტოსა და ისპანახში.


6.U ვიტამინის ნაკლებობა

სიმპტომები:

-ჩვეულ პროდუქტებზე ალერგია გამოგივლინდათ

-გაწუხებთ კუჭის ტკივილი

-გაწუხებთ გულძმარვა


უფრო რომ დავაზუსტოთ, ეს ვიტამინისმსგავსი ნივთიერებაა, რომელიც გვეხმარება თავიდან ავიცილოთ კუჭის და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული. აქვს ტკივილგამაყუჩებელი და აღმდგენი მოქმედება. ასტიმულირებს ანტიჰისტამინების წარმოქმნას, ამცირებს პოლინოზის, ბრონქული ასთმის და ალერგიის განვითარების რისკს.

მიირთვით ჭარხალი, სატაცური, ნიახური.

0
2139
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2139
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0