x
მეტი
  • 22.07.2017
  • სტატია:67816
  • ვიდეო:320425
  • სურათი:420194
ლავრენტი ბერია- ქართული ეკონომიკური სასწაული

imageჩვეულებრივ რიგითი თუ არარიგითი მოქალაქესთვის ლავრენტი ბერიას სახელის გაგონება მაშინვე ასოცირდება ჯალათთან, ინტრიგების დიდოსატატთან და მექალთანესთან.თუმცა არის რაღაცრაღაცეები, რის შესახებაც სდუმს ისტორია, თვით ქართულ ვიკიპედიაშიც კი რატომაღაც ამ საკითხს გვერდი აქვს ავლილი რამდენიმე უცხოური ვიკიპედიისგან განსხვავებით.


ალბათ ბევრს გსმენიათ "იაპონიის ეკონომიკური სასწაული", მაგრამ რამდენს გსმენიათ ტერმინი "ქართული ეკონომიკური სასწაული?"


1931 წლის შემოდგომაზე საქართველოს ცკ პირველი მდივანი გახდა ახალგაზრდა ჩეკისტი ლავრენტი ბერია.მანამდე უკვე კარგად გამობრძმედილი გახლდათ პოლიტიკურ ბრძოლებში.ბოლშევიკების მოსვლის შემდეგ, 23 წლის იყო, როდესაც აზერბაიჯანიდან საქართველოში დაბრუნდა, სათავეში ჩაუდგა საგანგებო კომისიას (ჩეკა).ებრძოდა ბანდიტიზმს.იმ პერიოდში საქართველოში 31 ბანდა დათარეშობდა, წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა 10-მდე შეამცირა.


მაშ ასე, 1931 წლის შემოდგომაზე, მოსკოვმა ბერია დანიშნა საქართველოს ცკ-ს პირველ მდივნად, ხოლო ერთი წლის შემდეგ ამიერკავკასიის სამხარეო კომიტეტის პირველ მდივნად, ფაქტიურად გახდა რეგიონის მმართველი.

image

ბერიას საკმაოდ ღატაკი მემკვიდრეობა ერგო.მრეწველობა როგორც ასეთი არ არსებობდა, როგორც ცნობილია 1927 წლიდან საბჭოთა კავშირში ხორციელდებოდა კოლექტივიზაცია, იმ დროისთვის საქართველოში კომეურნეობაში მეურნეობის მხოლოდ 36%-ის მიერთება მოხერხდა, თუმცა მოშიმშილე მოსახლეობას ამით შეღავათი არ მისცემია.


ბერიამ თამამი ნაბიჯის გადადგმა გადაწყვიტა, შეაჩერა კოლექტივიზაცია, შეეშვა კერძო მეურნეებსაც.სამაგიეროდ კომეურნეობებში შეაჩერა სიმინდის და ხორბლის მოყვანა, რომელსაც ხეირი არაფერი მოჰქონდა და გააშენა ჩაი, ციტრუსები, თამბაქო და ყურძენი.აი აქ უკვე მსხვილმა სოფლის მეურნეობის საწარმოებმა გაამართლა 100%-ით.

კოლმეურნობები ისე სწრაფად გამდიდრდნენ, რომ გლეხები თვითონ, საკუთარი ნებით ერთიანდებოდნენ მასში.ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო ისიც, რომ დაწესდა შესყიდვის მაღალი ფასები


მაგალითისთვის: 1930 წლისთვის მანდარინის პლანტაციები ათასხუთას ჰექტარს მოიცავდა, ხოლო 1940 წლისთვის 20 000-ს, ამასთანავე თითო ხიდან მოსავალმა 20-ჯერ მოიმატა.(ბერიას არც შავბნელი საქმეები ავიწყდებოდა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ ამავე პერიოდში მოწამლა ნესტორ ლაკობა, აფხაზი სახელმწიფო მოღვაწე, რომელსაც აფხაზეთის საქართველოდან გამოყოფა და რუსეთთან შეერთება სურდა, ყოველ შემთხვევაში ლაკობამ ბერია დაასახელა მკვლელად)


მრეწველობაც ძალზე ეფექტურად ვითარდებოდა.პირველ ხუთწლედში შიდა შემოსავალის მოცულობა საქართველოში 6-ჯერ გაიზარდა, მეორე ხუთწლედში 5-ჯერ.


აქვე პირველად საქართველო იქცა საკავშირო მნიშვნელობის კურორტად.რაც შეეხება განათლების სფეროს, 1938 წლისთვის საქართველოს ამ მხრივ საბჭოთა კავშირში მეწინავე პოზიცია ეკავა და ათას მოსახლეზე სტუდენტების რაოდენობით გადაუწრო ინგლისს და გერმანიას.

image

ფოტოზე:ЗИС-5(АМО-4)-ღია საკურორტო ავტობუსი, რომელიც ძირითადად
ყირიმის და კავკასიის სანტორიუმებისა და სამკურნალო-გამაჯანსაღებელი
ცენტრებს ემსახურებოდა.1932- წლიდან მისი აწყობა ხდებოდა თბილისში,
ქარხანა Закавтопромторг-ში.




1938 წელს ბერია მოსკოვში გადაიყვანა სტალინმა, იგი სსრკ შინაგან საქმეთა სახალხო კომისარიატის პირველ მოადგილედ დაინიშნა.


1940 წლისთვის 1913 წელთან შედარებით საქართველოში მრეწველობა გაიზარდა 10-ჯერ, ხოლო სოფლის მეურნეობა 2, 5-ჯერ, პრინციპიალურად შეცვლილი სოფლის მეურნეობის სტუქტურით.


ბერიამ დატოვა გაძლიერებული საქართველო და ამასთანავე განახორციელა დაუნდობელი რეპრესიები გამოჩენილი სახელმწიფო, პარტიული მოღვაწეების თუ ინტელიგენციის წინააღმდეგ.ამ პერიოდში დაიხვრიტა მიხეილ ჯავახიშვილი, დიმიტრი შევარდნაძე, ევგენი მიქელაძე, ტიციან ტაბიძე და მრავალი მრავალი სხვა.



1
813
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
813
  
14 მარტი, 10:01
ლავრენტი ბერია საბჭოთა პროპაგანდამ მონსტრის სახით გაგვაცნო.ეს კაცი საქართველოს ამყვავებელია,უდიდესი პატრიოტი,მან ჩაასახლა მარნეულ-ბოლნისი-ლაგოდეხში და აფხაზეთში ქართველები და შეუქმნა საუკეთესო პირობები,გააშენა და გაალამაზა თბილისი,ჩამოასახლა დასავლეთ საქართველოდან ახალგაზრდები,თორემ მაშინ აქ სომხური მოსახლეობა სჭარბობდა ქართულს....კიდევ ბევრი რამ გამოჩნდება.დღეს რამდენი ქართველია დასახვრეტი?
0 1 1