x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134512
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
რატომ ავღნიშნავთ დედის დღეს 3 მარტს? ეს ბევრმა არ იცოდით
დედის დღე ჩემს და ალბათ ბევრი თქვენგანის მეხსიერებას უხსოვარი დროიდან ახსოვს. დღე, რომელიც გაზაფხულის დადგომის მესამე დღეს, 3 მარტს აღინიშნება და გაღვიძებული ბუნებით სომბოლურად ვულოცავთ ამ ქვეყნად ყველაზე საყვარელ ადამიანს– დედას ყოჩივარდების, იებისა და ენძელების თაიგულით. დედისადმი მადლიერების გამოხატვის მოტივით ამ ტრადიციის არსებობა, რომელიც ყოველ წელს აღინიშნება საქართველოში, საფუძველს უდებს ოჯახებსა და კაცებს ამ ღირებული და ღირსეული პიროვნების– "დედის ხსოვნას". უნდა გვახსოვდეს ვინ არის დედა, რომელმაც უანგაროდ გააკეთა ბვერი რამ ჩვენთვის და პატივისცემას თუნდაც ამ სახით ნამდვილად იმსახურებს, რადგან როგორც მზე აგზავნის მზის სხივებს დედამიწაზე გასათბობად, ისე ათბობს თითოეულ შვილს დედის სიყვარული.


image


რატომ ავღნიშნავთ დედის დღეს მაინცდამაინც 3 მარტს და არა სხვა ნებისმიერ დღეს? დედის დღე პირველად 1991 წლის 3 მარტს აღნიშნულა საქართველოს ექს–პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ინიციატივით, რომელიც საქართველოს უზენაესი საბჭოს მიერ იქნა დაკანონებული და ტრადიცია დღემდე ძალაშია, რომელსაც უკვე 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე ანაცვლებს.


არსებული ინფორმაციების თანახმად დედის დღეს რუსეთში აღნიშნავენ ნოემბრის თვის ბოლო კვირა დღეს, დასავლეთის უმეტეს ქვეყნებში კი მაისის თვის მეორე კვირა დღეს.




P.S. ყველა დედას გილოცავთ დედის დღეს, მუდამ გეხაროთ თქვენი შვილების ჯანმრთელობითა და წარმატებით.

3
3472
19-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
3472
  
2017, 2 მარტი, 12:52
არცაა საჭირო...მე თუ მკითხავ..თუმცა როგორც ვიცი არის ზოგიერთ ქვეყანაში მამის დღე......
2017, 2 მარტი, 12:41
:))))) მადლობა :)))) სხვათაშორის მე სულ ვაპროტესტებ კაცების დღე რომ არ არის და ყველაფერს 23 თებერვალს რომ უკავშირებენ.
2017, 2 მარტი, 12:15
ზვიად გამსახურდიას უნდოდა ჩაენაცვლებინა 8 მარტი,რომელსაც ძირითადად სოციალისტური ქვეყნები აღნიშნავდნენ და იგი კომუნისტების დღესასწაულად მიაჩნდა,თუმცა მანამდე გაერომ 1977 წელს ოფიციალურად დაადგინა 8 მარტი ქალთა უფლებების დაცვის დღედ..ასე რომ დღეს საქართველოში მივიღეთ ორი ქალთა დღე ...თუმცა დაე 365 დღე თქვენი იყოს))))
0 1 3