x
image
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
წარსულის 5 გენიალური გამოგონება, რომლის საიდუმლო დღემდე ამოუხსნელია

XXI ს–ში იმის განცდა გვაქვს, რომ უფრო განვითარებულნი ვართ, ვიდრე წინა საუკუნეში მცხოვრები ადამიანები. თუმცა, ასეთი ქედმაღლობის მიზეზი ნამდვილად არ არსებობს. უახლესი ტექნოლოგიების არ არსებობის მიუხედავად, წარსულში არაერთი ისეთი ნივთი იყო გამოგონილი, რომელიც ჩვენი წარმოდგენის ჩარჩოებს სცილდება და ბევრი მათგანის აღდგენა მეცნიერებს, არაერთი მცდელობის მიუხედავად, დთესაც არ შეუძლიათ.


«ბერძნული ცეცხლი»


image «ბერძნული ცეცხლი»


«ბერძნულ ცეცხლს» ნივთიერებას ეძახიან, რომელსაც ბიზანტიელები VII საუკუნიდან საზღვაო ბრძოლებში იყენებდნენ. ისტორიულ ქრონიკებში შემონახულია ამ ნივთიერების მოქმედების აღწერილობა, რომლის თანახმად, «ბერძნული ცეცხლი» მოწინააღმდეგის გემებისთვის ყველაზე საშიში იარაღი იყო. ის 673 წელს ინჟინერმა და არქიტექტორმა კალინიკმა გამოიგონა: მოწყობილობა გარეგნულად სპილენძის მილს ჰგავდა, რომლიდანაც ცეცხლოვანი ნივთიერება იფრქვეოდა. იარაღის მოქმედების მანძილი 25-30 მეტრს შეადგენდა და მისი ჩაქრობა შეუძლებელი იყო – ის წყლის ზედაპირზეც კი იწოდა. უკანასკნელად, იარაღი 1453 წ. გამოიყენეს. ხოლო, როდესაც დენთის იარაღის მასობრივი წარმოება დაიწყო, «ბერძნულმა ცეცხლმა» აქტუალობა დაკარგა, რეცეპტი კი დაიკარგა.



მითრიდატე


imageმითრიდატე


ძველ დროში მითრიდატე უნივერსალურ შხამსაწინააღმდეგო საშუალებად ითვლებოდა. მისის სახელი პართიის მეფეს მითრიდატე IV უკავშირდება, რომელიც ფიქრობდა, რომ საკუთარი დედა, მას საწამლავის მცირე ულუფებით, ყოველდღიურად წამლავდა... და მან შხამსაწინააღმდეგო წამალი შექმნა, რომელშიც 65 ინგრედიენტი შედიოდა. ამ ანტიდოტის წყალობით, მეფე სიკვდილს არაერთხელ გადაურჩა. შუა საუკუნეებში კი, მას შავი ჭირის სამკურნალოდ იყენებდნენ.




დრეკადი მინა


imageმინის თასი


რომაული ლეგენდის მიხედვით, ოდესღაც ნივთიერება არსებობდა, რომელსაც თხევად მინას უწოდებდნენ. გარდა ამისა, პლინიუს უმცროსი და დიონ კოქცეიანუსიც ახსენებდნენ მინების ხელოსანს, რომელიც საოცარ ნივთებს ქმნიდა. საქმე იქამდეც კი მივიდა, რომ ის ტიბერიუსი სასამართლოზეც კი მოხვდა. იმპერატორმა მინის თასი აიღო და იატაკზე დაანარცხა. თასი გაიღუნა, მაგრამ არ გატყდა. ხოლო, ხელოსანმა დეფექტი, პატარა ჩაქუჩით, იქვე გამოასწორა. ტიბერიუსმა კი, იმის შიშით, რომ ახალ ნედლეულს ვერცხლის და ოქროს გაუფასირება არ გამოეწვია – ხელოსანი სიკვდილით დასაჯა.



დამასკური ფოლადი


image

ნახატი დამასკურ ფოლადზე


ლეგენდის თანახმა, დამასკური ფოლადის ხმლების და ხანჯლების პირები იმდენად მჭრელი იყო, რომ მასზე დაცემული თმის ღერი თავისით იჭრებოდა, ის მარტივად აპობდა მეომრის რკინის აბჯარსაც. თავისი სახელი მან სირიის დედაქალაქის სახელის მიხედვით მიიღო. თუმცა ცნობილია, რომ დამასკოში იარაღს არ ამზადებდნენ. ამიტომ, შესაძლოა, სახელი ქალაქში მდებარე დიდ ბაზრობას უკავშირდებოდეს, რომელშიც საბრძოლო იარაღის ყიდვა შეიძლებოდა. XVIII საუკუნისთვის, დამასკური ფოლადის საიდუმლო დაიკარგა და მასთან ერთად ფოლადზე გამოსახულების დატანის უნიკალური ტექნიკაც გაქრა.



სტრადივარის ვიოლინო


imageანტონიო სტრადივარი


იმის დასადგენად, თუ რა იყო დიდი მაესტროს საიდუმლო, უამრავი ექსპერიმენტი ჩატარდა: სადღაც უფრო სქელი, სადღაც უფრო თხელი – მხოლოდ მილიმეტრის მეათედი და უკვე სხვა ხმა, სხვა ჟღერადობა... თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით, დღეს უკვე ყველაფრის კოპირება შეიძლება. მაგრამ, აიძულო ვიოლინო ისე «იმღეროს», როგორც ამას ანტონიო სტრადივარი აკეთებდა, შეუძლებელია.

გადმოცემის თანახმად, იმ დროს, ყველა ვინც სიმებიანი საკრავების შექმნაზე მუშაობდა, ლაქს, რომლითაც საკრავი იფარებოდა, თავად ამზადებდა. ამიტომ, ფიქრობდნენ, რომ ვიოლინოს განსაკუთრებული ჟღერადობის მიზეზი ლაქი იყო და საუკუნის დასაწყისში, ამ საიდუმლოსაც აეხადა ფარდ:

2001 წელს ტეხასის უნივერსიტეტის ბიოქიმიკოსმა ჯოზეფ ნიგივარმა განაცხადა, რომ მან სტრადივარის ლაკის შემადგენლობა გაშიფრა. მისი თქმით, კრემონელი ხელოსნები ლაქს ხის ფისისგან ამზადებდნენ, რომელიც ტიროლის ტყეში იზრდებოდა და იმისთვის, რომ საკრავი ლაფნიჭამიებისგან დაეცვათ, ლაქში ბორაკს უმატებდა. ამ ნივთიერებით, თითქოს ხის მოლეკულები იჟღინთებოდა და ვიოლინო სულ სხვა ჟღერადობას იღებდა. მაგრამ, ამ აღმოჩენასთან დაკავშირებით უნდა ითქვას, რომ ერთმა რესტავრატორმა ძალიან გაბედული ნაბიჯი გადადგა — სტრადივარის ერთ-ერთ ვიოლონოს ლაქი საერთოდ გააცალა. შედეგად, მისი ხმა და ჟღერადობა საერთოდ არ შეცვლია...

სტრადივარის მიერ შექმნილი ვიოლინოებს ხმა იმდენად უჩვეულოდ ჟღერდა, რომ უამრავი ჭორის გაჩენის მიზეზი გახდა: ამბობდნენ, რომ მან სული ეშმაკს მიჰყიდა! რადგან ადამიანს, თუნდაც თავისი საქმის ნამდვილ დიდოსტატს, არ შეუძლია ხის ნაჭერს ანგელოზების სიმღერის მსგავსი ხმების გამოცემა აიძულოს. ზოგიერთი კი იმასაც ამტკიცებდა, რომ მისი ყველაზე ცნობილი ვიოლინოები ნოეს კიდობანის ნამტვრევებით იყო გაკეთებული. გაგრძელება >>>

imageimageimageimageimageimageimage




0
1117
3-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1117
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0