x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134529
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
რაში გამოვიყენოთ ჭურჭლის სარეცხი სითხე?
image

რათქმაუნდა, ჭურჭლის დასარეცხად!-იტყვით თქვენ.ეს ხომ ისედაც ცხადია, მაგრამ ეს სითხე კიდევ ბევრი საყოფაცხოვრებო პრობლემის მოგვარებაში შეიძლება დაგვეხმაროს.დაინტერესდით?



თუ კაფელ-მეტლახის ან ლინოლეუმის მოსაწმენდი სპეციალური საშუალებები არ გაქვთ, გახსენით 1 სათლ თბილ წყალში 2ს.კ. ჭურჭლის სარეცხი სითხე და ჯადოსნური ხსნარიც მზადაა. არ გამოიყენოთ ლამინატის ან პარკეტის იატაკის მოსაწმენდად.



სავარცხელი მალე ისვრება თავის კანიდან გამოყოფილი ცხიმით, იკრავს ჭუჭყს. გაწმინდეთ სავარცხლები და ჯაგრისები ჭურჭლის სარეცხი სითხით და გარეცხეთ ცხელ წყალში.




სარეცხის ხელით რეცხვისას, შეგიძლიათ ჭურჭლის სარეცხი სითხე იხმაროთ.შედეგი?ნამდვილად არ ჩამოუვარდება ფხვნილით გარეცხილს.



თუ ხალიჩა დაგილაქავდათ, 2 ჭიქა თბილ წყალში გახსენით 1 ს.კ. ჭურჭლის სარეცხი სითხე.მიღებულ ხსნარში დაასველეთ სუფთა ნაჭერი და დაამუშავეთ დასვრილი ადგილი.გაამშრალეთ სუფთა ქსოვილით, ქაღალდის ხელსაწმენდებს ნუ გამოიყენებთ.



ცხიმის შხეფები სამზარეულოს ავეჯზე ყველასთვის ნაცნობი პრობლემაა.გააკეთეთ წყლის და ჭურჭლის სარეცხი სითხის ნაზავი, ჩაასხით პულვერიზატორში და შეაფრქვიეთ დასვრილ ზედაპირს, შემდეგ კი უბრალოდ გაწმინდეთ სუფთა ნაჭრით.



თუ ეზოში, აივანზე ან სადმე სხვაგან ცემენტის იატაკი ცხიმით დალაქავდა, ჯერ კარგად ამოაშრეთ ლაქა ქაღალდის ხელსახოცით, შემდეგ დააყარეთ სოდა, მოასხით ჭურჭლის სარეცხი სითხე და გახეხეთ ჯაგრისით.



თუ საყვარელი პერანგი დაგილაქავდათ, გაწმინდეთ ჭურჭლის სარეცხი სითხით და გაავლეთ თბილ წყალში.

0
315
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
315
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0