x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134405
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508494
ნაადრევი ქორწინება ა.ბანდურას სოციალური დასწავლის თეორიის ჭრილში
image ადამიანები არ ვიბადებით და ვვითარდებით ვაკუუმში, პირიქით ჩვენ ვცხოვრობთ მრავალფეროვან სამყაროში, რომლის სოციალური,

კულტურული და ეკონომიკური ფაქ-ტორები დიდ გავლენას ახდენს ჩვენ

მიერ ათვისებულ და გამოვლენილ ქცევის პატერნებზე. ადამიანები

ცდილობენ იპოვონ მათი “ცხოვრების მეგზური“ და შექმნან ოჯახი. ქორწინება და ოჯახის შექმნა ძალიან


საპასუხისმგებლო საკითხია, რომელიც

წინასწარ დაგეგმვას, გააზრებას და

შინაგან მზადყოფნას მოითხოვს, ეს ყოველივე დამოკიდებულია როგორც

ფიზიოლოგიურ, ისე სოციალურ და ფსიქოლოგიურ მომწიფებაზე. ზოგადად

ფსიქოლოგიური, თვალსაზრისით ოჯახის შესაქმნელად ყველაზე კარგი პერიოდი 25-35 წელია. თუმცა ზოგჯერ თავს იჩენს ისეთი არასასურველი მოვლენა, როგორიცაა

ნაადრევი ქორწინება, რომლის დროსაც ადგილი აქვს არასრულწლოვანთა

ქორწინებას.

საყოველთაოდ მიღებული განმარტების მიხედვით, ტერმინი “ადრეული ქორწინება“ აღწერს ორ ადამიანს შორის იურიდიული ქორწინების ან

ჩვეულებრივი კავშირის შემთხვევებს, როცა ერთი ან ორივე მეუღლის ასაკი თვრამეტ წელზე ნაკლებია.

ადრეული ქორწინების პრობლემა საკმაოდ აქტუალურია საქართველოშიც. მისი

გამომწვევი მიზეზი საკმაოდ მრავალფეროვანია და რთულია ერთი კონკრეტული

ფაქტორის გამოყოფა.


აღნიშნული საკითხი მინდა განვიხილო სოციალური დასწავლის თეორიის ჭრილში,

რომელიც ფსიქოლოგმა ალბერტ ბანდურამ შემოგვთავაზა. სოციალური დასწავლის

თეორიის მიხედვით ადამიანი სწავლობს, იძენს ცოდნას სოციალურ კონტექსტში,

ადამიანის მიერ მოვლენათა დაკვირვებების საფუძველზე. ინდივიდის მიერ გამოვლენილი ქცევის შინაარსს გარკვეული ნიმუში, ანუ მოდელი განსაზღვრავს.

ინდივიდი აკვირდება სხვების ქცევას და შემდეგ მიბაძვის მექანიზმის გამოყენებით იმეორებს მას.

მოზარდობის ასაკში ბევრი ცვლილება ხდება იცვლება პრიორიტეტები, ისინი ცდილობენ გაარკვიონ ვინ არიან და რა უნდათ, ამ ასაკში ავტორიტეტს კარგავს ოჯახი

და დიდი მნიშვნელობა ენიჭება თანატოლებს, მათ ინტერესებს, მისწრაფებებს. შეიძლებავთქვათ, რომ მოზარდისთვის მოდელი და მისაბაძი ადამიანი თავისივე თანატოლი

ხდება. იმ შემთხვევაში თუ ეს თანატოლი ადრეულ ქორწინებაში მყოფია და საკუთარ

დანიშნულებად ოჯახის შექმნა მიაჩნია, შესაძლოა თავი იჩინოს მიმბაძველობამ, რაც

განაპირობებს ადრეული ქორწინების მასობრივ პრობლემას.

ადრეული ქორწინება საფრთხეს უქმნის არა მხოლოდ მოზარდის ფიზიკურ და ფსიქიკურ ჯანმრთელობას, არამედ მის მომავალს, კარიერულ წინსვლასა და კეთილდღეობას. ა.ბანდურას თეორია ადრეული ქორწინების პრობლემის

გამომწვევ ერთ-ერთ ფაქტორს გვიჩვენებს, რომლის მიხედვითაც თუ შემცირდება

ადრეული ქორწინების ე.წ. მოდელები - შემცირდება მიმბაძველთა რიცხვიც, ეს კი საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას და დიდ ძალისხმევას საჭიროებს.

0
56
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ლიპარტელიანი
სალომე ლიპარტელიანი
56
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0