x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
თვითშეფასება და ქცევა
image თვითშეფასება წარმოადგენს საკუთარი ღირებულების ან მნიშვნელობის ზოგად შეფასებას. ჩვეულებრივ მას განიხილავენ, როგორც მე- კონცეფციის ანუ საკუთარი თავისადმი ატიტუდის აფექტურ ნაწილს, მის შეფასებით კონპონენტს. თვითშეფასება მოზრდილი ადამიანის სტაბილური თვისებაა, რომელიც ნაკლებად ექვემდებარება ცვლილებებს. შეიძლება ითქვას, რომ თვითშეფასება არის თვითშემეცნების კონპონენტი, რომელიც მოიცავს საკუთარი ფიზიკური, პიროვნული, ინტელექტუალური მახასიათებლების, მორალური თვისებების და ქცევის შეფასებას. თვითშეფასება მიუთითებს იმაზე, თუ რამდენად თვლის ადამიანი საკუთარ თავს- მნიშვნელოვან, ნიჭიერ, წარმატებულ და ღირსეულ პიროვნებად. თვითშეფასებაზეა დამოკიდებული ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, სოციალური ადაპტაცია, სწავლა და პროფესიის არჩევა. მისი ჩამოყალიბება ხდება ბავშვის აქტიობის და პიროვნებათშორისი ურთიერთობის პროცესში. თვითშეფასება შეიძლება იყოს ადეკვატური, დაბალი ან მაღალი. ის თუ როგორი თვითშეფასება აქვს ადამიანს გავლენას ადენს იმ ქცევის პატერნებზე, რომლებსაც ირჩევს ის.

ადეკვატური თვითშეფასების მქონე ადამიანები არიან საკუთარ ძალებში დარწმუნებულები, თვითკრიტიკულები. აქვთ მაღალი საზოგადოებრივი და პიროვნული სტატუსი, ფართო შემეცნებითი ინტერესები, მაღალი აკადემიური მოსწრება. მაღალი თვითშეფასების ადამიანებს ხშირად აქვთ შეზღუდული შემეცნებითი ინტერესები და ძირითადად მიმართული არიან ღარიბი შინაარსის მქონე ურთიერთობებზე. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები კი მიდერეკილი არიან დეპრესიისაკენ.

თვითშეფასების მახასიათებლები თავს იჩენს ინდივდის ქცევაში. დაბალი თვითშეფასების დროს, ინდივიდი მიისწრაფის მარტივი ამოცანების გადაწყვეტისკენ, რაც აფერხებს მის განვითარებას. მაღალი თვითშეფასების დროს პიროვნება გადააფასებს თავის შესაძლებლობებს და ცდილობს იმ ამოცანის გადაჭრას, რაც მის ძალებს აღემატება.

კვლევების მიხედვით მაღალი თვითშეფასების მქონე ადამიანებს აქვთ კარგად ჩამოყალიბებული წარმოდენა საკუთარი პიროვნული მახასიათებლების შესახებ. მათი შეხედულება საკუთარ თავზე არა მარტო მკაფიო, არამედ კონსისტენტური და სტაბილურია. ისინი დადებითად აფასებენ საკუთარ თავს, სახავენ ადეკვატურ მიზნებს და წარმატებით უმკლავდებიან სირთულეებს. ამის საპირისპიროდ დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანების მე-კონცეფცია ნაკლებად გამოკვეთილია, მათი ფიქრები საკუთარ თავზე უფრო უარყოფითი ხასიათისაა. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები ხშირად არაადეკვატურ მიზნებს ისახავენ, პესიმისტურად არიან განწყობილი მომავლის მიმართ, უფრო უარყოფითად რეაგირებენ კრიტიკაზე და უფრო მეტად ექვემდებარებიან სხვის ზეგავლენას.


აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ თვითეშფასება დიდ როლს თამაშობს ადამიანის ქცევაზე, მიღწევებზე, წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე .

0
41
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ლიპარტელიანი
სალომე ლიპარტელიანი
41
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0