x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134380
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ბულინგი
ბულინგი დევიაციური ქცევის ერთ-

image ერთი გამოვლინებაა. ის ძირითადად ხასიათდება აგრესიული ქცევით და შემდეგი ნიშნებით: 1) მიზანია დისტრესის და ზიანის გამოწვევა;

2) გულისხმობს ძალაუფლების დისბალანს მოძალადესა და მსხვერპლს შორის;3) აქვს განმეორებითი ხასიათი. ბულინგი ვლინდება სხვადასხვა სახით. ეს შეიძლება იყოს ფიზიკური

ბულინგი, მუქარა ან ზედმეტსახელების შერქმევა,


სექსუალური შევიწროება, ბულინგი რასის, ეთნიკურობის, რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის გამო, კიბერ ბულინგი და ა.შ.

მიუხედავად იმისა, რომ ბულინგი ბავშვთა აგრესიის ერთ-ერთი ფორმაა, ის მაინც დანსხვავდება სხვა ფორმებისაგან.

კვლევებმა აჩვენა, რომ ბულინგი დამახასიათებელია აშშ-ს არასრულწლოვანთა დიდი ნაწილისთვის მიუხედავად სოციო-ეკონომიკური სტატუსისა. არსებობს გენდერული განსხვავება ბულინგის იმ სახეებს შორის, რომლებსაც გამოსცდიან ბავშვები. ბიჭები არიან ძირითადად, ფიზიკური ბუ-ლინგის მსხვერპლი, გოგონები კი, ჭორებისა და სექსუალური ხასიათის კომენტარებისა. ასევე, გოგონები აღნიშნავენ, რომ არიან მსხვერპლი ორივ სქესის მხრიდან, როდესაც

ბიჭები მხოლოდ თავისივე სქესის მხრიდან განიცდიან ბულინგს.

აღმოჩნდა, რომ ბულინგი დაკავშირებულია მსხვერპლის ნეგატიურ ფსიქო-სოციალურ ფუნქციონირებასთან, რომელიც გულისხმობს დაბალ თვითშეფასებას, დეპ-რესიულობას, შფოთვას, მარტოობას, სუიციდისადმი მიდრეკილებას, სკოლის გაცდენას.

ბავშვები შეზღუდული შესაძლებლობებით და სექსუალური უმცირესობების წარმომად-გენლები ან ისინი, ვინც ასეთებად აღიქმებიან ყველაზე ხშირად იმყოფებიან ბულინგის რისკის ქვეშ. მჩაგვრელი ბავშვები თანატოლებთან შედარებით მეტად უჭერენ მხარს

აგრესიას და მეტად არიან მიდრეკილი წააქეზონ თანატოლები ბულინგისკენ.

კვლევების შედეგად დადგინდა, რომ ბულინგის გამომწვევი რაიმე ცალკეული მიზეზი არ არსებობს. მასზე გავლენას ახდენს როგორც ინდივიდუალური, ასევე ოჯახის,

თანატოლების, საზოგადოებრივი ფაქტორები, ბულინგი დაკავშირებულია სხვა ისეთ

პრობლემურ ქცევებთან, როგორიცაა ვანდალიზმი, ჩხუბი, ალკოჰოლის მოხმარება,

მოწევა, სკოლის მიტოვება, იარაღის შენახვა/ტარება და ა.შ.

0
76
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ლიპარტელიანი
სალომე ლიპარტელიანი
76
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0