x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
მონიკა ბელუჩი: "რას გავაკეთებ როცა დავბერდები?!.... არ ჩავიხედები სარკეში-შევხედავ ჩემს შვილებს!"
შეუდარებელ მონიკა ბელუჩი ვარსკვლავთა იმ იშვიათ რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც ამაყობს თავისი ბუნებრივი სილამაზით... მას არც ერთი პლასტიკური ოპერაცია არ აქვს გაკეთებული! მის გარეგნობას განსაკუთრებულს ხდის არისტოკრატული და კლასიკური სილამაზის ნაზავი, სხეულის ქალური, ულამაზესი ფორმები...მონიკა ინტერვიუებში აღნიშნავს, რომ სილამაზეს მხოლოდ ბუნებრივი ვიტამინებით, თავის მოვლითა და სწორი კვებით ინარჩუნებს.


მონიკას მოსაზრებები სილამაზისა და სიბერის შესახებ :

"სილამაზე — უდიდესი შანსია, რომლისთვისაც მხოლოდ მადლობელნი უნდა ვიყოთ. თანაც ის გაივლის, უბრალოდ უნდა მოვიცადოთ. როგორც ერთმა ჭკვიანმა თქვა, სილამაზის მოქმედება მხოლოდ სამი წუთი გრძელდება, შემდეგ კი უბრალოდ უნდა შეინარჩუნო ყურადღება."


"რას გავაკეთებ, როცა დავბერდები და ჩემი გამოსახულება სარკეში აღარ გამაბედნიერებს? იმას, რასაც დედაჩემი აკეთებდა. არ ჩავიხედები სარკეში – შევხედავ ჩემს შვილებს."



"ბევრს ეშინია ასაკის მატებასთან ერთად სილამაზის დაკარგვის, მაგრამ ვცდილობ არ ვიდარდო ამ საკითხზე.“


"არასოდეს დავწვები ქირურგის დანის ქვეშ, ყველაფერი თავისი გზით უნდა მიდიოდეს. 40 წლის ქალს რომ სურს 20 წლის გოგოსავით გამოიყურებოდეს – ეს უბრალოდ სასაცილოა“.


„სილამაზე ქალებისთვის პრობლემას ორ შემთხვევაში წარმოადგენს: როდესაც ის არ გაქვს და როდესაც მის გარდა არაფერი გაქვს“.


მონიკას ახალგაზრდობის ფოტოები:


image

image

imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage




imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage


image

მონიკა ახლა !


imageimageimage





























0
193
2-ს მოსწონს
ავტორი:strawberry field
strawberry field
193
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0