x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134039
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
პროსოციალური ქცევა მოზარდებში
image

პროსოციალური ქცევა გულისხმობს ისეთ აქტიობას, რომელსაც მოაქვს სარგებელი, ეხმარება და ხელს უწყობს სხვა ადამიანებს. არსებობს მაღალი კორელაცია მორალურ მსჯელობასა და პროსოციალურ ქცევას შორის, თუმცა არა აფსოლუტური. შეიძლება მოზარდმა მიიღოს სწორი ზნეობრივი გადაწყვეტილება, მაგრამ არ შეასრულოს ის სიზარმაცის, შიშის ან პირადი ინტერესის გამო. მორალური გადაწყვეტილების მიღება აუცილებელია, მაგრამ არასაკმარისი, პროსოციალური ქცევის განხორციელებისათვის. მეორე მხრივ მოზარდის პროსოციალურ ქცევას შეიძლება ჰქონდეს ეგოისტური მოტივი. მაგალითად, მოზარდი შეიძლება დაეხმაროს მეგობარს მათემატიკის დავალების შესრულებაში, მხოლოდ იმიტომ, რომ შემდეგ ის დაეხმაროს ქიმიის მომზადებაში.

მოზარდის პროსოციალური და მორალური ქცევის ჩამოყალიბებაზე გავლენას ახდენს:

სქესობრივი მომწიფება - მოზარდობის პერიოდში ადგილი აქვს სქესობრივ მომწიფებას, რაც იწვევს სქესობრივ აგზნებას და რომანტიულ სიყვარულს. ორივე მოვლენამ შეიძლება ხელი შეუწყოს როგორც პროსოციალურ, ასევე ანტისოციალურ ქცევას.


მორალური მსჯელობა- რაც უფრო განვითარებული აქვს მოზარდს მორალური მსჯელობა, მით მეტია ალბათობა იმისა, რომ მიიღებს მირალურ გადაწყვეტილებას.

ემპათია - რაც უფრო მეტად აქვს მოზარდს ემპათიის განცდა, მით უფრო მეტად განახორციელებს ის პროსოციალურ ქცევას.

პიროვნება - აგრესიული მოზარდები, უფრო მეტად არიან მიდრეკილი ანტისოციალური ქცევებისაკენ.

ოჯახი - მშობლები, რომლებიც მხარს უჭერენ მოზარდს, ხელს უწყობენ მორალურ განვითარებას.

თანატოლები - თანატოლებმა შეიძლება ხელი შეუწყონ როგორც პროსციალურ, ისე ანტისოციალურ ქცევას.

სკოლა - სკოლის “ კლიმატი“ ხელს უწყობს პროსოციალური ქცევის განვითარებას.

კულტურა - მოზარდებზე გავლენას ახდენს მისი ქვეყნის კულტურისთვის დამახასიათებელი ნორმები და ღირებულებები.

იმისათვის, რომ მოზარდებს შევუქმნათ პროსოციალური ქცევის განხორციელების სტიმული საჭიროა ვაჩვენოთ სითბო და სიყვარული, რაციონალურად ავუხსნათ ქცევის წესები, მივცეთ საშუალება დამოუკიდებლად მიიღონ გადაწყვეტილება და რაც ყველაზე მთავარია ვაჩვენოთ მორალური ქცევის მაგალითები.



0
49
შეფასება არ არის
ავტორი:სალომე ლიპარტელიანი
სალომე ლიპარტელიანი
49
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0