x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი ქალის ჯდომის მანერამ ოვალურ დარბაზში ინტერნეტი "ააფეთქა"

image ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის მრჩეველი ქალბატონი კელლიენნ კონუეი მოულოდნელად გახდა ინტერნეტის "ვარსკვლავი" და ინტერნეტის მომხმარებლების დაინტერესების ობიექტი მას შემდეგ რაც პრეზიდენტის კაბინეტში ჯდომის უცნაური პოზა აირჩია.
კრიტიკოსებმაც არ დაახანეს და კრიტიკის ქარცეცხლში გაატარეს პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველი. პრეზიდენტის მრჩეველი მაღალქუსლიანი ფეხსაცმლით ავიდა დივანზე და საკუთარ მოკეცილ ფეხებზე დაჯდა.
სურათი გადაღებულ იქნა ამერიკის პრეზიდენტის დონალდ ტამპის აფროამერიკელ სტუდენტებთან და აფროამერიკელ სათვისტომოსთან შეხვედრისას ოვალურ კაბინეტში-იტყობინება პორტალი "Mashable".
კონუეი ფეხსაცმლებით აძვრა დივანზე, რათა რამდენიმე ჯგუფური სურათი გადაეღო საკუთარი სმარტფონით.
ბევრმა ინტერნეტ მომხმარებელმა ჩათვალა, რომ ქალბატონი მრჩევლის პოზა სრულიად მისაღებად და ამავე დროს მოხერხებულად სურათის გადასაღებად.
თუმცა ბევრმა მომხმარებელმა ჩათვალა, რომ პრეზიდენტ ტრამპის მრჩეველმა ქალბატონმა გამოიჩინა უპატივცემულობა პრეზიდენტის და ოვალურ კაბინეტში მყოფი საზოგადოების მიმართ. მათი აზრით ამ რანგის მქონე ქალბატონისათვის მიუღებელი უნდა ყოფილიყო ამ პოზაში ჯდომა ოფიციალური მიღების დროს.
ინტერნეტ მომხმარებლების ნაწილი თეთრ სახლს ხუმრობით სთავაზობს შეიძინონ ანტივანდალური პლასტიკური გადასაფარებელი ოვალურ დარბაზში არსებული დივან-სავარძლების დასაცავად ქალბატონი კონუეის ფეხსაცმლის წვეტიანი ქუსლებისაგან.
imageimageimage


0
127
10-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
127
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0