x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"Ми-28Н" (ღამის მონადირე) თანამედროვე რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი, რომლის ეკიპაჟს აქვს საშუალება დაზიანებული ვერტმფრენიდან პარაშუტით გადმოხტეს

image რუსული დამრტყმელი ვერტმფრენი რომელზეც გვექნება სათაური ამ სტატიაში გახლავთ მილის საკონსტრუქტორო ბიუროს მიერ შექმნილი "Ми-28Н", რომელსაც სხვა სახელითაც იცნობენ–"ღამის მონადირე". ვერტმფრენი თანამედროვე ტექნოლოგიური ელექტრონიკითაა ასე ვთქვათ "გაძეძგილი". ჩემთვის უცნობია თუ როგორ კონკურენციას გაუწევს ის ლეგენდარულ ამერიკულ "ინდიელს"-"AH 64 Апач"-ს, მაგრამ ფაქტია ეს ვერტმფრენი მისი მონაცემებით საკმაოდ ეფექტური საბრძოლო ვერტმფრენი ჩანს მისი ტექნიკური მახასიათებლებიდან გამომდინარე.
სიმართლე გითხრათ მე არ მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც რუსულ იარაღს "აფანატებს", მაგრამ მე მივეკუთვნები იმ ადამიანების რიცხვს, ვინც სათანადოდ და რაც მთავარია რეალურად აფასებს ჩემი ქვეყნის ტერიტორიის 20%–ის ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებას და შეიარაღებულ ძალებს.
აქედან გამომდინარე აღნიშნულ ვერტმფრენს ვუყურებ, როგორც ძალზე ეფექტურ მოწინააღმდეგეს ჩვენი ქვეყნის შეიარაღებული ძალებთან მიმართებაში.
მე არ ვისაუბრებ ამ ვერტმფრენის საცეცხლე საშუალებებზე და შეიარაღებაზე, მე საუბარი მექნება აღნიშნული ვერტმფრენის ერთ ძალზე ეფექტურ და საჭირო იშვიათობაზე–ვერტმფრენიდან პარაშუტით ევაკუაციის შესაძლებლობაზე. ვერტმფრენზე არასაშტატო სიტუაციის შექმნისას ან კატასტროფის საფრთხისას, როცა ვერტმფრენის კონსტრუქციის მთლიანობა ირღვევა 100 მეტრზე მაღლა მფრენ ვერტმფრენში, ორივე პილოტის კაბინის კარები წყდება ვერტმფრენს და გაიტყორცნება მოშორებით, ხოლო შემდეგ სპეციალური საჭრისით იჭრება მფრინავების სავარძლებზე დამჭერი უსაფრთხოების ღვედები, მყისიერად იბერება სპეციალური "ტრაპები", რომლებიც უზრუნველჰყოფს მფრინავების უსაფრთხო გადმოხტომას ვერტმფრენიდან–გაბერილი "ბალონები" ეკიპაჟს არ აძლევს საშუალებას გადმოხტომისას წამოედოს ვერტმფრენის კორპუსს ან შემობრუნებულ ქვემეხს და შესაბამისად პილოტები ხტებიან უსაფრთხოდ ვერტმფრენიდან პარაშუტებით.
ასევე არასაშტატო სიტუაციაში, თუ კი ვერტმფრენი იმყოფება 100 მეტრზე დაბალ სიმაღლეზე, როცა პარაშუტით გადმოხტომა უკვე დაბალი სიმაღლის გამო საფრთხის შემცველია პილოტებისათვის, მოქმედებას იწყებს პილოტის სავარძელზე დამჭერი ღვედები, რომლებიც ავტომატურ რეჟიმში არჩევს ოპტიმალურ ვარიანტს პილოტის უსაფრთხოებისათვის საჭირო დამაგრებას "ენერგოშთამთქმავ" სავარძელზე "Памир-К", რომელიც შეიქმნა "Звезда"–ას საკონსტრუქტორო ბიუროში.
პილოტები რჩებიან სავარძლებზე ვარდნის მომენტში, პირველადი დარტყმის შემცირებას და შთანთქმას ახდენს ვერტმფრენის საყრდენი ჩარჩოები, რომლებიც ახდენენ დეფორმაციის მიღებისას მიღებული დარტყმის შემცირებას. შემდეგ უკვე მოქმედებაში ერთვება სავარძლები, რომლის კონსტრუქცია შესაძლებლობას იძლევა შთანთქას 50-60 g, 15-17 g-დე, რითაც უზრუნველყოფს პილოტისა და შტურმან–ოპერატორის ტრავმული უსაფრთხოებას.

0
537
9-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
537
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0