x
image
natia.a
რა ხდება დღეს საავადმყოფოებში - ქირურგისემოციური წერილი
image

ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში იაკუტიის ერთ-ერთ საავადმყოფოში მოღვაწე ქიმი-ქირურგის წერილი გამოჩნდა, რომელმაც მომხმარებლებში განსაკუთრებული მღელვარება გამოიწვია. სამწუხაროდ ხშირად გვავიწყდება, რომ ექიმობა ერთ-ერთი ყველაზე რთული პროფესიაა და უნდა გვესმოდეს, რა ძნელ პირობებში უხდებათ ექიმებს მუშაობა. თუმცა გმირობა სამუდამო ვერ იქნება, ნებისმიერი ადამიანის მოთმინებას აქვს საზღვარი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბიუროკრატია უკვე ყოველგვარ ზღვარს სცილდება.

აი, რას წერს ა. სლეპცოვი, აწ უკვე ყოფილი ქირურგი:


image

"უკვე აღარ შემიძლია სრულფასოვნად მუშაობა იმ პირობებში, რომლებშიც ჩემმა კოლეგებმა ჩამაყენეს.


აღარ შემიძლია შვილების რჩენა იმ ფულით, რომელსაც ჩვენი სახელმწიფო მიხდის. "მოწყალების" პაციენტისგან გამოთხოვას კი ჩემი საკუთარი აღზრდა არ მანებებს.

არ შემიძლია ღიმილით ვუპასუხო მთვრალი ყაძილარის უხეშობას. არ შემიძლია მეორე ყურიდან გავუშვა ფრაზები "ექიმო, თქვენ ვალდებული ხართ, " თქვენ უნდა გააკეთოთ, "თუ არადა გიჩივლებთ."

დავიღალე დაუცველობისგან, ისეთი სიტუაციისგან, როდესაც ნებისმიერ არამზადას შეუძლია რაღაც დამაბრალოს, რის გამოც შემდეგ თავი უნდა ვიმართლო და ძვირფასი სამუშაო დრო დავკარგო.

დავიღალე სამსახურში დილის შვიდ საათზე მისვლით და "როცა დავამთავრებ" წასვლით, რადგან ქაღალდის საქმეებს ვერ ავუდივარ.

არ შემიძლია პაციენტების მკურნალობის ნაცვლად, გამუდმებით ფიქრი "სამედიცინო დოკუმენტები სწორად შეავსე"-ზე, ""რაც შეიძლება ცოტა ანალიზი დანიშნე"-ზე, "გასულ თვეში განყოფილებამ რვა მილიონის ზარალი ნახა"-ზე, "მთავარია ავადმყოფობის ისტორიის სწორად შევსება"-ზე, "ნაკლები ძვირადღირებული წამლები გამოიყენეთ"-ზე.

აღარ შემიძლია ასე!

მინდოდა ექიმი ვყოფილიყავი! მინდოდა ადამიანები განმეკურნა და ამისთვის ღირსეული ანაზღაურება მიმეღო. არ გამოვიდა. სადაზღვევო მედიცინამ და ოპტიმიზაციამ ქირურგიდან ბუღალტრული უნარების მქონე კლერკად მაქცია. კლერკად, რომელიც ყოველი სასვენი ნიშნის დაწერისა თუ ახალი ანალიზის დანიშვნაზე შიშით კანკალებს. არავის აინტერესებს როგორც ვმკურნალობ ადამიანებს. აინტერესებთ მხოლოდ ის, თუ როგორ ვაფორმებ ავადმყოფობის ისტორიას, რათა სადაზღვევომ...არა, უფრო სწორად, ს ა დ ა ზ ღ ვ ე ვ ო მ ჯარიმა არ დაადოს უხარისხოდ შევსებულ ჩანაწერს. არც პაციენტებს ანაღვლებთ ჩემი პროფესიული უნარი. უფრო ჩემი ღიმილი, "სუდნოს" ფერი და კვება ადარდებთ. კიდევ აინტერესებთ "რაც შეიძლება ნაკლები ქიმია" და, აუცილებლად "რაღაცის ამოქექვა". ჩემი ძირითადი სამუშაო იარაღი სკალპერი ან, თავი კი არ არის, არამედ - კალამი. ინტერებს, ინსტიტუტის შემდეგ რომ მოდიან, თავიდან ამის არ სჯერათ. იმის გაცნობიერებას, რამხელა წუმპეში აღმოჩნდნენ, სამი-ოთხი კვირის შემდეგ იწყებენ. მაგრამ უკან დასახევი გზა აღარ აქვთ...

მორჩა... მე კლერკი გავხდი! დოკუმენტებთან ვმუშაობ. მზად ვარ მისთვის ხელფასი მივიღო, მაგრამ მაშინ ექიმი ვეღარ მერქმევა. ექიმის დევიზია "ვიწვი, რათა ვუნათო სხვებს". მე ექიმი ვარ, მე უნდა ვუმკურნალო. მაგრამ თანამედროვე ცხოვრების რეალობაში მე მოსახლეობას უბრალოდ სამედიცინო ხასიათის სამსახურს ვუწევ. არ მინდა უაზროდ დავიწვა და ვხვდებოდე, რომ ჩემი შრომა არავის სჭირდება, და ჩემი პროფესია ხელოვნების სფეროდან მომსახურეობის სფეროში გადავიდა.

ძვირფასო ხალხო, ადამიანები, პაციენტებო! დავიღალე. მივდივარ... ნუ გახდებით ავად!"



ასევე დაგაინტერესებთ:


1. ახალგაზრდა ექთნის ამ სიტყვებმა მთელი ინტერნეტი შეძრა!

image


2. შვედი პოლიციელის ამ სიტყვებმა მთელი მსოფლიო შეძრა - ეთანხმებით?

image


3. რატომ აცვიათ ქირურგებს ლურჯი ან მწვანე ფორმა - დაფიქრებულხართ?

image


4. პოლიციელის ამ ფოტომ მსოფლიო შეძრა - დააკვირდით რატომ ზის მიწაზე!

image


5. ექიმის ამ ფოტომ მთელი მსოფლიო ფეხზე დააყენა - დააკვირდით!

image





1
3044
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:natia.a
natia.a
3044
  
2017, 28 თებერვალი, 15:09
საუბედუროდ სიმართლეა და ყველგან ასე ხდება...
0 1 1