x
მეტი
  • 19.03.2024
  • სტატია:133851
  • ვიდეო:353916
  • სურათი:508142
მტკიცებულება იმისა, რომ ღმერთი არსებობს!

imageერთხელ, ერთი ცნობილი უნივერსიტეტის პროფესორმა შეკითხვა დაუსვა სტუდენტებს:
– არის თუ არა ღმერთი ყოვლის შემოქმედი?
ერთმა სტუდენტმა გაბედულად უპასუხა:
– დიახ, არის!
– ანუ, თქვენ თვლით, რომ ღმერთმა ყველაფერი შექმნა? - ჰკითხა პროფესორმა.
– დიახ, – გაიმეორა სტუდენტმა.
– თუ ღმერთმა შექმნა ყველაფერი, ე. ი მან შექმნა ბოროტებაც. რადგან, ყველასთვის ცნობილი პრინციპების თანახმად, ჩვენი ქცევით და საქმით შეიძლება იმის განსჯა, თუ ვინ ვართ ჩვენ. აქედან კი დასკვნა, ღმერთი არის ბოროტება, – თქვა პროფესორმა.

სტუდენტი გაჩუმდა, რადგან ვერ იპოვა არგუმენტები, პროფესორის მტკიცე ლოგიკის წინააღმდეგ. ხოლო საკუთარი თავით კმაყოფილმა პროფესორმა, დაიტრაბახა სტუდენტებთან, რომ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ რელიგია, ადამიანების მიერ მოგონილი მითი არის.
მაგრამ, ამ დროს მეორე სტუდენტმა ასწია ხელი და იკითხა:
– შეიძლება, ამ საკითხთან დაკავშირებით კითხვა დაგისვათ, ბატონო პროფესორო?
– რა თქმა უნდა.
– ბატონო პროფესორო, არსებობს თუ არა სიცივე?
– ეს რა კითხვაა?! რა თქმა უნდა, არსებობს. ხანდახან ხომ გცივათ ხოლმე?
ზოგიერთმა სტუდენტმა სიცილი დაიწყო, თავიაანთი მეგობრის მარტივ შეკითხვაზე. მაგრამ, მან გააგრძელა:
– სინამდვილეში, სიცივე არ არსებობს. ფიზიკის კანონის თანახმად, ის რასაც ჩვენ სიცივედ ვთვით – სითბოს არ არსებობა არის. ჩვენ მხოლოდ იმ ობიექტის შესწავლა შეგვიძლია, რომელიც ენერგიას გამოსცემს. სითბო არის ის, რაც აიძულებს სხეულს ან მატერიას გამოსცეს ენერგია. აბსოლიტური ნული (- 273° С) არის სითბოს სრული არ არსებობა. ნებისმიერი მატერია, ამ ტემპერატურაზე, ინერტული ხდება და აღარაფერზე რეაგირებს. სიცივე ბუნებაში არ არსებობს. ადამიანებმა ეს სიტყვა იმისთვის მოიგონეს, რომ გადმოსცენ საკუთარი შეგრძნება, როდესაც ისინი სითბოს უკმარისობას განიცდიან.
სტუდენტი დაფიქრდა და გააგრძელა:
– ბატონო პროფესორო, არსებობს თუ არა სიბნელე?
– რა თქმა უნდა, არსებობს, ამის შესახებ თავადაც იცით...
რაზეც სტუდენტმა უპასუხა:
– აქაც ცდებით, სიბნელე ბუნებაში არ არსებობს. სიბნელე, სინამდვილეში, სინათლის არ არსებობა არის. ჩვენ შეგვიძია შევისწავლოთ სინათლე, მაგრამ არა სიბნელე. ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ნიუტონის პრიზმა იმისთვის, რომ სინათლის სხივი დავშალოთ შემადგენელ ნაწილებად და გავზომოთ თითოეული ტალღის სიგრძე. მაგრამ, სიბნელის გაზომვა შეუძლებელია. სინათლის სხივით შეიძლება სიბნელის განათება. მაგრამ როგორ უნდა გავზომოთ სიბნელის დონე? ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია სინათლის რაოდენობის განსაზღვრა. ასე არ არის? სიბნელე – ეს სიტყვაა, რომელიც მხოლოდ აღწერს მდგომარეობას, როდესაც არ არის სინათლე.
სტუდენტი საბრძოლველად იყო განწყობილი და გააგრძელა:
– მითხარით, თუ შეიძლება, არსებობს თუ არა ბოროტება, რომელზეც თქვენ საუბრობდით?
პროფესორმა, უკვე ნაკლებად მტკიცე ხმით, უპასუხა:
– რა თქმა უნდა არსებობს, მე ხომ აგიხსენით ეს, თუ თქვენ, ყურადღებით მისმენდით, ახალგაზრდა. ჩვენ ბოროტებას ყოველდღე ვაწყდებით. ის ვლინდება ადამიანის, სხვა ადამიანთან დამოკიდებულებაში – უამრავ დანაშაულში, რომელიც ყველგან ხდება. ამრიგად, ბოროტება მაინც არსებობს.
რაზეც სტუდენტმა უპასუხა:
– ბოროტება არ არსებობს. უფრო სწორედ, არსებობს, მაგრამ არა თავისთავად.image ბოროტება, მხოლოდ ღმერთის არ არსებობა არის, ისევე, როგორც სიბნელე და სიცივე – სინათლის და სითბოს არ არსებობის დროს. ეს მხოლოდ სიტყაა, რომელსაც ადამიანი იყენებს, რომ გადმოსცეს ღმერთის არ არსებობა. ღმერთმა არ შექმნა ბოროტება. ბოროტება – იმის შედეგი არის, რაც ადამიანს ემართება, რომლის გულშიც ღმერთი არ არის. ეს სიცივეა, რომელიც სითბოს არ არსებობის პირობებში დგება, ან სიბნელე – სინათლის არ არსებობის დროს.

პროფესორმა აღარაფერი უპასუხა და თავის მაგიდასთან დაჯდა, ხოლო სტუდენტს, რომელმაც ღმერთის არსებობა დაამტკიცა – ალბერტ აინშტაინი ერქვა.

image

თქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* ცხოვრების ინსტრუქცია (ორი იგავი)
* თუ გიყვართ, გაუშვით...
* ზარი ღმერთისგან
* იგავი სამოთხეში შესვლაზე
* ღვთის სასამართლო ანუ ვინ დაიმკვიდრებს ადგილს სასუფეველში

* ბედი და ბედისწერის «მექანიზმი». შემთხვევით არაფერი ხდება...

* შვილის მოკვლაზე მიღებული კურთხევა

3
1669
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
1669
  
2018, 25 დეკემბერი, 14:55
"რაც კი რამე წაგიკითხავთ ჩემს რწმენაზე ტყუილია. ტყუილი,რომელსაც სისტემატიურად იმეორებენ. მე არ მწამს ღმერთის,როგორც პიროვნების და ამას არასოდეს ვმალავდი. ყოველთვის მკაფიოდ აღვნიშნავდი. თუ ჩემში არის რამე,რასაც რელიგიურობას დავარქმევთ ეს უდაოდ ჩემი უსაზღვრო აღტაცებაა სამყაროს აგებულებისადმი იმ სამყაროში სადაც მეცნიერება ხსნის მას. გაპერსონფილოსოფიური ღმერთის იდეა ჩემთან ახლოს არასოდეს ყოფილა და ძალიან გულუბრყვილოდ მეჩვენება."-ალბერტ აინშტაინი.
2017, 11 მარტი, 21:18
იცი რა არის?ყველაზე იდიოტური კითხვა რომელიც არსებობს ეს არის-ღმერთი არსებობს? ან გწამს?.თუ მორწმუნე ხარ ამ კითხვის დასმა არ უნდა გჭირდებოდეს,,დაგისვიათ როდისმე კითხვა მზე არსებობს?ხოლო თუ ადამიანი ათესიტია რაც არ უნდა ასეთი ბალადები უწერო ღმერთის არსებობა არ არსებეობის შესახებ იმას მაინც ვერ დაარწმუნებ-მისთვის ფორმულირება ძალზე მარტივია: მტკიცებულება ღმერთის არარსებობის შესახებ შეიძლება განვიხილოთ რწმენა იმის შესახებ, რის დამტკიცებაც შეუძლებელია.
ბრწყინვალე გონება!
0 1 3