x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134476
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
რაზე გვესაუბრებიან ჩვენი სიზმრები?


image
სიზმრები - ეს ის თემაა, რომელიც ინტერესს უძველესი დროიდან დღემდე ნებისმიერი კატეგორიის ადამიანებში იწვევს, შესაბამისად მის შესახებ მრავალი თეორია შეიძლება მოვიძიოთ და წავიკითხოთ. რელიგიაში მას ღმერთის გზავნილად განიხილავდნენ, ხშირად კი წინასწარმეტყველურ შინაარსებს მიაწერდნენ, რის გამოც სიზმარი მისტიციზმთან დღესაც ასოცირდება. რეალურად კი სიზმარი ეს არის ძილის მდგომარეობაში უნებლიედ აღმოცენებული ფსიქიკური შინაარსები.


სიზმრების გაგებისა და ახსნის თვალსაზრისით ყველაზე მნიშვლელოვანი მოვლენა ზიგმუნდ ფროიდის მიერ 1900 წელს გამოცემული მონოგრაფია „სიზმრის ახსნა“ აღმოჩნდა. ფროიდის მიერ ქვეცნობიერის არსებობის ამოჩენამ გადატრიალება მოახდინა ფსიქოლოგიაში. მანამდე არსებული წარმოდგენა, რომ ცნობიერება აკონტროლებდა ადამიანის ქცევას, შეიცვალა და ფოკუსრება მოხდა არცნობიერი იმპულსების გაგებაზე პიროვნების ფუნქციონირებაში. სწორედ ძილის დროს, როდესაც ადამიანის ნებითი კონტროლი გათიშულია, შეიძლება ადამიანის გაუცნობიერებელი ფსიქიკური შინაარსების გამოთავისუფლება და მათი შესწავლა. ფროიდი სიზმარს ადამიანის არაცნობიერისკენ მიმავალი სამეფო გზას უწოდებს. ფსიქოანალიზი სიზმარში სიმბოლოების აღმოჩენას და მათ ახსნა-განმარტებას ცდილობდა, ფსიქოანალიტიკოსს კი ინფორმაციის ინტერპრეტაციისა და გაანალიზების ფუნქცია ეკისრებოდა.


სიზმრებისადმი განსხვავებულ მიდგომას გვთავაზობს გეშტალტ ფსიქოლოგია, რომლის მიხედვით სიზმარი პიროვნების შემოქმედებითობის ნაყოფი, ადამიანის ფსიქიკის ყველაზე სპონტანური გამოვლინება და პიროვნების ინტეგრაციის საუკეთესო საშუალებაა. გეშტალტ თერაპია თვლის, რომ სიზმრში ნანახი ობიექტები და შინაარსები წარმდგენენ არა თავად ამ ობიექტებს, არამედ სიზმრის ავტორის ჩადებულ შეხედულებას მათზე. ანუ რასაც ვხედავთ სიზმარში, ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ მე-ს პროექციების ნაყოფია, ამიტომ გეშტალტ თერაპერვტი ხშირად ამბობს: განასახიერე შენი სიზრები და გაიგებ, თუ როგორი ხარ შენ. ამ დროს თერაპევტი გიდის როლშია - იგი კლიენტს სთხოვს, რომ მან გამოთქვას აზრი სიზმარზე და ინტერპრეტაციაც თავადვე მოახდინოს.


გეშტალტ თერაპიაში ითვლებაა, რომ სიზმარი ოთხ რამეზე შეიძლება მიგვითითებდეს: პირველი ეს არის ის მიუღებელი გრძნობები, განცდები და თვისებები, რომელსაც ცნობიერად ვებრძვით საკუთარ თავში, ვბლოკავთ. რეალიზაციას ისინი სწორედ სიზმარში ჰპოვებენ. ამ შემთხვევაში თერაპია მიმდინარეობს ამ დათრგუნულ განცდებთად კონტაქტის დასამყარებლად.


მეორე, რაც შეიძლება სიზმარში ვლინდებოდეს, არის დაუსრულებები სიტუაციები, გადაუჭრელი კონფლიქტები, რომელთაც განმეორებითობა ახასიათებთ. ამიტომაცაა რომ ხშირად ადამიანი ერთი და იმავე სიზმარს რამდენჯერმე სხვადასხვა დროს ხედავს. თეპარიის პროცესში კი შესაძლებელია მისი დასრულება და წერტილის დასმა.

მესამე არის პიროვნების უცნობი ასპექტების გამოვლენა, გამოკვლევა და მათთან
კონტაქტში შესვლა.

და ბოლოს, სიზმარი შეიძლება ეხებოდეს ეგზისტენციალურ საკითხს ან მომავლის
ჭვრეტას მოიცავდეს, რომელიც საკუთარი არსის სიღრმიდან მომდინარეობს. ის საკუთარ თავზე უმნიშვნელოვანეს ცოდნას მოიცავს, რაც ყველაზე აქტუალური და საჭიროა ამ ადამიანისთვის. ეს არის ინფორმაცია, სიბრძნე, რომელიც ადამიანს სჭირდება და ეხმარება, თავი დააღწიოს ცხოვრებისეულ ლაბირინთებს და მოახერხოს პიროვნული ზრდა-განვითარება.


ნათელია, რომ ყოველი ჩვენს მიერ ნანახი სიზმარი ფასდაუდებელ ინფორმაციას შეიცავს საუთარი თავის, მისი ნაწილების, სიბრძნისა და გრძნობების შესახებ. მათზე მუშაობა კი ადამიანს მისცემს საშუალებას შეხებაში მოვიდეს საკუთარი მე-ს არაცნობიერ ნაწილებთან, დაეკონტაქტოს და მათგან მიიღოს ახალი ენერგია, ძალა, მოახდინოს პიროვნების ინტეგრაცია ერთ მთელში და შედეგად, გახდეს უფრო შემძლე ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავებაში.


0
93
შეფასება არ არის
ავტორი:ანი ზერეკიძე
ანი ზერეკიძე
93
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0