x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134391
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508463
დონეცკის თვითაღიარებული რესპუბლიკის ბატალიონ "სომალის" მეთაური "გივი" მისივე თანამებრძოლებმა მოკლეს–ასეთი ვერსია გავრცელდა

image დონეცკის სეპარატისტული რესპუბლიკის ბატალიონ "სომალის" მეთაურ "გივი"–ს მკვლელობასთან დაკავშირებით ახალი ვერსია გამოჩნდა. დონბასსში საომარი მოქმედების პერიოდში მიხაილ ტოლსტიხმა თავი გამოიჩინა როგორც უკრაინის სამხედრო უწყების მიერ თავის დროზე კარგად მომზადებულმა მებრძოლმა. პატრიოტული მოსაზრებით, იდეებისთვის მებრძოლმა აქტიურობისათვის (თუმცა რიგი რუსული წყაროების ცნობით მიხეილმა საკმაოდ "მოითბო" ხელი სამხედრო კომენდანტად ყოფნის პერიოდში) მალევე მოიპოვა საკუთარი თანამებრძოლების პატივისცემა.
მიუხედავად ამისა სხვადასხვა გამოცემებში გამოჩნდა ვერსია, რომ ბატალიონის მეთაური მისივე გარემოცვამ მოკლა.
გამომცემლობა ეყრდნობა ბატალიონ "სომალის" მებრძოლის, ვინმე იგორ მალცევის ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ავდეევკასთან მიმდინარე საბრძოლო მოქმედებებისას შენაერთი, რომელსაც "გივი" მეთაურობდა მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდა.
საკუთარი "ტყავის" გადასარჩენად "გივიმ" თავადვე დაიხალა ტყვია ფეხში რათა ასე გადაერჩინა სიცოცხლე და "ბრძოლაში დაჭრილი" ღირსეულად გაცლოდა ბრძოლის ველს.
ბრძოლის ველიდან გასვლისას მალცევის მტკიცებით "გივიმ" გასცა ბრძანება არტილერიას დაებომბა ის პოზიციები, სადაც რამდენიმე წუთის წინ იბრძოდა ბატალიონი "სომალი".

მალცევის თქმით "გივიმ" ამ ფორმით სცადა კვალის დაფარვა, ჭრილობის გარეშე მას არ შეეძლო დაეტოვებინა ბრძოლის ველი, რადგან ეს მას დეზერტირობად ჩაეთვლებოდა, ამიტომაც დაიხალა ტყვია, მაგრამ მას არც თვითმხილველები სჭირდებოდა და სწორედ ამიტომაც მისცა არტილერიას მისივე ბატალიონის პოზიციების დაბომბვის ბრძანება.
"რესპუბლიკის" მეთაურის–ზახარჩენკოს ბრძანების (იდექით ბოლო კაცამდე პოზიციაზე) შეუსრულებლობა "გივისაც" კი არ შერჩებოდა.
ფეხში როგორც კი დაიხალა ტყვია დაიწყო ყვირილი, მოვიდნენ მედიკოსები და "გივი" ბრძოლის ველიდან საკაცით გაიყვანეს, "სომალის" პოზიციები კი მათივე არტილერიამ დაბომბა.
ინფორმაცია "გივის" დაჭრის თაობაზე გავრცელდა 3 თებერვალს, თუმცა ამ დროისათვის ავდეევკასთან სიტუაცია დასტაბილურდა და "გივიმ" განაცხადა, რომ მისი ჭრილობა უმნიშვნელო იყო და ის ბრძოლის ველს მალე დაუბრუნდებოდა.
"Новая Газета" მალცევის ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ გივი მისივე ბატალიონის განაწყენებულმა მებრძოლებმა ააფეთქეს.
სიმართლეა ეს ვერსია თუ არა ძნელი სათქმელია, მაგრამ ფაქტია "გივი" მისსავე კაბინეტში ააფეთქეს და ვინ გააკეთა ეს ალბათ დროთა განმავლობაში დაწვრილებით გაირკვევა.

0
367
12-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
367
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0