x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
ბრაზის მართვა და ასერტიული ქცევა
image

ბრაზი ძლიერი ემოციაა და თუ მის მართვას ვერ შევძლებთ, შეიძლება ადამიანებთან ურთიერთობისას უსიამოვნებები შეგვექმნას. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ იცოდეს გრძნობების ზომიერად, ყვირილისა და ძალადობის გარეშე გამოხატვა.

ბრაზის მართვის მეთოდები:

პირდაპირი - გულისხმობს მისაღწევ ქცევას და ღია კომუნიკაციას. კომუნიკაცია უნდა მივიღოთ, როგორც გულწრფელი გამოხატულება.


კეთილშობილური - გულისხმობს ბრაზის მორალური საფუძვლის ამოცნობასა და დადგენას, ასევე მოქმედებაზე პასუხისმგებლობის აღებას.

ფოკუსირებული - გულისხმობს მსჯელობას კონკრეტული თემის ირგვლივ.

გაბედულება - გულისხმობს საკუთარი თავის ფრთხილ, გონიერ გამოკვლევას. ასევე, იმის აღიარებას, რომ კონკრეტულ სიტუაციაში შევცდით.

თავმდაბლობა - ჭეშმარიტების ძიება.

მიტევება - სხვის მოქმედებაში უსამართლობის გაცნობიერება.

მოსმენა - გულისხმობს სხვის მოსმენას, კითხვების დასმას,

მადლიერება - სიტუაციურად იმ ელემენტების მოძებნა, სადაც ესა თუ ის პიროვნება მადლიერია და გამოხატავს კიდეც ამას.

კვლევების შედეგად, დადგინდა, რომ ბავშვებისთვის ბრაზის მართვის საუკეთესო სტრატეგიაა მშობლებისა და მასწავლებლების ჩართულობა, უფროსი უნდა გახდეს ბავშვისათვის მისაბაძი.

იმისათვის, რომ ვიზრუნოთ ბავშვებისთვის ბრაზის მოხსნაზე, სასურველია, წავიყვანოთ სასეირნოდ ან სათამაშოდ და მოვწყვიტოთ იმ გარემოს, რომელმაც მისი სიბრაზე გამოიწვია. აუცილებელია ბავშვის წახალისება და შექება, როდესაც ის შეძლებს ბრაზის კონტროლს. ბავშვს უნდა გავუღვივოთ პასუხისმგებლობის გრძნობა ადრეულ ასაკში უნდა შთავაგონოთ, რომ ის არის პასუხისმგებელი თავის თითოეულ მოქმედებაზე.

კონკრეტული სტრატეგიები ბრაზის სამართავად:

1) ბრაზის სიმპტომების გამოცნობა - მაგალითად, სახე წითლდება ან კუნთები იჭიმება. მთავარია, ამ დროს მოვახერხოთ მისი შეჩერება და მასთან ერთად მოვიფიქროთ, თუ რა დაეხმარება ბრაზის შემცირებაში.

2) მნიშვნელოვანია ბავშვს ვასწავლოთ საკუთარი ბრაზის გამოხატვა. ამისთვის უნდა მოვიფიქროთ ისეთი სიტყვები, რომლებიც სწორად აღწერვს მის ნეგატიურ ემოციებს.

3) შესაძლებელია, მას შემდეგ, რაც ვთხოვთ ბავშვს ამოიცნოს ბრაზის სიმპტომები, ვთხოვოთ რამდენჯერმე ღრმად ჩაისუნთქოს და ამოისუნთქოს.

4) თუ ბავშვის ბრაზი სხვა ადამიანის მიერ არის პროვოცირებული, ბავშვს უნდა ვასწავლოთ სქემის “მე მინდა" გამოყენება, მაგალითად, “მე მინდა, რომ დადო ადგილზე ჩემი სათამაშო, მეწყინა, რომ აიღე".

აღნიშნული სტრატეგიების გაცნობის შემდეგ, მნიშვნელოვანია ვაკონტროლოთ ბავშვის მიერ ბრაზის გამოხატულების სწორი სტრატეგიები.

ასერტიული ქცევა

ბრაზის მართვის სტრატეგიების გაცნობის პარალელურად, მნიშვნელოვანია მოსწავლეებს განვუვითაროთ და განვუმტკიცოთ ასერტიული ქცევა ( თავდაჯერებული, გაწონასწორებული ქცევა, მიმართული საკუთარი მოსაზრების გამოხატვისკენ). დაწყებითი კლასის მოსწავლეებთან აღნიშნული ქცევის განვითარება როლური თამაშის გზით არის შესაძლებელი.

პირველ რიგში, მნიშვნელოვანია მოსწავლეებთან საუბარი ასერტიული, თავდაჯერებული ქცევის მნიშვნელოვნებაზე. მისი შედარება აგრესიულ ქცევასთან.

ამის შემდეგ, სასურველია მოსწავლეებისთვის თამაშის მიზნის და წესების ახსნა. თამაში შეეხება პრობლემურ სიტუაციაში განსხვავებულ ქცევებს და მათ ეფექტურობას.

მასწავლებელი მოსწავლეებს სთავაზობს პრობლემურ სიტუაციას, უხსნის თამაშის წესებს. პრობლემური ქცევის წარმოდგენის შემდეგ ერთ-ერთი მოსწავლე აირჩევს წარმოდგენილ ქცევას და მის შესატყვისად მოიქცევა. წინასწარ მომზადებულ ბარათებზე დაწერილია შემდეგი სიტყვები: “აგრესიული", “თავდაჯერებული", “გაუბედავი". სხვა მოსწავლეებმა კი უნდა გამოიცნონ, თუ როგორი ქცევა განახორციელა მოსწავლემ. თამაშის დასრულების შემდეგ სასურველია დისკუსიის მოწყობა, თუ რომელი ქცევა არის მეტად ეფექტური, რომლი ქცევა გვაძლევს საშუალებას დავიცვათ საკუთარი მოსაზრება და არ გამოვიწვიოთ კონფლიქტი.

0
517
2-ს მოსწონს
ავტორი:თამარი ღაჭავა
თამარი ღაჭავა
517
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0