x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134411
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
ყველაზე უცნაური,გასაოცარი და ზიზღისმომგვრელი ალკოჰოლური სასმელები მთელი მსოფლიოდან
იშვიათად მოიძებნება მსოფლიოში ადამიანი, რომელსაც ალკოჰოლური სასმელი გასინჯული არ ჰქონდეს, მაგრამ ზიგიერთისთვის როგორც ჩანს ჩვეულებრივი ალკოჰოლი მოსაწყენი გახდა და სურთ გასინჯონ რაიმე ეგზოტიკური.მაგალითად დასალევი მატლებთან, თაგვებთან, ჭიაყელებთან და ექსკრემენტებთან ერთადაც კი.



1 არაყი წრუწუნებით-ალკოჰოლს დიდი ხანი უკვე უმატებენ გველის, ხვლიკის ან მორიელის გვამს, მაგრამ კორეაში გადაწყვიტეს წრუწუნები დაემატებინათ(მაქსიმუმ სამი კვირის დაბადებულები).კორეელების მტკიცებით მსაგავსი ნაყენით მრავალი ავადმყოფობის განკურნებაა შესაძლებელი.

image


2)ლიქიორი ცინარი-მზადდება ათეულობით სხვადასხვა სუნელისგან და არტიშოკისგან და მიაქვთ სუფრაზე აპერიტივის სახით(აპერიტივი-სუსტი სპირტიანი სასმელი, რომელსაც მადის მოსაყვანად სვამენ.)



image


3)გოლდშლაგერი-ეს არის ჩვეულებრივი 53%-იანი შნაპსი, იმ განსხვავებით, რომ მასში შერეულია ოქროს ბურბუშელა, 1 ლიტრზე 15 მილიგრამი.ერთი ბოთლის ფასი 300 დოლარია, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ ამ სასმელის მიღების შემდეგ უმეტესად მოსალოდნელია გულისრევა და წვა კუჭის არეში.

image


4)ჩიჩა-ინკების უძველესი ჭაჭა.საინტერესოა დამზადების პროცესიც, ქალები ღეჭავენ სიმინდის მარცვლებს და შემდეგ დაღეჭილ მასას კასრში(ჩანი) აფურთხებენ.არაყს ინახავენ ბნელ ტენიან ადგილზე.ხანდახან ჭაჭას უმატებენ ანისულს ან კვლიავს.

image


5)ვისკი Gilpin Family ადამიანის შარდით-მწარმოებელმა, დიზაინერმა ჯეიმს გილპინმა ვისკის შეურია პენსიონერების შარდი, რომლებიც შაქრის დიაბეტით არიან დაავადებულები.

image



6)ჩანგა-ეს გახლავთ კორეული შინნახადი არაყი, რომელიც სორგოსგან და სიმინდისგან მზადდება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ "სიმძაფრისთვის" ხშირად უმატებენ აკუმლიატორის მჟავას, რეაქტიულ საწვავს ან სითხეს ბალზამირებისათვის.სასმელს ჰქვია "მომკალი ჩქარა", მისი მიღების შემდეგ გეწყებათ ძლიერი თავის ტკივილი, გულის რევები და გრძნობაც შეიძლება დაკარგოთ.

image



7)მესკალი მუხლუხა ჭიათი-მესკალი გახლავს სასმელი, რომელიც აგავასგან მზადდება, მაგრამ ზოგიერთ მის სახეობას ამატებენ პეპელა გუზანოს მატლს, პარაზიტი რომელიც აგავას ფოთლებზე ცხოვრობს.როგორც მომხმარებელები აღნიშნავენ მესკალი მუხლუხა მატლით ჰალუცინაციებს იწვევს.

image


8)ცსონგსული-კორეული ღვინო, მზადდება ადამიანის ფეკალიებისგან და სამკურნალო ბალახეულებისგან, რომელიც 3-4 თვეა გაჩერებული სპირტში.ვინც გასინჯა აღნიშნავენ, რომ სასმელს მსუბუქი მოტკბო გემო აქვს...სანამ გაიგებენ რისგან მზადდება.

image


9)ევერქლერი-ყველაზე მაღალი სპირტის შემცველობის ლიქიორი მსოფლიოში.(95%)მისგან ამზადებენ სხვადასვა კოქტეილებს.

image


10)მალიორტი-სკანდინავიური შნაპსი(35%). ერთ-ერთი ყველაზე საზიზღარი დასალევი მსოფლიოში.მის მეტსახელებია- "შხამიანი შხამი", "უსაზიზღრესი საზიზღრობა" ან "საძაგელზე საძაგელი".მას აღწერენ, როგორც დამწვარი რეზინის, სკიპიდარის, მელანის ან ბურთლიანი ავტოკალამის გემოს მქონე სასმელს.

image


იხილეთ სტატიები მსგავს თემებზე

0
363
6-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
363
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0