x
image
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
ციანიდით განხორციელებული 5 ყველაზე ცნობილი მკვლელობა
სიტუაციიდან გამომდინარე ამ ბოლო დროს ისე ხშირად გვესმის ქართული მასობრივი საინფორმაციო საშუალებებიდან სიტყვა "ციანიდი", რომ გადავწყვიტეთ გავიხსენოთ ბოლო 100 წლის მანძილზე ციანიდით მოწამლვის 5 ყველაზე გახმაურებული შემთხვევა.



1)ვერა რენცი-დაბ.( 1903)რუმინული წარმოშობის უნგრელი სერიული მკვლელი, 1920-30 წლებში ციანიდით მოწამლა 35 მამაკაცი, მათ შორის თავის ქმარი, საყვარლები და საკუთარი შვილიც კი.თუმცა 1972 წელს, როდესაც მისი შეყვანა სურდათ გინესის წიგნში, როგორც რეკორსმენი სერიული მკვლელი ქალი მასიურ მოწამლვაში, ისტორიკოსებმა ვერ აღმოაჩინეს ავტორიტეტული მტკიცებულება იმის შესახებ, რომ ვერა რენცმა ნამდვილად 35 მამაკაცი გაისტუმრა საიქიოს.არ არსებობს მისი ფოტოც.

2012 წელს Daily mirror-მა გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ამტკიცებდა, სურათზე აღბეჭდილია ვერა რენცი, თუმცა მოგვიანებით ბოდიში მოიხადა, როგორც გაირკვა სურათზე გასული საუკუნის რომელიღაც მოდელი ყოფილა გამოსახული.


ვერა რენცს სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.იგი ციხეში გარდაიცვალა 60-იანი წლების დასაწყისში.


image



2)ნენსი დოსი-(დაბ.-1905 წ.)ამერიკელი სერიული მკვლელი, მთლიანად მოწამლა 11 ადამიანი, მკვლელობები მხოლოდ 1954 წელს აღიარა, როდესაც მისი მეხუთე ქმარი ქალაქ ტალსის(შტატო ოკლაჰომა) საავადმყოფოში გარდაიცვალა.ნენსი დოსის დაუმტკიცდა ხუთიდან ოთხი ქმრის მკვლელობა, აგრეთვე საკუთარი დედის, დეიდის, დის, მულის და შვილიშვილი რობერტის მოწამლვა.1955 წელს მას სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, გარდაიცვალა 1965 წელს ლეიკემიით ოკლაჰომას საავადმყოფოში.


image


3) მოწამლველი ჩიკაგოდან-უცნობი სერიული მკვლელი, რომელმაც 1982 წელს პრეპარატ ტაილენოლის კაფსულებში(იგივე პარაცეტამოლი) ციანიდი შეურია.მოკლე ხანში ქალაქ ჩიკაგოს სხვადახვა კუთხეში დაიღუპა 7 მოქალაქე, როგორც გამოძიებამ დაადგინა ყველა მათგანი ტაილენოლის მიღების შემდეგ გარდაიცვალა.საწრაფოდ გაკეთდა განცხადება, რომ მოქალაქეებს შეეწყვიტათ არა მარტო ტაილენოლის მიღება, არამედ უკან ჩაებარებინათ იგი.აფთიაქებში მასობრივი რეიდის შემდეგ მთლიანად ამოღებული იქნა პრეპარატი, ექსპერტიზის შემდეგ კიდევ 40 კაფსულაში იპოვეს ციანიდი.


1982 წლის ოქტომბერში კომპანია «Johnson & Johnson»-ს(რომელიც ციანიდს აწარმოებდა) მიუვიდა ანონიმური წერილი მუქარით, რომ თუ არ გადაიხდიდა 1 მილიონ დოლარს, მაშინ ადამიანების მასობრივი მოწამვლა განხორციელდებოდა. პოლიციამ მიაგნო წერილს ავტორს 1983 წლის დასაწყისში, იგი აღმოჩნდა ჯეიმს ლუსი, გაურკვეველი პროფესიის ადამიანი.საბოლოოდ გამოძიებამ ვერ დააკავშირა მისი მონაწილეობა მასობრივ მოწამლვაში და იგი გაანთავისუფლეს.

საქმეზე მუშაობდა 100 გამომძიებელი, შესწავლეს 1000-ზე მეტი ვერსია, დააკავეს 400 ეჭვმიტანილი, თუმცა საქმე დღემდე გაუხსნელია.


image


4)მაიკლ სვანგო-(დაბ.1954წ)-ამერიკელი სერიული მკვლელი.სავარაუდოდ ციანიდით მოწამლა 60 ადამიანი, მატ შორის პაციენტები და საკუთარი კოლეგები, თუმცა მან მხოლოდ 4 მკვლელობა აღიარა.2000 წელს მას მიესაჯა სამგზის სამუდამო პატიმრობა.სასჯელს იხდის ADX Florence Supermax-ის საპყრობილეში(ფლორენცია, შტატი კოლორადო)

image

5)ჩარლზ სობრაჯი-(დაბ.1944წ)-ვიეტნამურ-ინდური წამოშობის სერიული მკვლელი, ფსიქოპატი და თაღლითი.ცნობილი აგრეთვე მეტსახელად Bikini Killer.იგი ნადრიობდა დასავლელ ტურისტებზე სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში 70-იან წლებში.სობრაჯმა მინიმუმ 10 მკვლელობა ჩაიდინა.პირველად დააკავეს ინდოეთში 1976 წელს, გაანთავისუფლდა 1997 წელს, რის შემდეგაც პარიზში გაემგზავრა.ხელმეორედ დაკავეს ნეპალში, სადაც სამუდამო პატიმრობა მიესაჯა.


image

0
448
7-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:არაჩანდა
არაჩანდა
Mediator image
Mediator image
Mediator image
448
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0