x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134386
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508460
ამოიღეთ თმა და ნამცეცები კლავიატურიდან და ავტომობილის დაფიდან "ჩვარი–ჟელეს" მეშვეობით
დამეთანხმებით, რომ ძნელია მტვრის ნაწილაკებისა და პურის ნამცეცების ამოღება კლავიატურის ძნელად მისაწვდომი ადგილებიდან და იგივე შეგვიძლია ვთქვათ ავტომობილზეც. ალბათ ბევრს გაგახსენდათ თავი როგორ წვალობდით სპირტში ჩასველებული ყურის საწმენდი ბამბიანი ჩხირებით და სხვა მრავალი გზა, რომლითაც თქვენს კლავიატურასა თუ ავტომობილს ასუფთავებდით, თუმცა ახალი გამოგონება სახელწოდებით "ჩვარი–ჟელე" იდეალურად გაწმენდს თქვენს ნივთებს ყველაზე მიუსადეგარ ადგილებშიც კი.


"ჩვარი–ჟელე" ვიზუალურად ტყლარწს მოგვაგონებს ოდნავ სქელი კონსისტენციით, რომელსაც შეუძლია მწირი ნამცეცების და თმების მოცილება თქვენი კლავიატურიდან და ავტომობილის დაფიდან. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მის შესაძენათ არ გჭირდებათ ფულის ხარჯვა, გასწავლით თუ როგორ დაამზადოთ საკუთარი ხელით სახლის პირობებში.

image


ჩვარი–ჟელეს მოსამზადებლად დაგჭირდებათ:



● 1 ჭიქა თბილი წყალი.

● 1 ს.კ. სახამებელი (კრახმალი).

● 140 გრ წებო.

● 0, 5 ჩ.კ. ბორაქსი (ნატრიუმის ტეტრაბორატი)

● 1 "პაკეტი" (ტომარა) საკვები საღებავი.



მომზადების ტექნოლოგია: ნახევარი ჭიქა თბილი წყალი, სახამებელი და ბორაქსი შურიეთ ერთმანეთს. სხვა ჭურჭელში კი დანარჩენი ნახევარი ჭიქა თბილი წყალი, წებო და საღებავი. შემდეგ ორივე მიღებული მასა შეურიეთ ერთმანეთს და ხელით მოზილეთ, რათა მასა შეიკრას. ჩვარი–ჟელე მზადაა, იმისათვის, რომ არ გამოშრეს და გახმეს, შეინახეთ თავდახურულ კონტეინერში.


imageimageimageimage


გამოყენება: ჩვარი–ჟელე დააფინეთ იმ საგნის (ნივთის) ზედაპირს, რომლის გაწმენდაც გნებავთ, შემდეგ ფრთხილად აწიეთ და ნახავთ როგორ აიკრობს ძნელად მისაღწევი ადგილებიდან მტვერსა და ნამცეცებს.


imageimage

0
443
19-ს მოსწონს
ავტორი:მეამეა
მეამეა
Mediator image
Mediator image
443
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0