x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134513
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508568
ერთი მატადორის უჩვეულო ისტორია

image


ამ ფოტოზე მატადორი ალვარო მუნეროს კარიერის უკანასკნელი დღე არის ასახული. ის შუა ბრძოლისას დაეცა, მონანიების გრძნობით, როდესაც მიხვდა, რომ ცხოველს არ სურდა მასთან ბრძოლა. ამის შემდეგ, ყოფილი მატადორი ხარების ბრძოლების თავგამოდებული მოწინააღმდეგე გახდა. (ფოტოზე ხარს ისეთი სახე აქვს, თითქოს ამბობს — მე პიკადორებმა უკვე დამჭრეს, მაგრამ არ მინდა შენთან ბრძოლა. არ მინდა, მიუხედავად იმისა, რომ შენმა მეგობრებმა ტკივილი მომაყენეს. თუმცა, მე მათთვის არაფერი დამიშავებია).
თავად მუნერო კი, იმ ისტორიის შესახებ ასე ყვება:
«და მოულოდნელად, მე შევხედე ხარს. ის იდგა ჩემს წინ და მიყურებდა. უბრალოდ იდგა და მიყურებდა, არ გაუკეთებია ჩემზე თავდასხმის მცდელობა. მას ისეთი უცოდველი გამოხედვა ჰქონდა. მიყურებდა და თითქოს დახმარებას მთხოვდა. ეს იყო სამართლიანობის მოთხოვნის ძახილი და სადღაც, შიგნით, სულის სიღრმეში მივხვდი, რომ ის მე მომმართავდა, ისე, როგორც ჩვენ ლოცვისას მივმართავთ ღმერთს — მე არ მინდა შენთან ბრძოლა, ძალიან გთხოვ, შემიბრალე, მე ხომ შენთვის ცუდი არაფერი გამიკეთებია? მოკვლა თუ გინდა – მომკალი, მაგრამ ეს შენი ნება იქნება. მე კი ჩხუბი არ მინდა. და როდესაც ეს ყველაფერი მის თვალებში ამოვიკითხე, საკუთარი თავი, ყველაზე საშინელ ადამიანად ვიგრძენი, ამ ქვეყანაზე და ბრძოლა შევწყვიტე. ამის შემდეგ, ვეგეტარიანელი გავხდი და ყველაფერს ვაკეთებ, რომ კორიდა აიკრძალოს.»

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:

image

* თუ გული გაქვთ, გულგრილობას არ გამოიჩენთ — ამის შესახებ მთელმა მსოფლიომ უნდა იცოდეს!

* ავსტრალიაში კატებს და კოალებს ხოცავენ

* ლომის “ადამიანური" საქციელი

* ყველას ეგონა, რომ ეს კნუტი მოკვდებოდა, მაგრამ ის შეხვდა ჰასკის და ...

* 22 ფოტოსურათი, რომელიც გარემოს დაცვაზე და საყოფაცხოვრებო ნარჩენების უტილიზაციაზე დაგაფიქრებთ

* სხვისი შვილები (+ ვიდეო)

0
283
9-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
283
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0