x
image
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
"კონჩიტა ვურსტი უნდა მოვკლა"

2014 წლის „ევროვიზიის“ ტრიუმფატორის კონჩიტა ვურსტის ფანატებისთვის მედიამ სამწუხარო ახალი ამბავი გაავრცელა. სკანდალურმა ცნობილმა „წვერებიანმა
მომღერალმა“ განაცხადა რომ თავი უნდა მოიკლას.

image
კონჩიტამ მსოფლიო აღიარება მოიპოვა, ბრწყინვალედ შეასრულა რა სიმღერა Rise Like a Phoenix („აღვსდგები როგორც ფენიქსი“ ), სიმღერის კონკურსზე, რომელიც ელვისებურად იქცა ჰიტად. სხვადასხვა ქვეყნებიდან გეი- საზოგადოებამ მხარი დაუჭირა მას მაყურებლის ხმის მიცემის დროს.





ცნობილია, რომ ტანწერწეტა და მხურვალე შავგრემანი ვურსტის საფარქვეშ ( რაც ითარგმნება როგორც „ძეხვი“ ) იმალება შემსრულებელი ტომ ნოივირტი.



ის პატარაობიდანვე ამჟღავნებდა ქალის ტანსაცმლისადმი ინტერესს, გარდატეხის ასაკში კი შეამჩნია, რომ მამაკაცები იზიდავდა. ჩვიდმეტი წლის ასკში ის სკოლაში სასტიკ დევნას განიცდიდა.





დაახლოებით იმავე პერიოდში ის იწყებს ესტრადის შტურმს და ზოგიერთ ადგილობრივ კონკურსებში საპრიზო ადგილებსაც იკავებს. მაგრამ ტომის არც დასიზმრებია ის გიჟური პოპულარობა, რომელიც მას თავზე დაატყდა მაშინ, როდესაც წვერებიანი ქალის იმიჯით წარსდგა სცენაზე.


ნოივირტის სხეული იმდენად ლამაზია, რომ მრავალ ქალს შეშურდება. ლერწამივით წელი, მამაკაცისთვის - იშვიათობაა. თმები _ საოცარი, ყველა გოგონას როდი აქვს ასეთი მდიდრული თმები. და გახდა კონჩიტა ვურსტი მრავალი დევნილი ჰომოსექსუალისტის სტილის ხატი და მიბაძვის მაგალითი.



შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, ამ ფანატების რეაქცია, როდესაც გაზეთ Die Welt -იდან შეიტყვეს, რომ წვრებიანი მომღერალი თავის მოკვლას აპირებს. ტომი დაღალა კონჩიტამ. ის ისე ძალიან დაიღალა, რომ ცხოვრებაში ყველაზე ძალიან მისი განადგურება სურს. ნოივირტმა იგრძნო, რომ ხელოვნურად შექმნილმა რეზონანსულმა პერსონაჟმა დაჩრდილა ის, როგორც არტისტი. მაშინ, როდესაც ვურსტი ბრწყინავდა და მაყურებლის სიყვარულში ბანაობდა, თავად ტომი თავს მიტოვებულად გრძნობდა.


მაგრამ, როგორც ცნობილია, მაყურებელს ყველაფერი მალე წყინდება. კონჩიტაც მოწყინდა განებივრებულ ადამიანებს. საპნის ბუშტი, რომელიც საქმის მცოდნე პიარმენეჯერებმა შექმნეს_ გასკდა.


„ამ ქალთან, რომელთან ერთადაც მე „ევროვიზიაზე“ გავიმარჯვე, ყველაფერს მივაღწიე. მისგან მე უკვე აღარაფერი მინდა. მე ვმუშაობ ახალი პერსონაჟის შექმნაზე, ამიტომ, კონჩიტა უნდა მოვკლა. ამჯერად მე ვეძებ საქმეს, რაშიც შევძლებ რეალიზებას. ტომი ამიტომ აუჯანყდა მას“, _განაცხადა ნოივირტმა, სინანულის გარეშე მოიშორა რა ქალის ტანისამოსი და დაუბრუნდა თავის ბუნებრივ სახეს.

image

მსახიობი დღესდრეობით მამაკაცის ტანსაცმლით გამოდის, თუმცა გრძელ თმაზე ჯერ უარი არ უთქვამს. წვერი კი მოუშვა. ახლა ტომი მამრობითი სქესის წარმომადგენელია, რომელმაც ვერ გაუძლო მძიმე ყოველდღიურობას გაიკეთოს მაკიაჟი, რეგულარულად გაიპარსოს ფეხები, გაისწოროს წარბები და მანიკიური, აიპრიხოს წამწამები და იაროს ქუსლებზე. ჩვენს დროში იყო ქალი, ძალიან რთულია. როგორც ჩანს ტომს ამის ძალა აღარ შესწევს.


იხილეთ ასევე:

1. ნატაშა კარალიოვამ მაყურებელი შოკში ჩააგდო


2. 7 ცნობილი ადამიანი, რომლებმაც სქესი შეიცვალეს


3. ლოლიტამ მეუღლეც კი გააკვირვა!


4. ცნობილები თავის დუბლიორებთან ერთად - ან "ვარსკვლავები, რომლებსაც არავინ იცნობს"


5. შიშველი მოცეკვავეების 19 ფოტო, რომლებიც გიჟურ ენერგიას ასხივებენ


6. ჟიურის ასეთი რექცია ჯერ არცერთ შოუზე არ ყოფილა!


7. როდესაც ბავშვები ამღერდნენ, მსმენელმა დარბაზში სიცილი დაიწყო

1
1174
8-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
Mediator image
Mediator image
Mediator image
1174
  
2017, 26 თებერვალი, 23:15
მოვიდა ვითომ გონდ და შერცხვა!? :)
მორიგი პიარ სვლაა...
0 1 1