x
მეტი
  • 18.04.2024
  • სტატია:134377
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508455
ღვიძლის გაწმენდის, უჯრედების განახლების და წონაში კლების უმარტივესი საშუალება

image

სუფთა სისხლი – სუფთა ღვიძლია! ადამიანის ორგანიზმის ამ მთავარ ორგანოს 600 წელი შეუძლია იმუშაოს. თუმცა, ადამიანი დაახლოებით 60 წელში ახერხებს მის განადგურებას. არასწორი კვება და ალკოჰოლი დიდ დარტყმას აყენებს მას.


სტატიაში გაგაცნობთ თუ როგორ გაიწმინდოთ ღვიძლი და ორგანიზმი გაიჯანსაღოთ. მხოლოდ ორ დღეში თავს გაცილებით უკეთესად იგრძნობთ, მოგეხსნებათ საჭმლის მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები. ამასთან, ეს კარგი საშუალებაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკების შესამცირებლად.


როგორ გავიწმინდოთ ღვიძლი სახლის პირობებში?


გთავაზობთ ქიშმიშის ნახარშის მომზადებას, რომელსაც ორგანიზმში ბიოქიმიური პროცესების აქტივაცია შეუძლია, ამასთან, სისხლს და ღვიძლს ტოქსინებისგან წმენდს. ეს არაჩვეულებრივი თვისებების მატარებელი პროდუქტია.

შეძენისას ყურადღება მიაქციეთ ქიშმიშის ფერს: აირჩიეთ უფრო ნატურალური, მუქი შეფერილობის. სუფთა, სწორი ფორმის, არც ძალიან მაგარი და არც ძალიან რბილი. გაითვალისწინეთ, რომ თუ ქიშმიში პრიალებს, ეს იმას ნიშნავს რომ სპეციალური ხსნარითაა დამუშავებული.

image


ქიშმიშის ნახარში საღამოს უნდა მოამზადოთ



ინგრედიენტები:


– 2 ჭ. წყალი

– 150 გრ. ქიშმიში


მომზადების წესი:


საგულდაგულოდ გარეცხეთ ქიშმიში. მიიყვანეთ წყალი დუღილამდე და ჩაყარეთ. ადუღეთ 20 წუთის. დატოვეთ ნახარში მთელი ღამის მანძილზე. დილით გადაწურეთ და ცოტა შეათბეთ. ის უკვე მზადაა მოხმარებისთვის!

მიიღეთ დილით უზმოზე. ნახევარი საათის შემდეგ შეგიძლიათ ისაუზმოთ. მოხარშული ქიშმიში კი შეგიძლიათ შვრიის ფაფას დაუმატოთ – ძალიან სასარგებლო საუზმეს მიიღებთ.


იმ მიზნით რომ ღვიძლის გაწმენდის პროცედურა უფრო ეფექტური იყოს, თქვენს მენიუს დაუმატეთ ისეთი პროდუქტები როგორიცაა: ჭარხალი, სტაფილო, ვაშლი, კომბოსტო, შავი ქლიავი, ისპანახი. სასარგებლოა ხორცისა და რძის პროდუქტების შეზღუდვა. თუ ქიშმიშის ნახარშს თვეში 4 დღე მაინც მიიღებთ, შედეგს ნამდვილად მიაღწევთ!

დაიმახსოვრეთ! ღვიძლთან დაკავშირებული პრობლემების თავიდან ასაცილებლად, უმჯობესია თავის დაცვა და ცხოვრების ჯანსაღი წესი – უარი თქვით მავნე პროდუქტებზე, ალკოჰოლის ჭარბი რაოდენობით მიღებაზე, იმოძრავეთ უფრო მეტი, ყოველდღიურად მიიღეთ საშუალოდ 2 ლ. სასმელი წყალი, რათა შეინარჩუნოთ ყველაზე ძვირფასი რამ – ჯანმრთელობა!


ასევე დაგაინტერესებთ:


ფილტვების გაწმენდა 3 დღეში. ეს ყველა მწეველმა უნდა იცოდეს!


10 ჩვევა, რის გამოც ნაოჭები ჩნდება


მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ ოხრახუშს უნარი აქვს განკურნოს დეპრესია, შიზოფრენია და ალცჰეიმერის დაავადება


რა პლიუსები და მინუსები აქვს ყავას. ამას თქვენ რეკლამაში არავინ გეტყვით!


15 საუკეთესო პროდუქტი არტერიების გასაწმენდად და მიოკარდიუმის ინფარქტის პროფილაქტიკისთვის


იყო ჯანმრთელი წამლების გარეშე – ეს შესაძლებელია!


რატომ და როგორ უნდა დავლიოთ სოდა – ჯანმრთელობისთვის უმნიშვნელოვანესი პროდუქტი


7
18798
14-ს მოსწონს
ავტორი:Lerato
Lerato
18798
  
2017, 4 მარტი, 15:16
მადლობა, კარგია
2017, 1 მარტი, 3:17
კომენტარი ცარიელია ან წაშლილია

2017, 28 თებერვალი, 21:53
არაფრის :) ჯანმრთელობას გისურვებთ!
2017, 28 თებერვალი, 17:43
მადლობთ
2017, 27 თებერვალი, 23:35
გაიხარეთ
2017, 27 თებერვალი, 21:58
დიდი მადლობა, გუჯა, შეფასებისთვის :)
2017, 27 თებერვალი, 14:30
როგორც ყოველთვის საინტერესო და აქტუალური სტატიაა...
0 1 7