x
image
K.P.
ახალი ტენდენცია: ბეჭედი ნეკა თითზე მსოფლიოს იპყრობს! რა დატვირთვა აქვს მას?!
image

საუველირო კომპანიამ “Fred and Far”-მა ახალი ტრენდი დაამკვიდრა “Self Love Pinky”, ულამაზესი ბეჭედი, რომელიც ნეკა თითისთვისაა შექმნილი. ის მხოლოდ სამკაული არ გახლავთ, მას ფარული დატვირთვაც აქვს. ყურადღება მახვილდება სიყვარულზე, მაგრამ არა პარტნიორის, არამედ საკუთარი თავისადმი. ამ ბეჭედს უკვე ცნობადი სახეებიც ატარებენ, მათ შორისაა ლუსი ჰალე. ამ აქსესუარის ნეკა თითზე ტარება ნიშნავს, რომ პიროვნება საკუთარ საჭიროებებს იმავე დონეზე სცემს პატივს როგორც სხვებისას.image

ბეჭდის ნეკა თითზე ტარება ნიშნავს, რომ ფიცებთ იყოთ პირველ რიგში საკუთარი თავის ერთგული, დამოუკიდებლად მიიღოთ გადაწყვეტილებები და ყოველდღიურად ეცადოთ საკუთარ თავზე იფიქროთ. ეს ყველაფერი კი სულაც არ ნიშნავს, რომ გოგონა ან ქალბატონი ეგოისტია, პირიქით ის პიროვნების სიძლიერეზე მიუთითებს, საუთარი თავის ფასი იცის და სხვისი სურვილების გამო არ ნებდება და არ ემორჩილება მათ.

ბეჭედი როგორც წესი, ყვითელი ან თეთრი ოქროთი მზადდება. მისი ფასი 150-325 დოლარის ფარგლებში მერყეობს. თქვენ შეგიძლიათ უფრო იაფიანი ვარიანტიც აირჩიოთ, რადგან სამკაულის ფასი მასში ჩადებულ "მესიჯს" ნამდვილად არ განსაზღვრავს.

image




შეარჩიე სამოსი მოდის შესაბამისად, როგორ დავფაროთ სხეულის ნაკლი-რჩევები ავთანდილისგან

როგორ აქცია 130 კილოგრამიანმა ქალბატონმა საკუთარი გარეგნობა შემოსავლის წყაროდ (+ფოტოები)


"21-ე საუკუნის რუსთაველის" ვინაობა ცნობილია! (+ფოტოები)

0
1084
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
1084
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0