x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ მოვიქცეთ, თუ გაგვიტყდა თერმომეტრი: რჩევები, რომელსაც შეუძლია ადამიანის გადარჩენა უბედურებისაგან !
image


ვერცხლისწყლიანი თერმომეტრის გატეხვა - პრობლემაა, რომელიც შეშფოთებას იწვევს მოზრდილ ადამიანებშიც. ბევრმა არ იცის, როგორ შეაგროვოს სწორად ვერცხლისწყლის გაფანტული ფრაგმენტები, რათა ზიანი არ მიადგეს საკუთარ თავს და ახლობლებს. დღეს, ჩვენ გაგაცნობთ ძირითად წესებს, რომელიც უნდა დაიცვათ, რათა არ მოხდეს ვერცხლისწყლით მოწამვლა.


1.გამოიყვანეთ იმ შენობიდან ყველა, სადაც მოხდა თერმომეტრის გატეხვა, არ დაივიწ-

ყოთ შინაური ცხოველებიც.



image


2.გამოიყენეთ კონდინციონერი (არსებობის შემთხვევაში), რათა მოხდეს ტემპერატუ-

რის დაწევა ოთახში 16-18 გრადუსამდე.


image


3. კარგად დაკეტეთ კარები და გააღეთ ოთახის ფანჯრები.


image


4. დარწმუნდით, რომ ვერცხლისწყალი არ არის ტანსაცმელზე და ფეხსაცმელზე.


image


5. ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები და გაიკეთეთ სამედიცინო ნიღაბი.


image


6. მოამზადეთ შუშის ქილა თავსახურით (სადაც შეაგროვებთ ვერცხლისწყალს) არ დაგავიწყდეთ ქილაში წყლის ჩასხმა.


image


7. შეაგროვეთ ვერცხლისწყლის ბურთულები სამედიცინო ოყნით ან შპრიცის გამოყე-

ნებით და მოათავსეთ წყლიან ქილაში.


image


ამ პროცედურის ბოლოს, აუცილებელია ორჯერ მოწმინდოთ იატაკი მათეთრებელი ხსნა-

რით, რომელიც შეიცავს ქლორს, ერთ ლიტრ წყალზე 1 სკ ხსნარით, იატაკი მოვწმინდოთ
გულდასმით კვირაში ორჯერ. არავითარ შემთხვევაში არ გადააგდოთ ვერცხლისწყლიანი
ქილა, ის მიიტანეთ სპეციალურ განყოფილებაში, თუ კი ასეთი არსებობს თქვენს ქალაქში.




2
4116
8-ს მოსწონს
ავტორი:დათო შაროვი
დათო შაროვი
4116
  
2017, 26 თებერვალი, 22:58
მოკლედ უნივერსიტეტეტის მეორე კორპუსში ხანძარი გაჩნდა 80-იან წლებში(იგივე ქიმიის კორპუსში)...დაიწვა უამრავი რამ ...იქ იყო უზარმაზარი თერმომეტრები..მაშინ ასეთი ლეგენდები დადიოდა,რომ ნათურას თუ ვერცხლისწყლით გაავსებდი და ანტენად გამოიყენებდი უცხოეთის არხებს დაიჭერდი...ბევრი რომ არ გავაგრძელო ნახევარლიტრიანი ბანკა გავავსე ვერცხლისწყლით(გადაყრილ-გატეხილი თერომეტრებისგან)..და კარგა ხანი მქონდა სახლში..ბევრჯერაც გადმომეღვარა..მერე მითხრეს რომ სახიფათო იყო და გადავღვარე..თუმცა რაიმე დისკოფორტი არასდროს მიგრძვნია
2017, 26 თებერვალი, 21:48
ან აიღეთ წვენის საწრუპი და გაფანტული ფრაგმენტები შეისრუტეთ პირში ეცადეთ არ გადაგეყლაპოთ. შემდეგ გადმოაფურთეთ აბაზანაში და წყალს გაატანეთ. დამიჯერეთ კარგი გემო აქვს ოდნავ მოტკბო შაქრისმაგვარი და თუ გაგიმართლად და თქვენმა სხეულმა გაუძლო საღამოს 40 გრადუს სიცხეს აგიწევთ და ორი დღე ბუნდოვნად ივლით როგორც კაიფში და გადაგივლის. გამოცდილება მიღებული მაქვს მაგარი შეგრძნებაა :):):):)
0 1 2