x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
მასშტაბური სამხედრო კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის დამანსკის კუნძულზე

image კუნძული დამანსკი რომელიც პრიმორსკის მხარის პოჟარსკის რაიონში შედიოდა მოიცავდა ტერიტორიას 0, 74 კვადრატულ კილომეტრს მდინარე უსურის ნაპირზე და უფრო ახლოს იყო ჩინურ ნაპირთან ვიდრე საბჭოთა ნაპირთან. მიუხედავად ამისა პეკინ ის 1860 წლის ტრაქტატის შესაბამისად საზღვარი გადიოდა არა მდინარეზე, არამედ ჩინეთის მხარეს მდინარის ნაპირზე.
დამანსკის კუნძულზე მოხდა მასშტაბური კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის, ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის შექმნიდან 20 წლის მერე. 1950 წლამდე ჩინეთი წარმოადგენდა სუსტ ქვეყანას უღარიბესი მოსახლეობით. საბჭოთა კავშირის დახმარებით ჩინეთმა შესძლო ქვეყანა გამხდარიყო ბევრად ძლიერი, ეკონომიკით და ძლიერი სამხედრო ინფრასტრუქტურით. სტალინის სიკვდილის მერე მოხდა საბჭოთა კავშირსა და ჩინეთს შორის ურთიერთობის გაფუჭება, მაო ძედუნი უკვე პრეტენზიას გამოთქვამდა მსოფლიო დონის ლიდერობაზე და თვლიდა, რომ ის იყო მთელ კომუნისტურ სამყაროში ყველაზე წარმატებული და ძლიერი ლიდერი, რასაც არ ეთანხმებოდა ამბიციური ხრუშჩოვი. იმ დროისათვის ჩინეთის კომპარტიის ლიდერმა 1960 წელს ოფიციალურად განაცხადა: "ჩინეთის კომუნისტური პარტია ადგას სწორ გზას ხოლო საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია "არასწორ" კურსზეაო".
ამგვარმა განცხადებებმა უკიდურესად დაძაბა ურთიერთობა ორ ქვეყანას შორის, რამაც საბოლოო ჯამში სამხედრო კონფლიქტი გამოიწვია.
1969 წლის 2 მარტს ღამით სამასამდე ჩინელი მებრძოლი გადასხდა კუნძულ დამანსკზე, რამდენიმე საათის განმავლობაში ისინი შეუმჩნევლად გადაადგილდებოდნენ, მანამ სანამ მესაზღვრეების მცირე ჯგუფმა არ შეამჩნია მათი გადაადგილება.
მესაზღვრეების შტაბში განგაშის სიგნალი მიიღეს მხოლოდ დილის 10:32–ზე.
განგაშის სიგნალის მიღებისთანავე შემთხვევის ადგილისაკენ გაემართა 32 კაციანი ჯგუფი «Нижне-Михайловская»–ს სასაზღვრო დანაყოფის მეთაურის–უფროს ლეიტენანტ ივან სტრელნიკოვის მეთაურობით. ჩინურ მხარესთან მიახლოებისთანავე სტრელნიკოვმა მოსთხოვა ჩინელებს დაუყოვნებლივ დაეტოვებინათ კუნძული, რასაც ჩინელების მხრიდან ცეცხლის გახსნა მოჰყვა, ჯგუფის მეთაური სტრელნიკოვი და მასთან ერთად მყოფი მესაზღვრეები ადგილზევე დაიღუპნენ, გადარჩა მხოლოდ ერთი ჯარისკაცი, რომელმაც მოასწრო საპასუხო ცეცხლის გახსნა და ბრძოლით უკანა ხაზზე გასვლა.
ასე დაიწყო ყველაზე ფართომასშტაბიანი კონფლიქტი საბჭოთა კავშირსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის.
სროლა გაიგეს მეზობელ სასაზღვრო დანაყოფში «Кулебякины сопки»–ი. სროლის ხმაზე სასაზღვრო დანაყოფის ოფიცერი უფროსი ლეიტენანტი ვიტალი ბუბნოვი 20 ჯარისკაცით, ჯავშანტრანსპორტიორით გავიდა შემთხვევის ადგილისაკენ. ჩინელებმა თავიდან აქტიური წინააღმდეგობა გაწიეს, მაგრამ მოგვიანებით უკან დაიხიეს. მესაზღვრეების დასახმარებლად უახლოესი სოფლიდან "ნიჟნემიხაილოვკა" მონადირეების ჯგუფიც მოვიდა და დაჭრილების გაყვანა დაიწყო სამხედრო კონფლიქტის ზონიდან.
იმ დღეს დაიღუპა 31 საბჭოთა მესაზღვრე და დაიჭრა 14–ზე მეტი, ხოლო ჩინელების მხარეს სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის დასკვნით დაიღუპა 248 მებრძოლი.
3 მარტს პეკინში საბჭოთა საელჩოს წინ ჩინელებმა მოაწყვეს დემონსტრაცია, ხოლო 7 მარტს უკვე მოსკოვში მოხდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საელჩოს პიკეტირება.
15 მარტს ჩინური მხარე კვლავ გადავიდა შეტევაზე კუნძულის მიმართულებით. ამჯერად ჩინური მხარის რაოდენობამ ქვეითი დივიზიის რაოდენობას მიაღწია და მათ მიერ იქნა გამოყენებული ტაქტიკა "ადამიანების ტალღა", რაც შემტევი მხარის ტალღისებურ იერიშს ითვალისწინებდა, ტაქტიკამ შედეგი გამოიღო და ჩინელმა მებრძოლებმა საბჭოთა მებრძოლები ჯერ შეავიწროვეს, მერე კი კუნძულიდან გასასვლელისაკენ გასვლა აიძულეს.
საბჭოთა მხარის მიერ გამოძახებულმა დამხმარე ძალამ–სატანკო ოცეულმა იმანსკის სასაზღვრო ზოლის შტაბის უფროსის პოლკოვნიკ ლეონოვის მეთაურობით დაიწყო კონტრშეტევა, მაგრამ როგორც აღმოჩნდა ჩინური მხარე კარგად იყო მომზადებული ვითარების ასეთი განვითარებისათვის და მათ როგორც აღმოჩნდა საკმაო რაოდენობით ჰქონდათ ტანკსაწინააღმდეგო საშუალებები, რომელთა გამოყენებითაც ააფეთქეს იმ დროისათვის უახლესი ტანკი " Т-62" გასაიდუმლოებული აპარატურით.
აღნიშნულმა ფაქტმა საბჭოთა მხარე დაარწმუნა საომარი მოქმედებების სერიოზულობაში და იმაში, რომ ბრძოლაში შეყვანილი საბრძოლო დანაყოფების შეიარაღება და რაოდენობა საკმარისი, რომ არ იყო.
სასწრაფოდ იქნა გაცემული ბრძანება, რომლის ძალითაც განგაშის სიგნალით კონფლიქტის მიმართულებაზე გაიგზავნა მდინარე უსურის გაყოლებაზე დისლოცირებული 135–ე მოტომსროლელი დივიზია, რომლის მეთაურობამაც გასცა ბრძანება-არტილერიას გამოეყენებინა ცალკეული დივიზიონის შეიარაღებაში მქონე ზალპური ცეცხლის სისტემა "БМ-21 Град"–ი.
ბრძანების შესაბამისად ზალპური ცეცხლის სისტემებიდან ჩინური მხარის პოზიციების მიმართულებით გაიხსნა სარაკეტო ცეცხლი, რამაც გადაწყვიტა კიდეც ბრძოლის ბედი.
აღნიშნული ზალპური ცეცხლის სისტემა მისი შეიარაღებაში მიღების დღიდან, საბრძოლო მოქმედებებში პირველად იქნა გამოყენებული.
საბჭოთა ჯარები დაუბრუნდნენ საწყის პოზიციებს დისლოკაციის ადგილებში, ხოლო ჩინურმა მხარემ კუნძული დატოვა და აგრესია არ გამოუვლენია სასტიკი მარცხის შემდეგ.
საბჭოთა მხარემ ამ კონფლიქტის შედეგად დაკარგა 94 ჯარისკაცი და 9 ოფიცერი. ჩინური მხარის დანაკარგები დღემდე ზუსტად არაა გარკვეული, რადგან ჩინურმა მხარემ მკაცრად გაასაიდუმლოვა ინფორმაცია, სხვადასხვა მონაცემებით ჩინურმა მხარემ დაკარგა 150–დან 800, ზოგიერთი მონაცემებით კი 3000 მებრძოლამდე.
გამოვლენილი მამაცობისათვის 4 სამხედროს მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება: 1–პოლკოვნიკი ლეონოვი, 2–უფროსი ლეიტენანტი სტრელნიკოვი (სიკვდილის შემდეგ), 3–უფროსი ლეიტენანტი ბუბნოვი, 4–უმცროსი სერჟანტი ბაბანსკი.
imageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimageimage

















2
576
8-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
Mediator image
576
  
2017, 26 თებერვალი, 23:29
კი ბევრჯერ მსმენია მეც და მამას, რომ ვეუბნებოდი ეცინებოდა, ერთხელ კი წამიყვანა და მანახა ზალპური ცეცხლის სისტემა "გრადი".
წარმოიდგინე ისეთ პატარა მონაკვეთში თავმოყრილ ჩინურ დივიზიას რა დღეს დააყრიდა "გრადის" დივიზიონის სარაკეტო ცეცხლი!
2017, 26 თებერვალი, 23:16
რა კარგი თემაა,რომ გამახსენე ბავვობიდან მახსოვს დადიოდა ლეგენდები,როგორ გამოიყენა საბჭოთა კავშირმა პირველად ლაზერი და დაადუღაო იმათი სამხედრო ტექნიკა....თუმცა ყოველ ლეგენდაში სიმართლის მარცვალიც არის..თურმე ზალპური გრადი უხმარიათ პირველად
0 1 2