x
მეტი
  • 23.05.2017
  • სტატია:66490
  • ვიდეო:319125
  • სურათი:418155
"მთელი უნივერსიტეტი ტიროდა თურმე ნუცას, ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე და სტუდენტები მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას"-ნანუკა ჟორჟოლიანი .

image
23 თებერვალს მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის გახლდათ, საფრანგეთში, ამერიკულ უნივერსიტეტში პიარისა და მარკეტინგის ფაკულტეტზე სწავლობდა სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა კიდეც.

დღეს ნანუკა ჟორჟოლიანმა სოციალური ქსელის მეშვეობით მორიგი სტატუსი გამოაქვეყნა: "პარიზში, მთელი უნივერსიტეტი ტიროდა თურმა ნუცას. გოგოს, რომელიც სულ იღიმოდა და იყო ყვრლაზე უშუალო და მეგობრულიო ამბობენ ბავშვები".

"კიდევ ერთი ამბავი.

ისეთი სტუდენტები, როგორიც ნუცა იყო, (მაღალი ქულებით) უნივერსიტეტიდან მიიღებენ მისი სახელობის დაფინანსებას. ქართველი სტუდენტების ადაწყვეტილებით კი, (რომლებიც იმ უნივერსიტეტში სწავლობენ) ეზოში დაიდგმება მისი სახელობის ნატვრის ხე.

ალბათ ყველამ წარმოიდგინეთ როგორი იყო ნუცა, როცა თაობები მისი სახელობის დაფინანსებით, განათლებას მიიღებენ პარიზის ამერიკულ უნივერსიტეტში".

image

მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს"-განაცხადა მაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში.image






მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა (ცოტა რამ ნუცას შესახებ)


რატომ მალავს მაია ასათიანი ქალიშვილს?! ვინ არის და როგორ გამოიყურება ნუცა მახვილაძე (+ფოტოები)


ვინ არის და რას საქმიანობს მაია ასათიანის ყოფილი ქმარი ირაკლი მახვილაძე

0
462
3-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
462
   ქართული კლავიატურა
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0