x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134043
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
8 ნიშანი, რომელიც გასცემს მოღალატეს (კერძო დეტექტივების დაკვირვებების მიხედვით)
image


საოცარია, მაგრამ უმრავლესობა ადამიანებისა, ვისაც მეორე ნახევარმა უღალატა, დიდი ხნის მანძილზე ვერ ხედავდა, რაც ხდებოდა სინამდვილეში. ხდებოდა ისეც, რომ მეუღლის ღალატის შესახებ მხოლოდ მესამე პირისგან გებულობდნენ. რატომ ხდება ასე? რთული სათქმელია, მაგრამ ადამიანის მიმართ ძალიან დიდი სიყვარული, ისევე როგორც ძალიან პატარა ყურადღება, ჩვენ გვაბრმავებს. ფსიქოლოგების აზრით, არსებობს ნიშნები, რომლებიც ურთიერთობის რეალურ მდგომარეობაზე აუცილებლად აგვიხელენ თვალებს. აი ისინი.

1. ახალი ჩვევების გაჩენა

image
თუ თქვენს მეუღლეს წერილების წერის სურვილი ადრე არ ჰქონდა და ახლა მოულოდნელად ნამდვილ ჩვევად ექცა, ეს დაფიქრების მიზეზს გაძლევთ. განსაკუთრებით მაშინ, თუ მისთვის უჩვეულო მანერით ან უჩვეულო დროს წერს. ბუნებრივია, ისეთი რამ, როგორიც არის ფარული ან გვიანობამდე მიმოწერა, უკვე ეჭვს ბადებს.

2. ახალი მუსიკის და სხვა ნივთების მოულოდნელი ინტერესი

image

მუსიკალური გემოვნება წლების მანძილზე თავისთავად შეიძლება შეიცვალოს, და ეს ნორმალურია, მაგრამ კარდინალურად შეცვლა უმიზეზოდ არ ხდება. საკმაოდ საეჭვოა, თუ ადამიანი მთელი ცხოვრება შანსონებს უსმენდა და შემდეგ ვალსებით დაინტერესდება. ამასთან ერთად, როგორც წესი, ქმარს ან ცოლს სასტიკად არ სურს მეორე ნახევარს გააცნოს თავისი ახალი ჰობი.

3. იმიჯის შეცვლა

image

როგორც წესი ზრდასრულ ადამიანებს თავის იმიჯი უკვე არჩეული აქვთ და წლების მანძილზე არ ცვლიან. ამიტომ, ის ფაქტი რომ 40 წლის ქმარი ან ცოლი გადაწყვეტს კარდინალურად შეიცვალოს, ღალატის ნიშანი შეიძლება იყოს. ქალებში ასეთი რამ შედარებით იშვითად მუშაობს, რადგან მათ სულ ცოტა მიზეზიც ყოფნით იმისთვის, რომ თმა შეიჭრას, გაიზარდოს, შეიღებოს, მაგრამ მაინც ...

4. სამსახურში გვიანობამდე მუშაობა და ღამის გათენება

image
სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ეს შეიძლება ახასიათებდეს როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. მსგავსი თავის მართლება, როგორიც არის „უფროსმა დამტოვა“ _ თითქმის ქრესტომათიას წარმოადგენს ღალატის ანბანში. იგივე შეეხება ფულსაც. მაგრამ ეს უფრო მამაკაცების განხრით ხდება, რადგან
ახალ გატაცებას ხომ ჭირდება „დალევა, კვება და ცეკვა“, ხომ მართალია?


5. განწყობის მყისიერი ცვლილებები
image

ხან მხურვალე, ხან ცივი. თქვენი მეორე ნახევარი ხარ დაფრინავს ბედნიერებისგან და ხან დადის შავ ღრუბელზე მეტად ჩაშავებული, ხან შფოთავს და კრთის. თითქმის ყველა მოღალატე ადამიანისთვის არის ნაცნობი დანაშაულის ის გრძნობა, რომელიც გღრღნის შიგნიდან და გაიძულებს მოიქცე ისე, თითქოს დანაღმულ კასრზე ზიხარ.


6. სხვა ადამიანი

image

თქვენ მოულოდნელად ამჩნევთ, რომ თქვენი ცოლი ან ქმარი სრულიად სხვა ადამიანად იქცა. ის, ვისაც ტახტის ფორმა ჰქონდა დღემდე მიღებული, უეცრად მოტივირებულად და რეგულარულად იკარგება სპორტ-დარბაზში. ან დასვენების დღეები, რომელიც მანამდე იყო დრო ორივესთვის, გადავიდა კერძო საკუთრების რანგში. ასეთი რამის არ შენიშვნა შეუძლებელია.


7. გასაიდუმლოება

image
ეს შეიძლება სხვა პუქტებთან თანხვედრაში იყოს, მაგრამ ნდობის დაკარგვა - უფრო სერიოზულია, ვიდრე სამსახურში დაყოვნება და ახალი ვარცხნილობა. გულწრფელობა - ურთიერთობის საფუძველია. პატიოსან, გულწრფელ ადამიანს დასამალი არაფერი აქვს და ტყუილი არაფერში ჭირდება. ასე რომ, ცხელ კვალზე უნდა იმოქმედოთ. ორივესთვის ასე ჯობია.

8. ინტუიცია

image

როგორც წესი, ეს ქალებს ახასიათებთ, მაგარამ მამაკაცმაც შეიძლება ბუნდოვნად იგრძნოს, რომ „რაღაც ვერ არის ისე“. არ ღირს ამ პატარა ზარების სრულად იგნორირება. თქვენი ქვეცნობიერება იშვიათად ცდება, უბრალოდ ჩვენ დავკარგეთ მისი ნდობა. ასე რომ, ყური დაუგდეთ რას გეუბნებათ შინაგანი ხმა.


ყველა ეს ნიშანი _ არ არის მოქმედების პირდაპირი სახელმძღვანელო და საჭიროა სამჯერ (არა, ათჯერ) დაფიქრდე მანამ, სანამ ეჭვიანობას დაიწყებ მეორე ნახევრის ორგულობაზე. და მითუმეტეს ბრალს წაუყენებ. უბრალოდ, ხანდახან სიყვარული
ბრმაა და ადამიანი ვერ ხედავს ჭეშმარიტებას. ჩვენი პატარა მეგობრული რჩევაა: „გაუფრთხილდით ოჯახებს, გაზარდეთ მასში სიყვარული, იზრუნეთ ერთმანეთზე, რათა სიტყვა „ღალატი“ თქვენს საოჯახო ლექსიკაში არასოდეს გაჩნდეს“.


იხილეთ ასევე:

1. აღმოჩნდა, რომ ქორწინება 7 ეტაპისგან შედგება. თუ თანამედროვე ადამიანს ეცოდინება ამ შვიდი ეტაპის შესახებ _ განქორწინების 80 % აღარ იარსებებს!

2. 5 ისტორიული მაგალითი, როცა ჰომოსექსუალობა ნორმად ითვლებოდა

3. მშობლებს ეგონათ, რომ მათი შვილი ჯერ პატარაა და ვერ ხვდება რითი არიან დაკავებული. მაგრამ...

4. იმ ქალებისთვის, ვინც ცოლიან მამაკაცებთან წვებიან, ცალკე ადგილია განკუთვნილი ჯოჯოხეთში!

5. რომელი ქალია უფრო ტკბილი...

6. საყვარელი რატომ არის უფრო სექსუალური, ვიდრე ქმარი?

7. ქალიშვილმა შემთხვევით გაიგო, რომ დედას საყვარელი ჰყავს. ამ დროს რეკავს მამა...

0
1175
9-ს მოსწონს
ავტორი:melody_inside
melody_inside
1175
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0