x
მეტი
  • 25.04.2024
  • სტატია:134509
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508567
ქართველი გოგონა, რომლის ნამუშევრებმაც მსოფლიო აღაფრთოვანა

image



ქარგვითა და ფოტოგრაფიით გატაცებული მეკო გელაშვილი თბილისში ცხოვრობს. მის ყოველდღიურ საქმიანობას, მხატვრობასთან არაფერი აქვს საერთო. იგი ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების სპეციალისტად მუშაობს. ქარგვამ ოთხი წლის წინ გაიტაცა, რაც პირველ რიგში, მისი დედის დამსახურებაა. მეკოს დედა უკვე წლებია დაკავებულია ამ საქმით და შესანიშნავ ნამუშევრებს ქმნის. ქარგვის რამდენიმე სახეობიდან, მეკო წყლით ქარგვას ანიჭებს უპირატესობას, რაც ძაფითა და ნემსით ხატვას გულისხმობს. გარდა ქარგვისა და ფოტოგრაფიისა, მას სიმღერის ნიჭიც აქვს. წლების წინ ამ საქმითაც იყო დაკავებული, ახლა კი მთელ ენერგიას თავის შემოქმედებას უთმობს. მსოფლიო შედევრებს აბრეშუმის ქსოვილზე, ფერადი ძაფებით ქარგავს. imageმისი რამდენიმე შედევრი, უკვე მოხვდა რუსული ვებ გვერდის kulturologia.ru-სა და ამერიკულ boredpanda.com- ზე. მის ნამუშევრებს უამრავი გაზიარება და მოწონება აქვს. ცნობილი ბლოგერი მარტა სტიუარტი წერს: "ქართველმა მხატვარმა, რომელიც თბილისში ცხოვრობს, საკუთარი ჰობის ხელოვნების ნიმუშად გადაქცევის უნიკალური საშუალება მონახა. ის იღებს ცნობილი ტილოების ასლს და იმდენად ზუსტად ქარგავს, რომ შეიძლება ხელოვნების ნიმუშად ჩაითვალოს". მეკო გელაშვილი, უახლოეს მომავალში, საკუთარი ნამუშევრების გამოფენასა და გაყიდვას გეგმავს.


0
61
5-ს მოსწონს
ავტორი:ნინო დვალაშვილი
ნინო დვალაშვილი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0