x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508500
ბნელი ტრიადა: ფსიქოპათია, ნარცისიზმი, მაკიაველიზმი
ფსიქოლოგიაში "ბნელი ტრიადა" თავისთავში მოიაზრებს სამ პიროვნულ მახასიათებლის ერთობლიობას, რომელიც ეყრდნობა სამ ძირითად მიმართულებას. ესენია მაკიაველიზმი, ნარცისიზმი და ფსიქოტიზმი. ისინი სოციალურად არასასურველ, საზოგადოებისთვის მიუღებელ და საზიანო პიროვნული ნიშნების ნაკრებს წარმოადგენს. არსებობს მათი საკვლევი ტესტიც ამავე სახელწოდებით - "ბნელი ტრიადის საკვლევი ტესტი (DE)". ეს სტატია ეხება ამ სამი მახასიათებლებიდან თითოეულის განმარტებას, რათა გასაგები გახდეს თუ რა მოიაზრება მათში.
ბნელი ტრიადა

ფსიქოპათია გულისხმობს ეგოცენტრულობას, იმპულსურობას, უპასუხისმგებლობას, ზედაპირულ აფექტს, ემპათიის და დანაშაულის, სირცხვილის განცდის ნაკლებობას, პათოლოგიური მატყუარობას, მანიპულაციას, სოციალური მოლოდინებისა და ნორმების დარღვევას. ის ხასიათის თანდაყოლილი ანომალიაა, რომელსაც პიროვნების წყობის მყარი თანდაყოლილი თავისებურებები ახასიათებს. გამოყოფენ ასევე შეძენილ ფსიქოპათიურ მდგომარეობებს, რომლებიც წარმოიქმნება ცენტრალური ნერვული სისტემის ორგანული დაზიანებისა და სხვა დაავადებების შედეგად. ფსიქოპათები ხასიათდებიან არა მხოლოდ ხასიათის დისჰარმონიულობით, არამედ ასევე შედარებით მაღალი მგრძნობელობით.


ფსიქოპათიის მრავალრიცხოვანი ტიპებისგან ჩამოყალიბდა კლასიფიკაცია:

1. შიზოიდური ფსიქოპათები არიან პირები, რომლებისთვისაც დამახასიათებელია განმარტოება, აუტიზმი. ისინი გაურბიან გრძნობების გამოვლინებას, აგრეთვე მნიშვნელოვნად ახასიათებთ ეგოცენტრიზმი, ცივი და იფიციალური დამოკიდებულება სოციალურ ურთიერთობებში.
2. ფსიქასთენიური ფსიქოპათები - მიდრეკილები არიან ეჭვებისადმი, არ აქვთ შინაგანი რწმენა და ხშირად განსჯიან საკუთარ თავს დაეჭვი ეპარებათ ქცევების სისწორეში. ამ ტიპის წარმომადგენლები არიან პატიოსანი ადამიანები, რომლებიც მუშაობაში ითვალისწინებენ ყოველგვარ დეტალს, არიან პედანტები.

3. ასთენიური ფსიქოპათიისათვის დამახასიათებელია ზოგადი ნერვული სისუსტე, მოუხერხებლობა, მეტისმეტი მგრძნობიარობა და შთაბეჭდილიანობა; მათ ყველაზე ხშირად ახასიათებთ გადაჭარბებული დაღლილობა. ისინი არიან საკმაოდ გაფანტულები და დარღვეული აქვთ ყურადღების კონცენტრაცია.


4.აფექტური ფსიქოპათები - არიან კეთილმოსურნენი. მათთვის დამახასიათებელია ემოციური ლაბილობა, ხასიათის ცვალებადობა.

5. პარანოიალური ფსიქოპათები არიან გაუხსნელნი, სასტიკები და დესპოტურები, ეჭვიანები. ისინი მუდმივად ელიან ცუდს გარშემომყოფთაგან, მიდრეკილნი არიან ზეფასეული იდეებისადმი.

6. ისტერიულ ფსიქოპათების ძირითადი იდეა არის იყვნენ უფრო მნიშვნელოვანნი, ვიდრე სინამდვილეში არიან. მათთვის დასაშვებია ყველა ხერხის გამოყენება, რათა აღმოჩნდნენ ყურადღების ცენტრში. ამისთვის ისინი ხშირად იყენებენ განსხვავებულ ჩაცმის სტილს და არიან საკმაოდ დემონსტრაციულები. მათ ახასიათებთ ტრაბახი, გამოგონებები, ტყუილები, გაუაზრებელი ქცევები, სხვადასხვა ავანტურები. მათში სჭარბობს კაპრიზულობა, სიჯიუტე, ასევე სხვადასხვა ვეგეტატიური და ისტერიული პაროქსიზმები, როგორებიცაა სპაზმები, აფონია, ხელისთითების ტრემორი და სხვ.

ნარცისიზმი -მოიაზრებს პრეტენზიულობას, თვითგადიდებას, ეგზიბიციონიზმს, დომინანტობას, უპირეატესობის განცდას, ზედაპირული აფექტს, ემპათიის ნაკლებობას. ტერმინი ფესვებს იღებს ძველბერძნული მითიდან. მითი არის ახალგაზრდა უბედურ თავის თავზე შეყვარებულ კაცზე, რომელსაც ნარცისი ერქვა. იგი პათოლოგიურად ეგოცენტრული ახალგაზრდა კაცი იყო, რომელსაც აუზში თავისი ანარეკლი შეუყვარდა. სახელი "ნარცისიზმი" ფროიდმა შექმნა ნარცისის მიხედვით. ფროიდს სჯეროდა, რომ ნარცისიზმი დაბადებიდან ყოველი ჩვენგანის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჰუმანისტურ ფსიქოლოგიაში, პათოლოგიური ნარცისიზმი დაბალი ეგოცენტრიზმის სიმპტომია. როგორც ასეთი ტერმინი გამოიყენება უზომო თვითტკბობის, საკუთარი ხატის, საკუთარი თავის მიმართ ავადმყოფური სიყვარულის აღსანიშნავად. აღსანიშნავია კლასიკური ფსიქოანალიზი, სადაც ამ ტერმინით აღინიშნება ლიბიდოს მიჯაჭვულობა საკუთარ "მე"-ზე, როგორც ობიექტზე. ფრომის თვალსაზრისით, აუცილებელი არ არის ნარცისულმა ადმიანმა თავისი ნარცისიის ობიექტად მთელი პიროვნება აქციოს: ზოგჯერ განსაკუთრებული მიჯაჭვულობა არსებობს პიროვნების რაიმე ასპექტის (ფიზიკური უნარები, მახვილგონიერება, ღირსება) მიმართ. ნარცისიზმი სიცოცხლის გადარჩენას ემსახურება და სოციალურ თანამშრომლობასთან მისი შეთავსებაც შესაძლებელია. მეორე მხრივ, ინდივიდუალური ნარცისიზმი შეიძლება იქცეს ჯგუფურად; ასეთ შემთხვევაში გვარი, ერი, რელიგია, რასა ჩაანაცვლებს ინდივიდს და ნარცისული ლტოლვის ობიექტი გახდება. ამგვარად, ნარცისული ენერგია შენარჩუნდება, მაგრამ ემსახურება არა ერთ ინდივიდს, არამედ ჯგუფის სიცოცხლის გადარჩენას. ე.ფრომის თვალსაზრისით, წარმატებების მიღწევა იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი თუ მისი ობიექტი გახდება კაცობრიობა და არა ცალკე ხალხი, რასა ან პოლიტიკური სისტემა. ნარცისიზმის კონსტრუქტი სათავეს ფსიქოანალიტიკურ ლიტერატურაში იღებს. კონსტრუქტის განვითარება/კონცეპტუალიზაცია ოტო კერნბერგისა(1975) და კოჰუტის (1978) სახელებს უკავშირდება, რომელებმაც აღწერეს ნარცისული პიროვნების მახასიათებლები. კერნბერგი ამბობდა, რომ ნარცისების მთავარ მახასიათებლებს გრანდიოზულობა, უკიდურესი ეგოცენტრულობა და სხვა ადამიანების მიმართ ემპათიის და ინტერესის თვალშისაცემი ნაკლებობა წარმოადგენს. ნარცისიზმის, როგორც პიროვნების აშლილობა შევიდა და დაფიქსირდა დიაგნოსტიკურ და სტატისტიკურ სახელმძღვანელოში 1980 წელს.

ბნელი ტრიადა

მაკიაველზმი - მანიპიულატორი პიროვნება, ხასიათდება თვალთმაქცობით, მანიპულაციით, ინტერპერსონალური ანტაგონიზმით, ზედაპირული აფექტით, ემპათიის ნაკლებობით. "მაკიაველიზმი" პოლიტიკური ცხოვრების ბნელი და უზნეო მხარეთა განსახიერების სინონიმად იქცა. ეს ტერმინი წარმოიქმნა მისი მოძღვრების არასწორი გაგებისა და მოაზროვნის კერძო შეხედულებების მცდარი განმარტებებისაგან. მისი იდეის გამომხატველი მთავარი ფრაზა არის "მიზანი ამართლებს საშუალებას". ეს ფრაზა თან სდევს მის ნაშრომს - "მთავარი". ნაშრომში ძირითადი საკითხები ეხებოდა წარმატებული პოლიტიკური ლიდერობისათვის აუცილებელ წინაპირობებს. მაკიაველის აზრით არაეთიკური ქცევა მისაღებია, და არა მარტო მისაღები, აუცილებელიც, პოლიტიკური გავლენის მოპოვების, ან შენარჩუნებისთვის. მანიპულაციური ტაქტიკებიდან მაკიაველისტები ხშირად იყენებენ დარწმუნებას, გულახდილობას (ისევ მანიპულაციის მიზნით), მოხიბვლას. ასევე მანიპულაციის ფარულ ფორმებს, როგორიც არის აზრებით მანიპულირება, ცდუნება/მოტყუება, მეგობრულობა, ემოციებით მანიპულირების ტაქტიკები, დანაშაულის განცდის გამოწვევა შემდგომი მანიპულაციის მიზნით. ასევე დასტურდება რომ მაკიაველიანისტები სხვების ნეგატიური ხედვით ხასიათდებიან, სხვებს აფასებენ როგორც არაეთიკურებს. მაკიაველიზმის მიმდევრებისთვის დამახასიატებელია პრაგმატულობა, მორალური და ეთიკური სტანდარტების საკუთარ საჭიროებებზე მორგება და გამოყენება. "სანამშეგიძლია სიკეთის გზას უნდა მისდიო, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში, მზად უნდა იყო ეშმაკის გზის ასარჩევად" - მაკიაველი. იქიდან გამომდინარე, რომ მაკიაველიზმი დაგეგმვის უნარითა და სტრატეგიული ხედვით ხასიათდება, მაღალი მაკიაველისტები ორიენტირებულნი არიან პირად სარგებელზე თავიანთი ეკონომიკური პარტნიორების გათველისწინების გარეშე.

0
338
1-ს მოსწონს
ავტორი:ქეთევან ბაირამაშვილი
ქეთევან ბაირამაშვილი
338
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0