x
მეტი
  • 23.04.2024
  • სტატია:134474
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508532
უჩვეულო ახალი ამბები: CIA-ს ცნობით, უცხოპლანეტელებმა 23 ჯარისკაცი მოკლეს; წერილები საიქიოდან

უცხოპლანეტელებმა ჯარისკაცები ქვებად აქციეს


image


ეს ამბავი 1993 წელს მოხდა ციმბირში მდებარე ერთ-ერთ სამხედრო ბაზაზე, მაშინ უცხოპლანეტელებმა ერთი გასროლით 23 ჯარისკაცი მოკლეს. – CIA (ცენტრალური სადაზვერვო სააგენტო, აშშ) ანგარიშზე დაყრდნობით, ინფორმაციას გმომცემლობა Express-ი ავრცელებს.

ერთმა სამხედრო მოსამსახურემ, სამხედრო ბაზის თავზე ამო შენიშნა. ჯარისკაცებმა სროლის ბრძანება მიიღეს. ამის საპასუხოდ, მფრინავი თეფში მიწაზე დაეშვა და აფეთქების ხმა გაისმა, რომელმაც 23 ჯარისკაცი ადგილზე გააქვავა.
ამ ინციდენტის თვითმხილველი 2 ჯარისკაცი იყო, რომლებმაც უცნობი იარაღის გასროლამდე, დამალვა მოასწრეს. მოგვიანებით, მათ პატაკში დეტალურად აღწერეს, თუ რა და როგორ მოხდა. მათ ისიც აღნიშნეს, რომ უცხოპლანეტელებს საკმაოდ დიდი შავი თვალები და დიდი თავები ჰქონდათ.
ჯარისკაცების ქვად ქცეული სხეულები მოსკოვში გადაიტანეს ექსპერტიზაზე. თუმცა, ვერაფერი დაადგინეს. ქიმიური ანალიზის შედეგად, მხოლოდ ის გაირკვა, რომ კირქვის მაგვარ ნივთიერებასთან ჰქონდათ საქმე.



წერილები საიქიოდან


image


ქ. ჰერნ-ბეიში (დიდი ბრიტანეთი) მცხოვრები, 52 წლის სალი მორგანის თქმით, მას წერილების საშუალებით, ურთიერთობა აქვს დაღუპულ შვილთან.
ტონი რამდენიმე წლის წინ, ავტოავარიაში დაიღუპა. ის მაშინ 25 წლის იყო. მძიმე ტრამვები მიღების შემდეგ, 1 კვირა კომაში იყო, ხოლო შემდეგ გარდაიცვალა.
რამოდენიმე ხნის შემდეგ, ამ უბედურებით განადგურებულ დედასთან უცხო ქალი მივიდა, თავი ექსტრასენსად გააცნო და უთხრა, რომ მასთან მისი გარდაცვლილი შვილის თხოვნით იყო. მისი თქმით, მასთან სული მივიდა, რომელმაც უთხრა რომ ტონი ერქვა და აუცილებლად უნდოდა დედასთან საუბარი.
სალიმ უნდობლობა გამოხატა უცნაური სტუმრის მიმართ და ელოდებოდა, თუ როდის მოსთხოვდა ის ფულს. თუმცა, მსგავსი არაფერი მომხდარა – ქალმა მხოლოდ ის ურჩია, რომ ღამე ოთახში მარტო დარჩენილიყო, სანთელი აენთო და ფურცელზე დაეწერა, რისი თქმაც შვილისთვის უნდოდა.
სალი მთელი თვის მანძილზე მედიუმის სიტყვებზე ფიქრობდა და მხოლოდ შემდეგ გადაწყვიტა მისი რჩევის გათვალისწინება. ოთახში მარტო დარჩა, სანთელი აანთო, წერისთვის მოემზადა და უეცრად ხელზე ცივი შეხება იგრძნო. რაღაც უხილავმა ძალამ დაიწყო მისი ხელის მართვა და ფურცელზე სიტყვებიც დაიწერა... მას ძალიან შეეშინდა, თუმცა წინააღმდეგობა არ გაუწევია – თავს იმით იმშვიდებდა, რომ ეს მისი შვილი წერდა მისთვის წერილს.
ახლა ტონის წერილების საშუალებით აქვს ურთიერთობა დედასთან, უყვება ყველადფერს რაც სიკვდილამდე შეემთხვა და იმასაც, რაც სიკვდილის შემდეგ ხდება.

image

imageთქვენთვის ასევე საინტერესო იქნება:
image* უჩვეულო ახალი ამბები: ყველაზე დიდი ალიგატორი აშშ-ში ცხოვრობს (+ვიდეო), ბრაზილიაში ციხის კამერამ მოჩვენება დააფიქსირა
* უჩვეულო ახალი ამბები: ინგლისის დედოფალმა მეღვინეობა დაიწყო, მოჩვენება სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, პატარა უცხოპლანეტელი – ფოტოკამერამ
* უჩვეულო ახალი ამბები: უცხოპლანეტელები ბრიტანეთში, მამალი ციხეში და გოგონა-გველი ინდოეთში

* უჩვეულო ახალი ამბები: ფილიპინებზე უცნაური თევზი დაიჭირეს, პერუში უცხოპლანეტელის ქანდაკება დადგეს


0
780
10-ს მოსწონს
ავტორი:ლალი ადიკაშვილი
ლალი ადიკაშვილი
Mediator image
780
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0