x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134038
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
როგორ ამოვიცნოთ დიაბეტი ბავშვებში ადრეულ სტადიაზე

image

მიუხედავად იმისა, რომ ექიმები ამ დაავადებას უკვე წარმატებით ებრძვიან, თუ მკურნალობას მიუშვებთ ან გვიან აღმოაჩენთ, სასიკვდილო საფრთხე იზრდება.
აშშ-ის დიაბეტოლოგთა ასოციაციის მონაცემთა თანახმად, დიაბეტი აშშ-ის ტერიტორიაზე გავრცელებულ მომაკვდინებელ დაავადებათა სიაში მე-7 ადგილს იკავებს. დიაბეტით დაავადებულთა რიცხვი ბავშვებშიც იზრდება. სიმპტომების ცოდნა საშუალებას მოგცემთ თქვენს ბავშვს დროულად აღმოუჩინოთ ეს დაავადება.
1. არაბუნებრივი წყურვილის გრძნობა.
დიაბეტის დროს სისხლში შაქრის შემცველობა იზრდება. შაქარი ქსოვილებიდან სითხეს შთანთქავს და შედეგად წყურვილის გრძნობა ვითარდება. ეს ყველაზე მარტივი მეთოდია დიაბეტის გამოსავლენად.
2. ხშრი შარდვა.
რამდენადაც ბავშვი ბევრ წყალს სვამს, ჩვეულებრივზე უფრო ხშირად გადის ტუალეტში.
3. მხედველობის დაბინდვა.
ეს სიმპტომი შესაძლოა თვალის პრობლემებს უკავშირდებოდეს, მაგრამ შეიძლება დიაბეტითაც იყოს გამოწვეული. შაქარი სითხეს თვალიდანაც შთანთქავს, რაც მხედველობის დეფოკუსირების მიზზი შეიძლება გახდეს.
4. განწყობის მკვეთრი ცვალებადობა.
თუ თქვენი ბავშვი უმიზეზოდ და მოულოდნელად ღიზიანდება, ეს შესაძლოა დიაბეტის პირველ ეტაპზეც მიუთითებდეს.
5. წონის კარგვა.
წონის კარგვა გამოწვეულია უჯრედებისთვის შაქრის მიწოდების დარღვევით, რომელიც ენერგიის წყაროა. შედეგად, კუნთოვანი ქსოვილი შემცირებას იწყებს.
6. ძლიერი შიმშილის გრძნობა.
ეს გრძნობა გამოწვეულია ინსულინის ნაკლებობით, რაც უჯრედებისთვის შაქრის მიწოდების საშუალებას არ იძლევა. შაქარი კი ენერგიის წყაროა, რაც ასე ძალიან სჭირდება ბავშვის ორგანიზმს. შედეგად თქვენი ბავშვი გამუდმებით მშიერია, ჭამის შემდეგაც კი.
7. კანის ქავილი.
აშშ-ის დიაბეტოლოგთა ასოციაციის თანახმად, სისხლის ცუდი ცირკულაციის ან ბასტომიკოზის შედეგად შესაძლოა კანის ქავილი განვითარდეს.
8. დაღლილობა.
უჯრედებში შაქრის უკმარისობა ენერგიის ნაკლებობას იწვევს, შედეგად დიაბეტით დაავადებულ ბავშვებს უჩვეულო დაღლა და მოთენთილობა აღენიშნებათ.
თუ ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომებიდან თქვენს შვილს ერთი მაინც აღენიშნება, მიმართეთ ექიმს დაუყოვნებლივ.
გახსოვდეთ, დიაბეტი ვერაგი დაავადებაა. თუ სათანადო ყურადღებას არ მიაქცევთ, დროთა განმავლობაშიშესაძლოა კატარაქტა, თირკმელების გათიშვა, ცენტრალური ნერვული სისტემის დაზიანება, ინფარქტი და ინსულტიც კი გამოიწვიოს.

0
398
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
398
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0