x
ენის გამოყენების კულტურული კონტექსტი
image




მუნროე და ვინტერსი აღნიშნავდნენ, რომ სხვადასხვა კულტურაში წარმოქმნილი ენის ტიპი დამოკიდებულია ფიზიკურ გარემოზე.თბილ კლიმატში მაცხოვრებლები მეტ დროს ატარებენ გარეთ, ამიტომ მათ ერთმანეთთან ურთიერთობა უფრო შორ მანძილზე უწევთ გარემოს ხმაურის პირობებში.ამისთვის მათ სჭირდებათ მარტივი, ნაკლებად ორაზროვანი სტრუქტურის მქონე ენა.Munroe და მისი კოლეგები ვარაუდობდნენ, რომ თბილ ქვეყნებში სიტყვებს უფრო მეტად ექნება ერთმანეთის მონაცვლე თანხმოვანების და ხმოვანების სტრუქტურა (მაგ. პანამა, მატადორი).სიტყვები, სადაც ეს თანმიმდევრობა არაა დაცული (მაგ. screech, stick) უფრო რთული აღსაქმელია და ამიტომ უფრო ცივ კლიმატში გვხვდება.ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად შეისწავლეს 53 საზოგადოების სიტყვები, საიდანაც 47 უწიგნური იყო.


Hall (1976) გასცდა ფონეტიკურ სტრუქტურას და ივარაუდა, რომ სხვადასხვა კულტურაში ენის გამოყენება შიეძლება დავაჯგუფოთ მაღალი და დაბალი კონტექსტის მიხედვით.დაბალი კონტექსტის კულტურაში მეტყველება ექსპლიციტურია და შინაარსი სიტყვებში ფართოდაა გავრცობილი.ამის საპირისპიროდ, მაღალი კონტექსტის კულტურაში შინაარსის დიდი ნაწილი იმპლიციტურია და ნათქვამი სიტყვები არაპირდაპირი, სადაც შინაარსის მხოლოდ მცირე ნაწილია მოცული.შინაარსის დანარჩენი ნაწილი მსმენელმა უნდა იგულისხმოს მოსაუბრის შესახებ წარსული ცოდნიდან, საუბრის გარემოებებიდან და სხვა კონტექსტუალური მანიშნებლებიდან გამომდინარე. Hall-მა ქვეყნები ამ ორი კატეგორიის მიხედვით დააჯგუფა.


Gudikunst, Ting-Toomey და Chua (1988) ივარაუდეს, რომ მეტყველება ინდივიდუალისტურ ქვეყნებში შეიძლება დავახასიათოთ როგორც პირდაპირი, მოკლე, პირადი და ინსტრუმენტალური. ამის საპირისპიროა კომუნიკაციის არაპირდაპირი, რთული, კონტექსტუალური და ემოციური ელფერი კოლექტივისტურ საზოგადოებებში. ამ ზოგადი ვარაუდიდან შეიძლება ვიწინასწარმეტყველოთ, რომ ინდივიდუალისტურ კულტურებში მეტყველება მეტად ფოკუსირებულია, მოკლეა, მეტად გამოიყენებს სიტყვას „მე“ და კნკრეტულ მიზნებს.კოლექტივისტურ საზოგადოებებში მეტყველება იქნება მეტად თხრობითი და მეტ განმარტებებს გამოიყენებს, როგორიცაა „შესაძლოა“, „ალბათ“, „სავარაუდოდ“, „ოდნავ“, „ერთგვარად“ და „უფრო მეტად“. გარდა ამისა, ის უფრო მოხერხებულად ასახავს ადამიანის სტატუსს და მოსაუბრეს უბიძგებს ეძებოს ეფექტური მანიშნებლები თუ როგორ უნდა უპასუხოს მიღებულ მესიჯს.



S.Kim -ის ვარაუდით კოლექტივისტურ კულტურებში მოსაუბრემ თავს არ უნდა მოახვიოს მსმენელს და არ უნდა აწყენინოს მას, ინდივიდუალისტურ კულტურაში კი მოსაუბრესგან მოითხოვება ნათლად, გასაგებად საუბარი. ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად სხვადასხვა კულტურის რესპონდენტებს სთხოვეს ამ ორივე შეზღუდვის მნიშვნელობის შეფასება. კულტურის დონეზე, მოთხოვნა თავს არ მოახვიო და არ აწყენონო უფრო მაღალი შეფასებით სარგებლობდა კორეაში და ჰავაის 3 კუნძულზე, ხოლო ნათელი საუბარის მოთხოვნა უფრო მეტად შეერთებულ შტატებში შეფასდა მაღალი ქულით . მე კონცეფციის კვლევა აჩვენებს, რომ ურთიერთდამოკიდებული მე კონცეფციის ადამიანები ცდილობენ თავს არ მოახვიონ და არ აწყენინონ, ხოლო დამოუკიდებელი მე კონცეფციის ადამიანები ცდილობენ გარკვევით ისაუბრონ. ამ განსხვევებების მიუხედავად ყველა კულტურალურ ჯგუფში კომუნიკაციაში სხვადასხვა შეზრუდვების გამოყენება დაკავშირებულია ურთიერთობაში საკუთარი ეფექტურობის აღქმასთან .


პირდაპირი და ექსპლიციტური კომინიკაცია გარკვეულ დროს ყველა კულტურაში აუცილებელია, ისევე როგორც არაპირდაპირი და ორაზროვანი.Yeung-მა გააანალიზა ავსტრალიის და ჰონგ კონგის ბანკებში გადაწყვეტილების მიღების შეხვედრების ჩანაწერები.მან ორივე კულტურაში კომუნიკაციის ორივე ფორმა აღმოაჩინა.ასეთ ამოცანაზე მიმართულ გარემოში, სადაც შეფასების ზეწოლა არსებობს, ადამიანებს ურჩევნიათ მათი ინდივიდუალური წვლილი გაგებული და დაფასებული იყოს.ამგვარად Yeung შეამჩნია, რომ ორივე კულტურის წევრები ერთნაირად ხშირად არ ეთანხმებოდნენ, მაგრამ ამას განსხვავებულად აკეთებდნენ:ავსტრალიელები იყენებდნენ „დიახ, მაგრამ...“; ჰონგ კონგის ჩინელები უფრო მეტ რიტორიკულ კითხვებს სვამდნენ. გარდა ამისა, ორივე ჯგუფის მონაწილეები ცდილობდნენ მათი პოზიციის გატარების შერბილებას, რომ არ აღქმულიყო მათგან ზეწოლა. ავსტრალიელები მეტ ვერბალურ ჩარტვებს იყენებდნენ, მაგ :„ერთგვარად“, „“მე ვფიქრობ, რომ...“, „იმედია“; ჰონგ კონგელი ჩინელები საკუთარი პოზიციის ჩამოყალიბებისას მეტ კითხვებს იყენებდნენ, განსაკუთრებით „შეიძლება...?“ ფორმით. ასევე Beebe და Takashi ადასტურებენ, რომ იაპონელები შეიძლება ისევე პირდაპირი და ექსპლიციტური იყვნენ მეტყველებაში როგორც ამერიკელები, მაგრამ განსხვავებულ სემანტიკურ ფორმულას იყენებენ.


პირადი ინფორმაციის გამოაშკარავება შეიძლება პირდაპირი კომუნიკაციის ფორმად ჩაითვალოს და უფრო მეტად შეერთებული შტატებისთვის იყოს დამახასიათებელი, ვიდრე კორეისთვის.Won-Doornink-მა შეადარა თვით-გახსნა შეერთებულ შტატებში და კორეაში. ეს განსხვავება ტიპიურია კოლექტივისტური და ინდივიდუალისტური კულტურებისთვის. ინდივიდუალისტურ კულტურებში ორმხრივი თვით-გახსნა ღირებულია და განსაზღვრავს ადამიანის არჩევანს სურს თუ არა მეორე ადამიანის უკეთ გაცნობა.კოლექტივისტურ კულტურებში ნაკლებად მნშვნელოვანია ადამიანის ისტორიის ან პიროვნების ცოდნა, და უფრო მნიშვნელოვანია მისი კავშირების და სტატუსის, კონტექსტის წესების ცოდნა. გახსნა ღირებული მხოლოდ უკვე დამყარებულ ჯგუფურ ურთიერთობებშია.


პირის ნაცვალსახელების გამოყენება სხვადასხვა ენებში :


„ნაცვალსახელების გამოტოვება“ არის ლინგვისტური ფენომენი, რომელიც კულტურალურ აქცენტებს შეიცავს. ბევრ ენაში შესაძლებელია გამოვტოვოთ ან უგულებელვყოთ პირველი და მეორე პირის მხოლობითი ნაცვალსახელები (მაგ. „მე“ და შენ“). ასეთი უგულებელყოფა ამოკლებს მოსაუბრეებს შორის განცალკევებულობას, და ქმნის „ჩვენ-ობის“ განცდას ურთიეთობაში. Kashima და Kashima იკვლიეს 39 ენა 71 ქვეყანაში. მათ აღმოაჩინეს, რომ ნაცვალსახელის გამოტოვება დამახასიათებელია კოლექტივისტური ქვეყნებისთვის, სადაც კავშირის წახალისება მნიშვნელოვანია. ინდივიდუალისტურ ქვეყნებში ინდივიდებს შორის განსხვავებაა მნისვნელოვანი და მას ეხმარება სიტყვების „მე“ და „შენ“ გამოყენება.მათ ასევე შეისწავლეს სხვადასხვა პირველი და მეორე პირის მხოლობითი ნაცვალსახელების რიცხვი თითოეულ ენაში. კვლევამ დაადასტურა მათი წინასწარი ვარაუდი, რომ კულტურა რომელშიც ეს ნაცვალსახელები მეტია, მეტად აკეთებს განსხვავებას სტატუსის ან როლის მიხედვით.


ზოგიერთ ენაში ნაცვალსახელი „ჩვენ“ შეიძლება გამოიყენებოდეს მოსაუბრესა და მსმენელ(ებ)ს შორის საზღვრების გასაქარწყლებლად. Mao განსაზღვრავს ჩინურ კომუნიკაციაში „ჩვენ-ს“ ოთხ განსხვავებულ, ზოგჯერ ურთიერთდაკავშირებულ მნიშვნელობას: მხოლობითი ჩვენ, მორჩილება, პოლიტიკურობა, თავის არიდება.“ჩვენ“ ნაცვალსახელის ასეთი მდიდარი პოტენციალი კოლექტივისტური კულტურეისთვისაა დამახასიათებელი. „მე-ს“ ნაცვლად „ჩვენ-ს“ ასეთი გამოკვეთა კოლექტიზმს დაუკავშირეს ჰონგ კონგის ჩინელების და გერმანელების საჩივრის წერილების ანალიზის კვლევაში :


ჩინელები წერილს უფრო მეტად ანონიმურად წერდნენ, ამით საჩივარს და მოსაჩივრეს განაცალკევებდნენ ერთმანეთისგან, რომ დაეცვათ ურთიერთობები ადრესატთან.

ჩინელები აღნიშნავდნენ, რომ პრობლემით არა მხოლოდ თავად, არამედ რამდენიმე სხვაა ადამიანიც დაზარალდა.


ჩინელები გაცილებით ნაკლებად მიმართავდნენ დამნაშავე ადამიანისადმი პირად ბრალდებას ვიდრე გერმანელები.


ეს ტაქტიკები საერთო ჯამში ჩინელების წერილს ნაკლებ ასერტიულს, ჰარმონიაზე ორიენტირებულს ხდიდა. კოლექტივისტური მიდგომა ნაკლებ დაძაბულობას ქმნის, რადგან ურთერთგაცვლა დეპერსონალიზირებულია. ამიტომ კოლექტივისტურ კულტურებში კომუნიკაცია შეიძლება ნაკლებად პირდაპირი იყოს.

0
47
შეფასება არ არის
ავტორი:თამარ გაბელია
თამარ გაბელია
47
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0