x
მეტი
  • 29.03.2024
  • სტატია:134058
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508251
აფხაზური მითები და რიტუალები.
image

ადამი და ანამი - დედამიწაზე გაჩენილი პირველი ადამიანები(ცოლ-ქმარი)აფხაზურ ეთიოლოგიურ გადმოცემათა
მიხედვით.

ცოლ-ქმარს სამი ვაჟი შეეძინა და რადგან უხსოვარ დროში საჭმელი ჯერ კიდევ არ იყო, შვილებს ჰაერით კვებავდნენ.

ერთხელაც ეშმაკმა ადამს წითელი ვაშლი მისცა, ვაშლნაჭამმა ადამმა ჩაისვარა.უფროსმა შვილებმა ასეთ მდგომარეობაში რომ იხილეს მამა იზიზღეს და გარეთ გავიდნენ, მხოლოდ უმცროსმა შვილმა დაბანა იგი.ამის შემდეგ ადამმა უფროსი შვილები დაწყევლა, შრომა არ მოგაკლოთ ღმერთმა, ხოლო უმცროსი დალოცა ჯაფა ნუ გენახოს და თავი ისე გერჩინოსო.


ასე რომ ბევრის მშრომელი ადამიანები ადამის უფროსი ვაჟების შთამომავლები არიან, უჯფაოდ თავის მარჩენელნი კი უმცროსისა.

image

ა-გიზმალი ანუ მაქცია.


აფხაზების წარმოდგენით ზოგიერთ ადამიანს აქვს სული, რომელიც ცხოველის სახით ან ცხოველზეა შემომჯდარი.დროდადრო ხეტიალობს, ადამიანისა და საქონლისთვის საშიშია.

აფხაზთა რწმენით ასეთი ადამიანი სოფელში რამდენიმეა და ისინი ხშირად ქალები არიან.



image

კალანდა-საახალწლო ლოცვა.

ახალი წლის წინა ღამეს, ვახშმის შემდეგ აცხობდნენ ოთხკუთხა ფორმის ხაჭაპურს და ხის გობზე დებდნენ, რომელსაც გარშემო ანთებული სანთლები ჰქონდა შემოკრული.

მთელი იჯახი ხაჭაპურის გარშემო მუხლს მოიყრიდა და ოჯახის უფროსი მამაკაცი საკმეველის დადებასთან ერთად ღმერთს წყალობას შესთხოვდა, შემდეგ ხაჭაპურს შეჭამდნენ და ნარჩენებს ცაცხლში ყრიდნენ.ეს რიტუალი აუცილებლად გათენებამდე უნდა დასრულებულიყო.

ტერმინი "კალანდა" აფხაზებს მეგრელებისგან აქვთ ნასასხები და უკავშირდება დასავლეთ საქართველოში გავრცელებულ ახალიწლის აღმნიშვნელ სიტყვას "კალანდას"

0
636
7-ს მოსწონს
ავტორი:სალე-სალე
სალე-სალე
636
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0