x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
რას გულისხმობს თვითგახსნა ?

image


თვითგახსნა საუბრის სპეციფიკური ტიპია, რომლის დროსაც ჩვენს ინტიმურ ინფორმაციას და გრძნობებს სხვას ვუზიარებთ. ზოგჯერ ჩვენ ვამჟღავნებთ ფაქტებს შვენს შესახებ კონკრეტულ ადამიანებთან, მაგრამ არა ყველასთან.ეს შეიძლება ეხებოდეს ჩვენს სამუშაოს ან იმას თუ ვის მივეცითხმა არჩევნებში.ეს "აღწერითი თვითგახსნის" სახელითაა ცნობილი, რადგან ჩვენ მიერ გაცემული ინფორმაცია აღწერს ფაქტებს ჩვენს შესახებ.სხვა სახის თვითგახსნასთანგვაქვს საქმე, როდესაც ჩვენს შეხედულებებს და გრძნობებს ვამჟღავნებთ - ჩვენ მიერ ვიღაცის მოწონებას, ზედმეტი წონით გამოწვეულ დანაშაულის გრძნობას ან იმას თუ როგორ ვერ ვიტანთ ჩვენს სამუშაოს. ამას "შეფასებით გახსნას" უწოდებენ, რადგან ამ შემთხვევაში ხაძგასმულია ადამიანებისა და სიტუაციის ჩვენეული შეფასება.


სხვა ადამიანებს ჩვენს შესახებ ინფორმაციის მრავალი მიზეზის გამო ვაწვდით.მაგალითად, ჩვენ შეიძლება სხვას საიდუმლო გავუმხილოთ იმისათვის, რომ მივაღწიოთ უფრო მეტ სიახლოვეს ურთიერთობაში.თვითგახსნის ძირითადი მიზეზები შემდეგია:


სოციალური მოწონება.ჩვენ გავცემთ ინფორმაციას ჩვენს შესახებ იმისათვის, რომ უფრო მეტად მიგვიღონ სხვებმა და მათი მოწონება დავიმსახუროთ.

ურთიერთობის განვითარება.პირადი ხასიათის ინფორმაციის და პატარა საიდუმლოებების გაზიარება მნიშვნელოვანია ურთიერთობის დაწყებისა და მისი გაღრმავებისთვის.თვითგამოხატვა.ზოგჯერ ჩვენ ვსაუბრობთ ჩვენს გრძნობებზე იმისათვის, რომ ვიგრძნოთ შვება.მძიმე სამუშაო დღის შემდეგ, ჩვენ შეიძლება მეგობარს ვუთხრათ, თუ როგორი გაბრაზებული ვართ უფროსზე და რას ვფიქრობთ და რომ არ ვიმსახურებთ მის ამგვარ დამოკიდებულებას.გრძნობების გამოხატვით შესაძლებელია სტრესის შემცირება.


საკუთარი თავის უკეთ გაგება.გრძნობებისა ან გამოცდილების გაზიარების შედეგად, ჩვენ შეიძლება მივაღწიოთ საკუთარი თავის უკეთ გაგებას და გავზარდოთ თვითცნოებიერება.მეგობართან ჩვენი პრობლემის შესახებ საუბარი შეიძლება დაგვეხმაროს გრძნობების გარკვევაში.სხვამ შეიძლება დაგვარწმუნოს, რომ ჩვენი რეაქცია "სავსებით ნორმალურია" ანდა გვითხრას, რომ "ყველაფერს ძალიან ვაზვიადებთ".ორივე შემთხვევაში, მსმენელები გვაწვდიან სასარგებლო ინფორმაციას სოციალური რეალობის შესახებ.

სოციალური კონტროლი. ჩვენ შეიძლება გავამჟღავნოთ ან დავმალოთ ინფორმაცია ჩვენს შესახებ სოციალური კონტროლის მიზნით.მაგალითად, შეიძლება შეგნებულად თავი ავარიდოთ საუბარს საკუთარი თავის შესახებ, პრივატობის დაცვის მიზნით.ან შეიძლება ხაზგასმით ვილაპარაკოთ იმ საკითხებზე ან იდეებზე, რომლებიც ჩვენი აზრით კარგ შთაბეჭდილებას მოახდენს მსმენელზე.უკიდურეს შემთხვევებში, ადამიანებმა შეიძლება თქვან ტყუილი სხვისი გამოყენების მიზნით, მაგალითად მაშინ, როდესაც მატყუარა ირწმუნება, რომ ადვოკატია, როდესაც მას სინამდვილეში არა აქვს იურიდიული განათლება.

image



თვითგახსნას შეუძლია გაზარდოს მოწონება და ხელი შეუწყოს ურთიერთობის განვითარებას, მაგრამ ის ასევე შეიძლება შეიცავდეს გარკვეულ რისკებს.პიროვნული ხასიათის ინფორმაციის გაზიარება ზრდის ჩვენს მოწყვლადობას.თვითგახსნას შეიძლება თან ახლდეს შემდეგი რისკები:

ინდიფერენტობა.ჩვენ შეიძლება სხვას გავუზიაროთ ინფორმაცია ურთერთობის წამოწყების მიზნით.ზოგჯერ ჩვენ თვითგახსნას მოყვება მეორის თვითგახსნა და ურთიერთობა ვითარდება.მაგრამ შიძლება ასევე დავინახოთ, რომ მეორე ადამიანი ჩვენი თვითგახნის მიმართ ინდიფერნეტულია და სულაც არ აინტერესებს ჩვენი გაცნობა.

უარყოფა.ინფორმაციამ, რომელსაც ჩვენ საკუთარი თავის შესახებ გავცემთ, შიძლება შედეგა ჩვენი სოციალური უარყოფა გამოიწვიოს.ასე, მაგალითად, კოლეჯის სტუდენტმა შეიძლება არ უთხრას ოთახის მეზობელს, რომ ეპილეფსია აქვს, რადგან ფიქრობს, რომ არასწორმა ინფორმაციამ და შიშმა შიეძლება ოთახის მეზობლის მხრიდან მისი უარყოფა გამოიწვიოს.

კონტროლის დაკარგვა.არის გარკვეული სიმარათლე ძველ ნათქვამში, რომ "ცოდნა ძალაა". ზოგჯერ, სხვები იყენებენ ინფორმაციას, რომელსაც ჩვენ ვუზიარებთ იმისათვის, რომ ჩვენ ზიანი მოგვაყენონ ანდა გააკონტროლონ ჩვენი ქცევა.მოზარდმა ბიჭმა შიეძლება თავის მეგობარს გაუზიაროს უხერხული ინფორმაცია იმის შესახებ რომ ქალების ეშინია.მეგობარმა, მასზე გაბრაზების შემთხვევაში მას შეიძლება ეს შეახსენოს.

ღალატი.იმ შემთხვევაში, როდესაც ჩვენ ვინმეს ვუზიარებთ პირადი ხასიათის ინფორმაციას, ჩვენ ხშირად ვუშვებთ, რომ ეს ინფორმაცია ჩვენს შორის დარჩება ანდა ვთხოვთ, რომ ეს ასე მოხდეს.სამწუხაროდ, ზოგჯერ ხდება კონფიდენციალობის დარღვევა.


გასაკვირი არ არის, რომ ადამიანები პიროვნულ ინფორმაციას უფრო ხშირად სანდო ადამიანებს უზიარებენ, ისეთებს როგორებიცაა მეუღლე, ახლო მეგობარი, თერაპევტი, მოძღვარი ან ადამიანი, ვისაც, იციან, რომ მეტი არასდროს შეხვდებიან, მაგალითად, უცნობი ავტობუსში.

თვითგახსნის შესაძლო რისკების გამო, ჩვენ ზოგჯერ ვმალავთ ჩვენ ღრმა გრძნობებს, არ ვუმჟღავნებთ საიდუმლოს იმათ, ვინც გვიყვარს და ჩვენი ცხოვრების ნაწილს სხვებისგან ვიცავთ.მოკლედ რომ ვთქვათ, შეიძლება არსებობდეს დაძაბულობა თვითგახსნის სურვილსა და საკუთარი პრივატობის დაცვას შორის.ჩვენს მიზანს ხშირად წარმოადგენს იმ ინფორმაციის კონტროლი, რომელსაც ჩვენს შესახებ ფლობენ - კონტროლი იმაზე, რომ სხვას გავუზიაროთ ის, რისი გაზიარებაც გვსურს, მაშინ როდესაც გვსურს ამის გაკეთება.



0
110
1-ს მოსწონს
ავტორი:მარიამ მარგველანი
მარიამ მარგველანი
110
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0