x
image
თაზუ
ადამიანის უდიდესი დანაკარგი არის ის, რაც კვდება მასში მისსავე სიცოცხლეში

image

დედას შვილი მოუკვდა.. რა საშინელი ფრაზაა, როგორ შეიძლება
დედას შვილი უკვდებოდეს? როგორ შეიძლება დედას ერთადერთი ნაფერები შვილი უკვდებოდეს და გარშემო ცხოვრება ჩვეულებრივად გრძელდებოდეს, არაფერი იცვლებოდეს...
მე დედა არ ვარ და არ ვიცი, არ მიტარებია მე შვილი მუცლით
9 თვე, არ მიტირია სიხარულისგან მისი დაბადებისას, არ გამითენებია ღამეები და არ მინერვიულია, როცა სიცხე ქონია ან დავარდნილა, მაგრამ მე დღეს ნუცასთან და მაიასთან ერთად მოვკვდი, მე დღეს ორი სხვადასხვანაირი სიკვდილით მოვკვდი.

გრძელდება ცხოვრება შვილმკვდარი დედისთვის? არა... ზუსტად ვიცი, რომ არა. ისედაც ამაოებით სავსე სამყარო კი არ უფერულდება, უბრალოდ ქრება...
საგნები თავიანთ ბუნებრივ ფორმას კარგავენ და გამოსახულება ბუნდოვანი ხდება... სადღაც ქვეცნობიერში კი ტივტივდება კადრები, რომლებიც გაგაძლებინებენ, სანამ ღმერთი ისევ მოგცემს უფლებას შენს ერთადერთს შეხვდე.
მახსენდება გადაცემა, სადაც მაია ევას ამბის შემდეგ შორენას ეუბნება: „მე წარმომიდგენია შენ რაც განიცადე, იმიტომ რომ მეც დედა ვარ“. ახლა
კი დასრულდა... მაია დედა აღარ არის... მაია შვილმკვდარი დედაა... არ არსებობს ამაზე დიდი ტკივილი, ამაზე დიდი უძლურება, ამაზე დიდი უბედურება.
და ვინ ხართ თქვენ, ვისაც ეს უბედურება გახარებთ? ადამიანები? გგონიათ თუ ამ უბედურებას ღმერთის ხელით აღსრულებულ სამართალს უწოდებთ, ვინმეს შეაშინებთ
და დამოკიდებულებას შეუცვლით? იმის მაგივრად, რომ დააფასოთ თქვენი ცხოვრება, დააფასოთ რომ ჯანმრთელი შვილები და ახლობლები გყავთ გვერდზე, დამდგარხართ და ბოღმას ანთხევთ...
როგორ მრცხვენიხართ...


0
334
3-ს მოსწონს
ავტორი:თაზუ
თაზუ
334
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0