x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134390
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508460
რა არის დეპრესია?
დეპრესია ლათინური წარმოშობის სიტყვაა და ზეწოლას, დათრგუნვას ნიშნავს. ეს არის სინდრომი, რომლისთვისაც დამახასიათებელია გუნება-განწყობის დაქვეითება (ჰიპოთიმია), ინტელექტუალური და მოტორული ფუნქციების შეკავება, ვიტალური (სასიცოცხლო) სურვილების დაქვეითება, საკუთარი თავისა და გარემომცველ სინამდვილეში საკუთარი მდგომარეობის პესიმისტური შეფასება. მას, როგორც წესი, თან სდევს სომატურ-ნევროლოგიური დარღვევები. დეპრესიისთვის დამახასიათებელია ისეთი კოგნიტიური თვისებები, როგორიც არის საკუთარი პიროვნების, გარესამყაროსა და მომავლის უარყოფითი, გამანადგურებელი შეფასება. ყველა ჩამოთვლილი სიმპტომი ემოციური სფეროს დარღვევებს უკავშირდება. ასეთ დაავადებებს თანამედროვე კლასიფიკაციაში გუნება-განწყობის ან ემოციური სფეროს დარღვევების სახელით მოიხსენიებენ. ეს იმით არის განპირობებული, რომ, შიზოფრენიისგან განსხვავებით, რომლის ერთ-ერთ ადრეულ და უმნიშვნელოვანეს სიმპტომს აზროვნების დარღვევა წარმოადგენს, გუნება-განწყობის დარღვევისას აღინიშნება გრძნობით-ემოციური სფეროს დათრგუნვა. ნორმალური ფსიქიკის ადამიანი გარემოში მიმდინარე ცვლილებებს რეალისტურად აღიქვამს, ახდენს მათ ობიექტურ შეფასებას და ადეკვატურად იქცევა. როდესაც ემოციური სფეროს განმსაზღვრელი მექანიზმები ნორმალურად არ ფუნქციონირებს, ადამიანი სწყდება რეალობას, ობიექტურად ვეღარ აფასებს გარემოს და ვეღარც ადეკვატურ ქცევას განახორციელებს. გარემოში მიმდინარე ცვლილებების მცდარი, არარეალისტური შეფასება შესაძლოა აღმატებული გუნება-განწყობის (მანიის) ან უიმედობის (დეპრესიის) მიზეზად იქცეს.image


გამოყოფენ შემდეგი სახის დეპრესიას :


ენდოგენური დეპრესია - ეს არის ზოგიერთი (არასპეციფიური) კონსტიტუციონალური დარღვევის შედეგია;


ეგზოგენური დეპრესია- ეს არის უკიდურესი პასუხი რაიმე სტრესულ მოვლენაზე (უსაფრთხოების გრძნობის დაკარგვა, გაყრა, ახლობელის სიკვდილი, იზოლაცია, ასაკობრივი ვალდებულებები).



სხვა მრავალი მოშლილობის მსგავსად დეპრესიასაც აქვს აშკარა სიმპტომები. მაგრამ ამ სიმპტომების ამოცნობა არც ისე ადვილია.


დეპრესიის დროს, პრაქტიკულად ყველა სფერო ჩათრეულია – ემოციური, ინტელექტუალური, ნებსითი თუ მოტივაციური, რაც პაციენტის ჩივილებში ვლინდება როგორც სუბიექტურად, ისე ობიექტურად – ქცევის შეცვლით. ხასიათის სტაბილური წახდენას თან ახლავს იმ ინტერესების დაკარგვაც, რაც ადრე მიმზიდველი, სიამოვნების და სიხარულის მომტანი იყო – გართობის სხვადასხვა ფორმა, ურთიერთობა, წიგნის კითხვა, ჰობი, პროფესიული საქმიანობა, სქესობრივი ცხოვრება და ა.შ. აქ არა მხოლოდ სიამოვნების გრძნობა იკარგება, არამედ მოტივაცია და სურვილიც დაკავდეს, რომელიმე ზემოაღნიშნული საქმიანობით, ხოლო დაინტერესება იცვლება გულგრილობით და გაღიზიანებით. დეპრესიის ყველა ტიპის დროს ასევე კნინდება პირველადი ბიოლოგიური მოტივაციებიც – ირღვევა ძილი, მადა, სექსუალური ფუნქციები. ამ დარღვევების ხარისხი განისაზღვრება დეპრესიული მდგომარეობის სიმიძიმით.


დეპრესიული სინდრომი სხვადასხვა ფუნქციონალურ სფეროში ვლინდება. ფსიქიკური სიმპტომები: დათრგუნვა, გადაწყვეტილების მიღების უუნარობა, აზროვნების შენელება, აპათია ან შინაგანი ღელვა, შიში, სევდიანი აზრები, გრძნობების დაკარგვა, შინაგანი სიცარიელე. ფსიქომოტორული სიმპტომები: შებოჭილობა, ემოციების გამოხატვის დაქვეითება ან პირიქით ღელვა, მოუსვენრობა, კომპულსიური ნაკლებად ეფექტური მოქმედება და საქმიანობა. ფსიქოსომატური სიმპტომები: სასიცოცხლო გრძნობების დარღვევა (ფიზიკური სისუსტე, მხნეობის არარსებობა). ასევე, ვლინდება თავბრუსხვევა, გულის რიტმის დარღვევა, პირის სიმშრალე, ყაბზობა, სუნთქვის მოშლა, ძილის რეჟიმის დარღვევა, ტკივილის, მოჭერის, სიცივის შეგრძნება, მადის და წონის დაქვეითება, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, იმპოტენცია.




0
467
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ ზუბიტაშვილი
თინათინ ზუბიტაშვილი
467
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0