x
მეტი
  • 26.04.2024
  • სტატია:134530
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508588
პროფესიული ორიენტაცია და მისი მნიშვნელობა ადამიანებისთვის
image
პროფორიენტაციის, როგორც მიმართულების ჩამოყალიბება
მე-20 საუკუნის დასაწყისში მიმდინარე სოციალურ-ეკონომიკურმა პროცესებმა : წარმოების სწრაფმა განვითარებამ, სოფლებიდან მოსახლეობის
ქალაქში მიგრაციამ, სამუშაოს მოძიების პრობლემამ, სამუშაოსთვის შესაბამისი კადრების დეფიციტმა განაპირობა.


პროფესიული ორიენტაციის მნიშვნელოვნებას და საჭიროებას კაცობრიობის განვითარების სხვადასხვა ეტაპზე ვხვდებით. იმის მიხედვით თუ როგორ ვითარდებოდა საზოგადოება, მასში ხდებოდა შრომის საზოგადოებრივი გადანაწილება და ადამიანები ირჩევდნენ ამა თუ იმ საქმიანობას, რომლებიც ძირითადად
ეფუძნებოდა საკუთარ მიდრეკილებებს და ინტერესებს. ამის დადასტურებას ვნახულობთ ლეგენდებსა თუ სხვადასხვა ერების ზღაპრებშიც კი. ძველი საბერძნეთის, ჩინეთისა და იაპონიის მოაზროვნეთა შრომებში, უკვე ვხვდებით მოსაზრებას ადამიანის უნარებისა და შრომის შედეგის კავშირის შესახებ.


როგორც წესი, პროფესიული ორინეტაციის წარმოშობას უკავშირებენ
პროფორიენტაციის პირველი კაბინეტის შექმნას სტრასბურგში 1903 წელს და ასევე პროფესიის შერჩევის ბიუროს გახსნას ბოსტონში 1908 წელს. პირველი პროფკონსულტანტების მუშაობა ეფუძნებოდა ფრენკ პარსონის (1845-1908) სამფაქტორიან მოდელს. მან პროფესიის შერჩევისას შეიმუშავა ძირითადი პრინციპები:



საკუთარი თავის, მიდრეკილებების, უნარების, ნიჭის, ინტერესების, რესურსების, შეზღუდვების და ა.შ. შესახებ მკაფიო წარმოდგენა; მკაფიო წარმოდგენა სხვადასხვა პროფესიებსა და სფეროში წარმატების მიღწევისათვის საჭირო მოთხოვნების, პირობების, ძალისხმევის, უპირატესობების, ნაკლოვანებების, კომპენსაციის, შესაძლებლობების, პერსპექტივების შესახებ;
სწორი , საფუძვლიანი შესაბამისობა ამ ორ ფაქტორს შორის.


პროფორიენტაციის მნიშვნელობა დროთა განმავლობაში იზრდება, ნელ-ნელა ქვეყნები, ორგანიზაციები თუ უბრალოდ ადამიანები ხვდებან თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ის პროფესიულ ცხოვრებაში.


პროფესიული ორიენტაცია სხვადასხვა მომსახურებისა და ღონისძიებების ერთბლიობაა, რომელიც ინდივიდებს საშუალებას აძლევს მიიღონ გადაწყვეტილებები განათლების, გადამზადებისა და პროფესიების შესახებ, და მართონ საკუთარი კარიერა. ამ პროცესის ფარგლებში ადამიანებს მიეწოდებათ ინფორმაცია შრომითი ბაზრის, სხვადასხვა საგანმანათლებლო და დასაქმების შესაძლებლობების შესახებ. გარდა ამისა, პროფესიული ორიენტაცია ადამიანებს ეხმარება საკუთარი მისწრაფებების, ინტერესების, კომპეტენციების, პიროვნული თვისებების, კვალიფიკაციებისა და უნარების გააზრებაში და მათ შესაბამის სასწავლო პროგრამასა თუ სამუშაო შესაძლებლობასთან
დაკავშირებაში.


პროფორიენტაციული მუშაობის ძირითადი ფორმებია:

1. პროფესიული ინფორმირება – მოიცავს ადამიანისთვის საკუთარი შესაძლებლობებისა და მიდრეკილებების გამოვლენასა და მათ გაცნობიერებაში დახმარებას; ასევე შრომის ბაზარზე არსებული მდგომარეობისა და ტენდენციების შესახებ ინფორმირებას;

2. პროფესიული კონსულტაცია – გულისხმობს კვალიფიციურ კონსულტირებას პროფესიის არჩევის საკითხებზე. ხდება პიროვნებისთვის შესაფერისი პროფესიების წრის განსაზღვრა მისი ინდივიდუალური თავისებურებებისა და უნარების გათვალისწინებით;

3. პროფესიული შერჩევა – მოიცავს ცალკეული პროფესიის მოთხოვნების შესაბამისად მომუშავეთა შერჩევას. ამ დროს ხდება კონკრეტული ვაკანსიისთვის ყველაზე უფრო შესატყვისი კანდიდატურების შერჩევა სამუშაოს სპეციფიური მოთხოვნების გათვალისწინებით.

პროფესიის არჩევა ერთმანეთთან დაკავშირებული ნაბიჯების ჯაჭვია და შემდეგ გარემოებებს ითვალისწინებს:

1. ადამიანის პირადი გეგმები, რომლებიც დაკავშირებულია მის პროფესიულ საქმიანობასთან და კარიერასთან;

2. მიდრეკილებები – პიროვნების სურვილი, ინტერესები, მიდრეკილება განსაზღვრული სახის საქმიანობისადმი;

3. პროფესიაზე მოთხოვნა – პროფესიაზე საზოგადოების მოთხოვნა და მისი ცვლილების პროგნოზირება.

პროფესიის არჩევისას ადამიანს უჩნდება კითხვები:

მინდა?

შემიძლია?

საჭიროა?


პროფესიული სასწავლებლების ფარგლებში მომუშავე პროფესიული ორიენტაციის მენეჯერები პოტენციურ და არსებულ სტუდენტებს, კურსდამთავრებულებსა და სხვა დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს უწევენ და კარიერულ დაგეგმვაში ეხმარებიან. ისინი:

-კარიერის დაგეგმვასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიან ნებისიერ ადამიანს, რომელიც პროფესიული განათლებითაა დაინტერესებული.

-დაინტერესებულ პირებს აცნობენ კონკრეტული სასწავლებლის მიერ შემოთავაზებული პროფესიულ-საგანმანათლებლო შესაძლებლობების, ადამიანური რესურსების, მატერიალურ-ტექნიკური ბაზისა თუ პრაქტიკული სწავლების განმახორციელებელი ორგანიზაციების შესახებ.

-აწყობენ “ღია კარის დღეებს” პროფესიულ სასწავლებლებსა და საშუალო სკოლებში, დაინტერესებულ მხარეებს აცნობენ პროფესიულ სასწავლებლებს.


-პროფესიული ინფორმაციისა და კონსულტაციების შემდეგ მსურველებს ეხმარებიან პროფესიულ პროგრამებზე რეგისტრაციაში

-აწარმოებენ კურსდამთავრებულთა დასაქმების მონაცემთა ბაზებს

-თანამშრომლობენ ორგანიზაციებთან, რომლებიც სტუდენტებს პრაქტული ტრენინგისა და სწავლების გავლის საშუალებას აძლევენ

-სტუდენტებსა და კურსდამთავრებულებს აცნობს მათ კვალიფიკაციასთან დაკავშირებულ სამუშაო შესაძლებლობებს.

-დაინტერესებულ პირებს ეხმარებიან რეზიუმეს, სამოტივაციო წერილისა და ინტერვიუსათვის მომზადებაში.




0
50
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი აბაშმაძე
თამარი აბაშმაძე
50
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0