x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134040
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508247
"მწუხარების გაზიარება შეგვძლებია, ბედნიერების არა... მეც აქ ვარ, სადაც ბედნიერები არ უყვართ..."
image
ნანუკა ჟორჟოლიანი ამაღელვებელ პოსტს აქვეყნებს.


"გადავხედე ფეისბუკს და მწუხარების გაზიარება შეგვძლებია, ბედნიერების არა. არადა ყოველ დღე ვკლავთ ერთმანეთს, ვთრგუნავთ ერთმანეთის შვილებს. მოგვწონს დაცინვა, ჩაქოლვა.... არავის ჭკუას არ ვარიგებ. მეც თქვენს შორის ვარ. მეც აქ ვარ, სადაც ბედნიერები არ უყვართ, სადაც უნდა ტიროდე რომ თავი დაანებონ შენს ბულინგს. მაგრამ ხშირად ვაგვიანებთ და მაშინ ვეუბნებით ადამიანებს კარგს, როცა ამის მოსმენა მათ აღარ უნდათ. აზრი აღარ აქვს. ყველაფერს აზრი დაკაარგინა ამ ამბავმა! ყველაფერი სხვანაირი გახადა!"

image

მაია ასათიანის შვილის გარდაცვალებამ მთელი საქართველო შესძრა. თუმცა ისეთ საშინელ კომენტარებსაც შეხვდებით, რომელიც დაგანახაებთ ზოგიერთების ნამდვილ სახეს, რომელთაც არანაირი ადამიანური არ გააჩნიათ და ანგელოზი გოგონას გარდაცვალება, იმის გამო რომ ის ცნობილი ჟურნალისტის შვილი იყო, საქილიკოდ გაიხადეს. მადლობა უფალს, რომ ასეთები ბევრნი არ არიან!


სწორედ ასეთი კომენტარების გამო არ დაეთანხმნენ ნანუკა ჟორჟოლიანის სტატუსს ზოგიერთები.

" გეგონოს, ნანუკა. პოსტების კომენტარებს გადახედე, როგორ ხოცავენ ერთმანეთს ტრაგედიის გამოხტვის ფორმების გამო. ზოგი ლოცვებს წერს და მეორე თავზე ახურავს, ზოგი იგავებს და მაგაზეც ერთი ამბავია. დავმუნჯდი და შევიძარი, მაგრამ რაც შეეხება ადამიანებს, მათ არაფერი აერთიანებთ. რაც არიან, ის არიან ბოლომდე. საერთოდ, რა დროს კომენატარები და მაგაზე გამოკიდებაა, ვერ ვხვდები!"

" აქ ერთი მხარის "დანაშაული"არ არის მხოლოდ, აქ ერთობლივი გულცივობაა, ერთობლივი უსიყვარულობა, მოყვასის გვერდით არ დგომა და არ დანდობა...მე დედა ვარ და შენ რომ ვერ დაიჯერებ ისე მტკივა ის რაც მოხდა... ნაწილობრივ თქვენც ქმნით იმ გარემოს რომელიც მერე არ მოგწონთ და წუწუნებთ... ნათელიში იყოს ნუციკო... ყველა დედას კარგად ყავდეს შვილი მინდა უპირობოდ!"

"კარგით რა! ათასი კაციდან ერთი იტყვის ცუდს და მერე ყველა იმაზე ლაპარაკობს.ზოგადად მართლა შეგვიძლია ერთმანეთის ჭირის გაზიარება და ძალიან გთხოვთ რამდენიმე არაადამიანის გამო, ყველას ერთ ქვაბში ნუ ჩაყრით! ვიზიარებ ამ უძლიერესი ქალის ტკივილს. ღმერთმა გაძლება მისცეს."

"მაბრაზებს და რა ვქნა? ჩემი სამშობლოა და ჩემი ხალხი, მაგრამ იმდენი ხანი ამბობენ რამე ცუდს ადამიანებზე, სანამ იმ ადამიანებს რამე, ძალიან დიდი კატასტროფა არ დაატყდებათ თავს და მერე შესტირიან დედა რა ცოდოაო. არც ვიცი როგორ გამოვხატო ეს გულისტკივილი იქნებ უბრალოდ ვითხოვთ თავი დაანებონ ადამიანებზე ცუდის თქმას და იმ პრობლემებს მიხედონ, რაც საქართველოს ყოველდღე უკან ექაჩება..."imageimage

0
795
4-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ციცი
ციცი
Mediator image
795
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0