x
მეტი
  • 28.03.2024
  • სტატია:134030
  • ვიდეო:353919
  • სურათი:508243
ცნება კონტროლის ლოკუსი და რას განსაზღვრავს ის.

image
ცნება ‘კონტროლის ლოკუსი’ ეფუძნება იდეას, არის თუ არა ადამიანი თავისი ცხოვრების შემოქმედი.არსებობს შინაგანი და გარეგანი კონტროლის ლოკუსი.ეს მოდელი გამოყოფს ორი ტიპის ინდივიდს.ადამიანს, რომელსაც აქვს შინაგანი კონტროლის ლოკუსი, სწამს, რომ ცხოვრებაში შედეგები მისი ქცევითაა განპირობებული.ასეთ ადამიანებს ეწოდებათ ინტერნალები.ინტერნალები ცხოვრებაში განვითარებულ ცვლილებებს მიაწერენ საკუთარ ქმედებებს.მათ სწამთ, რომ მომავალს თავად ქმნიან და თავად არიან გარკვეული განმამტკიცებელი მოვლენების/შედეგების შემომქმედები.ამის საპირისპიროდ, პიროვნება, რომელსაც სწამს შედეგების
გარეგანი კონტროლის, ყოველ ცხოვრებისეულ მოვლენას მიაწერს ბედს, შემთხვევას, სხვა ძალაუფლების მქონე ადამიანებს და ა.შ.ასეთ პიროვნებებს ეწოდებათ ექსტერნალები.გარეგანი კონტროლის ლოკუსის მქონე ინდივიდს სწამს, რომ „ მოვლენები არის ბედი, შემთხვევა, ბედისწერა და არის სხვა ძალაუფლების მქონე ადამიანების ხელში ან საერთოდ არაპროგნოზირებადია გარეგანი ძალების სირთულიდან გამომდინარე. ინტერნალები ექსტერნალებისგან განსხვავებით თავიანთ
ქცევებს ცვლიან შედეგების შესაბამისად.უფრო ადაპტირებადნი არიან.


ზოგიერთ ადამიანს სწამს, რომ მოვლენებს თავად აკონტროლებს.
სხვებს, ამის საპირისპიროდ, სწამთ იღბალის და შემთხვევების. კონტროლის ლოკუსი არის ზოგადი მრწამსი იმის შესახებ, ადამიანი თავის ბედისწერას აკონტროლებს თუ არა’ ან‘ადამიანის თვალსაზრისი, შეუძლია თუ არა აკონტროლოს ის მოვლენები, რაც მის თავს ხდება.კონტროლის ლოკუსს განისაზღვრება იმით, თუ რამდენად შეუძლია ადამიანს პასუხისმგებლობა აიღოს მის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე.გარდა ამისა, ერთ-ერთი მკვლევარი კონტროლის ლოკუსს განმარტავს, როგორც ადამიანის აღქმას ბედისწერაზე.სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, კონტროლის ლოკუსი აღნიშნავს ადამიანის რწმენას, რომ ის აკონტროლებს შედეგებს ცხოვრებაში. (შინაგანი კონტროლის ლოკუსი) ან შედეგები კონტროლირდება ისეთი ფაქტორებით, როგორიცაა იღბალი და სხვა ძალაუფლების მქონე ადამიანები (გარეგანი კონტროლის ლოკუსი).


კონტროლის ლოკუსი მნიშვნელოვან როლს თამაშობს განათლებაში
იმ სტუდენტებისთვის, ვისაც აქვთ სწავლის და ზოგადად ცხოვრებაზე დამოკიდებულების პრობლემა.კონტროლის ლოკუსი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცნებაა ამ კუთხით, რათა ეს ორი პრობლემა მოგვარდეს.ზოგი სტუდენტი თავიანთ ჯიდლოს ან შედეგებს მიაწერს თავიანთ ცოდნას და უნარებს, მაშინ როცა სხვა ნაწილს სტუდენტებისას სჯერა მათ კონტროლს გარეთ ძალების არსებობისამმ კვლევაზე
დაყრდნობით განიხილავს სიტუაციებს, სადაც შედეგები ვითარდებაპიროვნების სხვადასხვა დამოკიდებულების, კერძოდ, სხვადასხვა კონტროლის ლოკუსის გამო.


ბასიმისა და სესენის მიერ(2006) მიერ ჩატარებულ კვლევაში გამოვლინდა, რომ უმეტეს კვლევის პირებს ჰქონდათ კონტროლის შინაგანი ლოკუსი და უფრო მეტად
ეხმარებოდნენ სხვებს და თავაზიანად იყვნენ სხვებისადმი განწყობილნი, განსხვავებით კონტროლის გარეგანი ლოკუსის პიროვნებებისგან. ასევე კვლევებმა დაადგინა, რომ, რომ ინტერნალებს (შინაგანი ლოკუსის მქონე პირები) უფრო მაღალი აკადემიური მოსწრება ჰქონდათ, ვიდრე ექსტერნალებს.

0
66
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი აბაშმაძე
თამარი აბაშმაძე
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0