x
მეტი
  • 19.04.2024
  • სტატია:134400
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508490
რა მნიშვნელობა ენიჭება შრომითი კამყოფილებას

image
შრომითი
კმაყოფილება ეს ის მნიშვნელოვანი ცვლადია, რომელიც ყველა სახელმწიფო თუ კერძო ორგანიზაციისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი და საინტერესოა.შრომითი კმაყოფილებას იკვლევენ სხვადასხვა დისციპლინები, როგორიცაა ფსიქოლოგია, სოციოლოგია, ეკონომიკა და მენეჯმენტი.იგი ფართოდ შეისწავლება სამეცნიერო ლიტერატურაში შრომასა და ორგანიზაციების შესახებ.ს ძალიან ხშირად შეისწავლება სამეცნიერო ლიტერატურაში შრომასა და ორგანიზაციის შესახებ. იგი არის ემოციური დამოკიდებულება სამუშაოსადმი
და სამუშაოს სხვადასხვა ასპექტისადმი. შრომითი კმაკოფილება განისაზღვრება იმით, თუ რა დოზით კმაყოფილია ან უკმაყოფილო ადამიანი თავისი სამსახურით.იგი ასახავს დასაქმებულის ემოციურ დამოკიდებულებას ორგანიზაციისადმი, ორგანიზაციის ღირებულებებისა და მიზნებისადმი.კვლევების მიხედვით, დამსაქმებელნი დიდ სარგებელს იღებენ კმაყოფილი დასაქმებულებისგან, ვინაიდან ნაკლებია შემცირებების ალბათობა და დასაქმებულთა პროდუქტიულობა მაღალია.შეუძლებელია ორგანიზაციას მაქსიმალური სარგებელი მოუტანოს დასაქმებულმა, რომელის შრომითი კამყოფილება
არ არის მაღალი ან დამაკმაყოფილებელი.

გამოიყოფა შრომითი კმაყოფილების სამ მახასიათებელს:

1.იგი არის ადამიანის ემოციური დამოკიდებულება სამუშაოსადმი.შესაბამისად, არახელშესახები და ინფერენტულია.

2.შრომითი კმაყოფილება იზომება იმით, თუ რამდენად პასუხობს ან საერთოდაც აჭარბებს შედეგი მოლოდინს.მაგალითად, თუ დასაქმებული ბევრად უფრო გულმოდგინედ მუშაობს, ვიდრე მისი თანამშრომლები, მას უვითარდება
უარყოფითი დამოკიდებულება სამუშაოსადმი, უფროსისა და თანამშრომლებისადმი.ამის საპირისპიროდ, თუ მას კარგად ეპყრობიან და თანაბრად უხდიან ხელფასს, იგი დადებითად განეწყობა სამსახურისადმი.

3.შრომითი კმაყოფილება მოიცავს ადამიანის დამოკიდებულებას შემდეგ ფაქტორებთან:ანაზღაურება, დაწინაურების პერსპექტივა, ზედამხედველობა და კოლეგები.


ზოგადად, შრომითი კმაყოფილება მიიღწევა სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით.ფსიქოლოგიის ლიტერატურაში ეს ფაქტორები ჯგუფდება, როგორც კმაყოფილების განმაპირობებელი ან წინამორბედი ფაქტორები.მაგალითად,
ფაქტორებს, რომლებიც შრომითი კმაყოფილებას განაპირობებს.ესენია:ინდივიდუალური ფაქტორები, როგორიცაა თვითონ პიროვნება, განათლება, გონებრივი შესაძლებლობები და უნარები, ასაკი, ოჯახური მდგომარეობა, სამუშაოსადმი მიდგომა და ა.შ.სოციალური ფაქტორები, როგორიცაა კოლეგებთან ურთიერთობა, ჯგუფური მუშაობა და წესრიგი, ინტერაქცია და არაფორმალური ორგანიზაცია.კულტურული ფაქტორები, რომელიც ემყარება დამოკიდებულებებს, მრწამსს და ღირებულებებს.ორგანიზაციული
ფაქტორები, როგორიცაა ორგანიზაციის მახასითებლები და მისი ზომა, ფორმალური სტრუქტურა, კოლექტივის სტრატეგია და პროცედურები, დასაქმებულთაშორის ურთიერთობები, სამუშაოს ბუნება, ტექნოლოგიები და სამუშაოს სტრუქტურა, ზედამხედველობა და ლიდერობის სტილი, მენეჯმენტის სისტემა და სამუშაო პირობები;გარემო ფაქტორები, როგორიცაა ეკონომიკური, სოციალური, ტექნიკური და სამთავრობო ფაქტორები.

მიუთითებენ, რომ სამუშაოთი კმაყოფილი თანამშრომლები იშვიათად ტოვებენ სამსახურს. არ აცდენენ, არ განიცდიან ფიზიკურ თუ გონებრივ პრობლემებს.უკმაყოფილი კოლეგები კი იპარავენ, განგებ აზიანებენ
კომპანიის პროდუქტებს ან აგრესიას იჩენენ ზედამხედველობასა
და თანამშრომლების მიმართ.ხელფასით ან სამუშაო პირობებით უკმაყოფილო თანამშრომლობა შეიძლება მუშათა კავშირსაც შეუერთდეს ან გაიფიცნონ.


რომ შევაჯამოთ ყველა ორგანიზაციისთვის მნიშვნელოვანია მომუშავის შრომითი კმაყოფილება, რომელიცზოგადად გავლენას ახდენს ორგანიზაციის წარმატებით ფუნქციონირებაზე, ორგანიზაციისა თუ დასაქმებულის პროდუქტიულობაზე, ერთგულებაზე, სამუშაოს გაცდენებსა თუ სხვა მრავალ ფაქტორზე.
შრომითი კმაყოფილება განსაზღვრავს თუ რატომ ტოვებენ ადამიანები სამუშაოს. სწორედ ამის გამო შრომითი კმაყოფილებას დიდი მნიშვნელობა აქვს დამსაქმებლისა და დასაქმებულისთვის.დამქირავებელი კი ყოველთვის უნდა ეცადოს დაქირავებულს ჰქონდეს მაღალი შრომითი კმაყოფილება.











0
74
შეფასება არ არის
ავტორი:თამარი აბაშმაძე
თამარი აბაშმაძე
74
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0