x
მეტი
  • 24.09.2017
  • სტატია:69543
  • ვიდეო:322104
  • სურათი:423127
მაია ასათიანის ქალიშვილი გარდაიცვალა (ცოტა რამ ნუცას შესახებ)

image
დღეს მაია ასათიანის ქალიშვილი ნუცა მახვილაძე საფრანგეთის საავადმყოფოში მენინგოკოკური ინფექციით გარდაიცვალა. გოგონა 18 წლის გახლდათ, საზღვარგარეთ სწავლობდა და პარალელურად მუშაობდა კიდეც.


"ჩემი და მაიას დიალოგი დაახლოებით ორი თვის წინ. გვიხაროდა ბავშვები ერთად რომ სწავლობდნენ და საუბარს ავტომატურად ემოციებიც მოჰყვა.

მაია- ნანუ, ბავშვი რომ წავიდა როგორ შეეგუე, არ გაგიჭირდა?

მე- ძალიან მენატრებოდა.

-მაგას არ გეკითხები, აი რამე რომ დაჭირდეს, ავად გახდეს და უცებ იქ არ ვიყო....

მარტო ეს დიალოგი მიტრიალებს თავში ეს ორი დღეა!!!'"-იხსენებს ნანუკა ჟორჟოლიანი.

image

მაია ასათიანი ქალიშვილს ეკრანებსა და გაზეთებში არ აჩენდა, სურდა ნუცას თავად დაემკვიდრებინა თავი. "ნებისმიერმა ადამიანმა თავისი სახელი თვითონ უნდა მოიხვეჭოს, სხვის ჩრდილქვეშ ცხოვრება რთულია, მგონია რომ ხელისშემშლელი იქნება მისთვის. არ მიყვარს ბავშვის ზედმეტად გატუტუცება ჩემი პოპულარობით. ნუცას გეგმები აქვს, მაგრამ ჟურნალისტობას არ აპირებს, რადგან ეს მისი ცხოვრების ერთ-ერთი თანმდევი პროფესიაა, მამაც ტელერეჟისორი ყავს, ჩემი ყველა მეგობარი ტელევიზიის თანამშრომელია და ეს მისთვის იმდენად ჩვეული გარემოა, რომ ჟურნალისტობას არ აპირებს. არც მე არ მინდა, რომ ჟურნალისტი იყოს"-განაცხადა მაიამ ერთ-ერთ ინტერვიუში.

შეგახსენებთ, რომ მაია ასათიანს ერთადერთი ქალიშვილი ჰყავდა პირველი ქორწინებიდან. ნუცას მამა ირაკლი მახვილაძეც ტელევიზიაში მუშაობდა. ყოფილი ცოლ-ქმარი ქალიშვილის გამო მეგობრულ ურთიერთობას ინარჩუნებდა.image

2
3425
2-ს მოსწონს
ავტორი:K.P.
K.P.
3425
  
24 თებერვალი, 23:53
უფალი ნათელში ამყოფებს ამ ანგელოზი ბავშვის სულს,ძნელი აღსათქმელია როდესაც დედის იმედი მიდის იმ ქვეყნად რომელიც არ უნახია დიდი ხანია.
24 თებერვალი, 10:47
ღმერთო რა ანგელოზია :(
0 1 2