x
image
გემი დალანდი
როგორ მივხვდეთ,რომ ჯადო გაგვიკეთეს
image

ადამიანების ერთ ნაწილს სიტყვა “ჯადოს" გაგონებისას ირონიულად ეღიმება და ამ საკითხს სკეპტიკურად უყურებს, მეორე ნაწილს კი ძრწოლა იტანს და ყველა პრობლემას და ცხოვრებისეულ წარუმატებლობას მას უკავშირებს.

რაც არ უნდა უნდობლად უყურებდეთ ამ საკითხს, ფაქტია, რომ ჩვენს გვერდით უამრავი ადამიანი ცხოვრობს, რომლებიც სასურველი მიზნის მისაღწევად არაფერს, მათ შორის არც მაგიას ერიდებიან. ეკლესიის სწავლებით, მორწმუნე და ეკლესიურ ადამიანს ბოროტი ვერაფერს დაუშავებს, თუმცა ეს ჯადოს არსებობას არ გამორიცხავს.

ზოგჯერ, როცა პრობლემა პრობლემას მოსდევს, ადამიანი ფიქრობს, რომ ჯადო გაუკეთეს და პანიკაში ვარდება. ეს რომ აკვიატებულ აზრად არ გვექცეს და ჩვენვე არ დავაპროგრამოთ ჩვენი ცხოვრება უარესობისკენ, უმჯობესია გავარკვიოთ, მართლა გაგვიკეთეს ჯადო თუ არა. ჩვენი ბებიები ასე იქცეოდნენ:აიღეთ ნათალი ჭიქა, გაავსეთ წყლით ონკანიდან.აიღეთ ქათმის ახალი კვერცხი და დანით გატეხეთ ნაჭუჭი, შიგთავსი კი წყლიან ჭიქაში ჩაუშვით, ოღონდ ფრთხილად, გული არ უნდა დაზიანდეს.წინააღმდეგ შემთხვევაში ყველაფრის თავიდან დაწყება მოგიწევთ.


დაჯექით სკამზე, ნიკაპი მკერდს მიაბჯინეთ და ჭიქა თხემზე დაიდგით.შეგიძლიათ ხელი ცოტათი მიაშველოთ. გაჩერდით ასე, დაახლოებით 5წთ, შემდეგ ფრთხილად ჩამოდგით ჭიქა მაგიდაზე და დააკვირდით შიგთავსს.თუ ცილაც და გულიც უცვლელად დარჩა და ისე გამოიყურება, როგორც პროცედურის დაწყებამდე იყო, გილოცავთ! თქვენ ნეგატიურ გავლენას არ განიცდით.

image


თუ გული უცვლელია, ცილამ კი ზევით მიმართული “საცეცები" გაიკეთა, ეს ჯადოს არსებობაზე მიუთითებს, რომელიც ოჯახურ წარუმატებლობას, ცრემლებს და მარტოობას გიქადით.


თუ ცილის “საცეცები" აბლაბუდას გვაგონებს, ეს შედარებით მსუბუქ ჯადოზე მიუთითებს, რომელსაც მოყვარულები აკეთებენ და სხვადასხვა წვრილმანი უსიამოვნებები მოაქვს.


თუ “საცეცებმა" ბუშტებიც გაიკეთეს-ეს უკვე ძლიერ ჯადოს ნიშნავს, რომელიც ცხოვრებისეულ სირთულეებს, წარუმატებლობას და მსუბუქ ავადმყოფობებს იწვევს.


თუ ცილის “საცეცებში" ბუშტებთან ერთად შავი წინწკლებიც შეამჩნიეთ-ეს უკვე სასიკვდილო ჯადოზე მიუთითებს.


თუ ცილის საცეცებმა ბუშტები გაიკეთეს, გული კი მოხარშულივითაა, ჯადო თქვენს ჯანმრთელობაზე გაკეთდა და სხვადასხვა დაავადებებს გამოიწვევს.


თუ ცილა უცვლელია, გული კი მოხარშულივითაა, ე.ი. რაღაცაში “ჩაგკეტეს"


თუ ცილა აიმღვრა, გული კი გაშავდა-ეს სასიკვდილო ჯადოა, რომლის მოქმედებაც უკვე შორსაა წასული.



4
2471
შეფასება არ არის
ავტორი:გემი დალანდი
გემი დალანდი
2471
  
2021, 5 მაისი, 2:49
Mamachemi ipovi balishis PIRSHI mojrili qatmis fexebi shekruli
2017, 25 თებერვალი, 13:44
დიახ გამიგია. რაც წერია მართლაც აკეთებენ ეგეთ რამეებსმ ჩემს თავზე მაქ გამოცდილი და მინახავს ჩემს კარებთან რაღაცეები და მართლაც ცუდად წამივიდა საქმეები ყველაფერში. მაგრამ მაინც ვერ მივედი ეკლესიაში კი დავდივარ მაგრამ კვეთებულის გამო რავი
2017, 25 თებერვალი, 13:22
ეკლესიებში იკითხება კვეთებულის ლოცვა,მაგრამ ყველა მოძღვარს არ აქვს კურთხევა ეს ლოცვები წაიკითხოს.
2017, 25 თებერვალი, 12:01
ეგ კარგი მაგრამ თუ აღმონდა რომ გაკეთებული გაქვს როგორ უნდა მოიშორო ეგაა მთავარი
0 1 4