x
მეტი
  • 20.04.2024
  • სტატია:134408
  • ვიდეო:351975
  • სურათი:508499
პროფესიული სტრესი და მისი გამომწვევი მიზეზები
ტერმინი პირველად კანადელმა ფიზიოლოგმა ჰანს სელიემ განსაზღვრა. მისი განსაზღვრების თანახმად, სტრესი - ეს არის ყველაფერი, რასაც ორგანიზმი სწრაფ დაბერებამდე მიჰყავს და დაავადებებს იწვევს.

სტრესი სელიემ განმარტა, როგორც „ორგანიზმის არასპეციფიკური რეაქცია მისთვის წაყენებულ მოთხოვნებზე“.ჰანს სელიეს მიხედვით, არსებობს სტრესს სამი ფაზა გააჩნია: შფოთვის რესისტენტულობის და გამოფიტვის.

image
შფოთვის სტადიაზე-ორგანიზმში ფიზიოლოგიური სახის ცვლილებები მიმდინარეობს. ეს შეიძლება იყოს კუჭნაწლავის ფუნქციის დარღვევა, ენდოკრინული ცვლილებები და ა.შ. ამგვარი ბიოლოგიური ცვლილებები საფრთხეს უქმნის ადამინის ორგანიზმის ნორმალურ ფუნქციონირებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ადამიანმა ვერ შეძლო სტრესის დაძლევა.რეზისტენტულობის სტადიაზე -მიმდინარეობს ორგანიზმის ბრძოლა იმისთვის, რომ გაუმკლავდეს სტრესორს და შესაძლოა, მისი მცდელობა წარმატებითაც დამთავრდეს, ანუ ინდივიდი გაუმკლავდეს სტრესს.გამოფიტვის სტადიაზე- ორგანიზმი გადადის იმ შემთხვევაში, თუ ვერ დაძლია სტრესი რეზისტენტულობის სტადიაზე. ამ სტადიაზე მიმდინარეობს ორგანიზმის დაცლა ენერგეტიკული რესურსებიდან და მისი გამოფიტვა. მწვავედ მიმდინარეობს სხვადასხვა ფიზიოლოგიური დავადებები. პირველი და მეორე სტადიებისაგან განსხვავებით, ამ დროს სტრესი აღარ ასრულებს ადაპტურ ფუნქციას, პირიქით, ის უკიდურესად საშიში ხდება ადამიანის ჯანმრთელობისათვის.


გარდა ამისა, დღევანდელ რეალობაში ძალიან აქტუალურია პროფესიული სტრესის შესწავლა, რომელსაც პროფესიული გადაწვა იწვევს. ძირითადი მიზანი პროფრსიული სტრესის შესწავლისა არის ის ნეგატიური ეფექტები, რასაც ის ახდენს მომუშავეზე და შესაბამისად, ორგანიზაციის ეფექტურობაზე. მილიონობით თანხები იხარჯება
პროფესიული სტრესის გამოისობით, რადგან მას ისეთი უარყოფითი შედეგები მოაქვს, როგორიცაა ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის მზარდი ხარჯები, აბსენტიზმის მაღალი დონე და კადრების დენადობა, დიდი რაოდენობით სამუშაო კრიტიკული ინციდენტები და შემცირებული პროდუქტულობა.

პროფესიული სტრესის კიდევ ერთი საზიანო ეფექტი მომუშავის შრომით სტრესსთან დაკავშირებული ხარჯების ზრდაა. თუ ადრე, კომპენსაცია მომუშავეთა ფიზიკურ შრომით დაზიანებებთან იყო დაკავშირებული, დღეისათვის, სულ უფრო მეტად იზრდება სამუშაოს გამო მომუშავეთა ფსიქოლოგიური ზიანი, რომელიც ასევე ძვირი უჯდებათ ორგანიზაციებს.



პროფესიული სტრესორები:

ორგანიზაციული ფაქტორები - ცვლილებები, სამუშაოს უსაფრთხოება, რესტრუქტურიზაცია, შტატების შემცირება, ხარჯების შემცირება. ყველა ეს ფაქტორი იწვევს სტრესს თანამშრომლებში სამუშაო დიზაინის ფაქტორები - ტემპერატურა (ცხელი ან ცივი), ხმაური, ცუდი განათება, ძველი ან გამოუსადეგარი დანადგარები. არასასიამოვნო მახასიათებელი, როგორიცაა ხმაური, არის ყველაზე სტრესული მაშინ, როდესაც ის ხდება მოულოდნელი, უკონტროლო და ჭარბი.



ურთიერთობითი ფაქტორები - სოციალური მხარდაჭერის ნაკლებობა. მოვლენა უფრო მეტად სტრესულია მაშინ, როდესაც თანამშრომელი გრძნობს მხარდაჭერის ნაკლებობას, ვიდრე მაშინ, როდესაც მას რთულ პერიოდში გვერდით უდგანან მეგობრები და მხარდამჭერები. მათ ერთდროულად შეუძლია გაუწიონ როგორც ემოციური, ფინანსური და აგრეთვე ინფორმაციული მხარდაჭერა. აგრეთვე, მათ შეუძლიათ შესთავაზონ სტრატეგიები სტრესული მდგომარეობის დასაძლევად. გარდა ამისა, შეუძლიათ შეამცირონ ნეგატიური გრძნობები.


კარიერული და მასტიმულირებელი ფაქტორები - სტრესი შესაძლოა გამოიწვიოს ცუდმა სამუშაოს შეფასებამ. ამასთან, შეიძლება გამოიწვიოს სტრესის ორი ტიპი. ერთ შემთხვევაში, თანამშრომელი არ იღებს შეფასებას და უარს ამბობს გაიგოს, თუ როგორ ასრულებს სამუშაოს. მეორე შემთხვევაში, ის იღებს ნეგატიურ უკუკავშირის ისე, რომ არ ეუბნებიან, თუ როგორ გამოასწოროს შესრულების ხარისხი. მანამ, სანამ ორგანიზაციას არ ექნება შეფასების კარგი სისტემა, მისი თანამშრომლები მუდმივად იქნებიან სტრესის ქვეშ. გარდა ამისა, სტრესი შეიძლება გამოიწვიოს კარიერული ზრდის ერთ საფეხურზე „გაყინვამ“.


როლთან დაკავშირებული ფაქტორები - ასეთი ფაქტორებია, როლური განუსაზღვრელობა, როლური კონფლიქტები . გარდა ამისა, პროფესიული სტრესი შესაძლოა გამოიწვიოს ორი საქმიანობის ქონამ.


შრომითი უკმარისობისა და გადატვირთვის ფაქტორები - სამუშაო გადატვირთვა შეიძლება იყოს როგორც რაოდენობრივი, აგრეთვე თვისობრივი. რაოდენობრივი გადატვირთვით გამოწვეული სტრესი აღმოცენდება მაშინ, როდესაც თანამშრომლებს მოეთხოვებათ შეასრულონ მეტი და მეტი სამუშაო შეზღუდულ პერიოდში, ვიდრე რეალურად შეუძლიათ. თვისობრივი გადატვირთვით გამოწვეული სტრესი კი აღმოცენდება მაშინ, როდესაც თანამშრომლებს სწამთ, რომ არ აქვთ საჭირო უნარები, შესაძლებლობები თუ რესურსები შეასრულონ დაკისრებული სამუშაო.


სტრესული პროფესიები - ზოგიერთი სამუშაო არის უფრო მეტად სტრესული, ვიდრე სხვები. სხვადასხვა კველევებმა აჩვენა, რომ კონკრეტულ სამუშაოსთან დაკავშირებული ზოგიერთი მახასიათებლები არის უფრო მეტად სტრესული. მაგალითად, გადაწყვეტილების მიღება, მექანიზმებისა თუ მასალების მუდმივი მონიტორინგი, ინფორმაციის გაცვლის განმეორებადობა, არასასიამოვნო ფიზიკური მდგომარეობები, არასტრუქტურირებული დავალებების შესრულება. ასეთი
მახასიათებლების მქონე სამუშაო მიდრეკილია სტრესისადმი.











0
95
შეფასება არ არის
ავტორი:თინათინ ზუბიტაშვილი
თინათინ ზუბიტაშვილი
95
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0